მგზავრების უსაფრთხოება 125 წელზე მეტია Škoda-ს მთავარი მიდგომაა, რომელზეც მან თავისი განვითარების მოდელი დააშენა. ათწლეულების განმავლობაში ბრენდი უსაფრთხოების მოწინავე სისტემების ხელმისაწვდომობაზე იყო ფოკუსირებული და სურდა ისეთი მანქანების შექმნა, რომლებიც ყველა მყიდველისთვის იქნებოდა მისაღები. მათ შორისაა Crew Protect Assist, რომელიც ახლა შემდეგი მოდელების დიაპაზონს ფარავს: Škoda-ს Scala, Kamiq, Karoq, Superb, Kodiaq და Enyaq.
Škoda’s Crew Protect Assist პირველად 2013 წელს Octavia-ზე დაინერგა. სისტემა, რომელიც ოდესღაც პრემიუმ და ძვირადღირებული მანქანების ატრიბუტი იყო, დღეს უკვე მწარმოებლის ყველა წამყვან მოდელს აერთიანებს. ის მანქანის რადარებსა და სტაბილურობის კონტროლის მექანიზმს იყენებს, რათა მოსალოდნელ შეჯახებაზე მოახდინოს რეაგირება.
Crew Protect Assist არის ფუნქცია, რომელიც თავის სახელწოდებას ნამდვილად ამართლებს. ავარიის შემთხვევაში მანქანის მგზავრები მაქსიმალურად დაცულნი არიან. ის ამცირებს ტრავმების მიღების რისკს შეჯახებისას და უზრუნველყოფს მგზავრების სწორ გადანაწილებას, იმისთვის რომ, საჭიროების შემთხვევაში, სწორად გახსნას აირბალიშები. ამასთან, Crew Protect Assist ავტომატურად ჭიმავს მძღოლისა და მგზავრის უსაფრთხოების ღვედებს, რაც მინიმუმამდე ამცირებს ნებისმიერ პოტენციურ მოძრაობას შეჯახების შემთხვევაში. სისტემა ასევე დაერთებულია სტაბილურობის ელექტრონულ კონტროლთან, რათა ნაწილობრივ დახუროს ნებისმიერი ღია ფანჯარა და პანორამული ლუქი. ეს ეხმარება მას იმაში, რომ თავიდან აიცილოს უცხო ობიექტების შეღწევა მანქანაში და არ გამოიწვიოს დაზიანება.
Crew Protect მუშაობს Škoda-ს უსაფრთხოების ფუნქციების ვრცელ კომპლექტთან ერთად, რომელიც შექმნილია ავარიის შემთხვევების შესამცირებლად. ცალკე ფუნქციონალია Emergency Assist, რომელიც შექმნილია იმისათვის, რომ შეამციროს შეჯახების შანსი. ის ამას მონიტორინგის საფუძველზე აკეთებს. თუ საჭის მოძრაობა ან სხვა აქტივობა გარკვეული დროის განმავლობაში არ არის გამოვლენილი, მძღოლი გაფრთხილებული იქნება სპეციალური სიგნალით. თუ Emergency Assist ვერ აღმოაჩენს საპასუხო რეაგირებას, სისტემა მცირე გადახვევას აკეთებს მძღოლის გასაფრთხილებლად, ხოლო თუ რეაქცია მაინც არ არის, სისტემა ავტომატურად ააქტიურებს საფრთხის მანიშნებელ შუქებს და გააჩერებს მანქანას.
უბედური შემთხვევის დროს, სისტემები, როგორებიცაა Multi-Collision Brake Škoda Kodiaq-ზე და Post Collision Brake Superb-ზე, შექმნილია იმისთვის, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს დამატებითი დაზიანება. ისინი მომენტალურად ააქტიურებენ მუხრუჭებს, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი უკონტროლო მოძრაობა, მანქანის გზიდან გადახვევა და მეორე შეჯახების რისკი.
რადარზე დაფუძნებული ადაპტური კრუიზ კონტროლის წყალობით, სისტემა ხელმისაწვდომია Škoda-ს ხაზების ყველა მოდელზე.