in

Crime London – ურბანული ენერგია, დახვეწილი დიზაინი

Crime London-ის შექმნის გადაწყვეტილება დებმა ლიზა და ჯესიკა კისტერმანებმა 2009 წელს იმაზე დაკვირვების შემდეგ მიიღეს, რომ გლობალურ ბაზარზე არ არსებობდა სნიკერები, რომლებიც ერთდროულად სპორტული, მოდური, დახვეწილი და ხელმისაწვდომი იქნებოდა.

ასე შეიქმნა ბრენდი, რომელიც დღეს უკვე ურბანული სტილის მოდურ სიმბოლოს წარმოადგენს. მათი მთავარი მიზანი იყო ისეთი სპორტული ფეხსაცმლის შექმნა, რომელიც მაღალი ხარისხით და ხელმისაწვდომობით გამორჩეული, ერთდროულად ურბანული ენერგიისა და ელეგანტურობის მატარებელი იქნებოდა.

Crime London-ის დიზაინი მალევე გახდა პოპულარული არა მხოლოდ თანამედროვე მოდის მოყვარულებში, არამედ ხელოვნებისა და მუსიკის სამყაროში. 2022 წლიდან ქართველ მომხმარებელს უკვე აქვს შესაძლებლობა მოირგოს Crime London-ის მოდური და ახალგაზრდული ფეხსაცმელი “სტუდიო ფეხსაცმლის გალერეას” ქსელში.

ბრენდის SS25 კოლექცია კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მიდგომას: ახალი დიზაინები, ექსპერიმენტული ელემენტები და დახვეწილი მასალები კარგად ასახავს თანამედროვე ურბანულ ცხოვრებას.

 

[პარტნიორის კონტენტი]

ნახეთ: 20 საოცარი კადრი ფრინველთა ფოტოკონკურსიდან

როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე ქაოსში ხელმძღვანელობის დროს