in

ნახეთ: სკულპტურა, რომელიც უსახლკარობის პრობლემას ეხება

უსახლკარობა რომ მზარდი პრობლემაა, ამას არაერთი სტატისტიკური მონაცემი მოწმობს. ამასთან დაკავშირებით, დიდ ბრიტანეთში საქველმოქმედო ორგანიზაცია Crisis-მა, სარეკლამო სააგენტო adam&eveDDB-თან და ხელოვან სოფი დე ოლივერია ბარატასთან ერთად უსახლკარო კაცის სკულპტურა შექმნა.

2,5-ტონიანი სკულპტურა ორსართულიან ავტობუსის სიმაღლისაა. მისი სახე ხელოვნური ინტელექტის მიერ შეიქმნა — 17 რეალური ადამიანის პორტრეტის გამოყენებით. ქანდაკების გვერდით კი თემატური ტექსტებია, რომლებიც საქველმოქმედო ვებგვერდებზე გადასაყვან QR კოდებსაც მოიცავს.

„კრიზისის დროს ყოველდღე ვაწყდებით იმას, თუ როგორ მოქმედებს უსახლკარობა ადამიანების ცხოვრებაზე და ყოველდღიურად ვხედავთ, როგორი სამწუხარო რეალობაა ეს. და მიუხედავად იმისა, რომ ბევრს სურს ამის შეცვლა, ხალხი უსახლკარობას გადაუჭრელ პრობლემად აღიქვამს. რეალურად კი ყველაფერი მოგვარებადია“, — ამბობს კეტრინ ეშფორდი, Crisis-ის მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

გაინტერესებთ, როგორ დაითვალა Veli.store-მა მომხმარებლების დრო?

მისის კლაუსიც იწყენს, როცა სანტა საჩუქრების დასარიგებლად მიდის…