ბოლო კვირების განმავლობაში, ბიზნეს ლიდერების როლი და პასუხისმგებლობა მკვეთრად შეიცვალა. თუკი, პანდემიამდე, სწრაფად განვითარებადი კომპანიების ხელმძღვანელები ინოვაციების სტიმულირებაზე, შემოსავლების ზრდასა და ბაზარზე თავიანთი როლის გაძლიერებაზე იყვნენ კონცენტრირებულნი, დღეს კი, ფასებისა და ლიკვიდობის შენარჩუნებაზე უწევთ ზრუნვა. ასეთ დროს, ბევრ პრობლემას შეიძლება წააწყდეთ – დაბრკოლებები მომარაგების ჯაჭვში, არასაკმარისი ადამიანური რესურსი, ოპერაციული პრობლემები… კომპანიების გუნდები დაკავებულები არიან უსაფრთხოებისა და შრომის ჰიგიენის დაცვით, მუშაობენ დისტანციურად და პანდემიის გადავლას ოჯახებთან ერთად ელოდებიან. ეს მარტივი სულაც არ არის. ხელმძღვანელ პირებს სწორედ ამ პერიოდში უამრავი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.
#1: სიზუსტეს სისწრაფე ამჯობინეთ
სიტუაცია ყოველდღე, ყოველ საათში იცვლება. ლიდერებს უწევთ სწრაფად გადაამუშაონ მიღებული ინფორმაცია და სწრაფადვე იმოქმედონ. კრიზისის დროს, კოგნიტურ გადატვირთვას ვაწყდებით, მკვეთრად იზრდება შფოთვა და ემოციები, ანალიზი კი რთულდება. ამიტომ, სჯობს ამ ხერხს მიმართოთ.
განსაზღვრეთ პრიორიტეტები. გამოარჩიეთ 3-5 მათგვანი. კრიზისის დასაწყისში, ეს შეიძლება იყოს თანამშრომლების უსაფრთხოება და მათზე ზრუნვა, ფინანსური ლიკვიდობა, მომხმარებლებზე ზრუნვა და ბიზნეს უწყვეტობა.
წადით გონივრულ კომპრომისზე. რა სირთულეები შეიძლება წარმოიშვას პრიორიტეტებს შორის? მაგალითად, სასწრაფოსა და მნიშვნელოვანს შორის? დღევანდელ პრობლემასა და შორეულ პერსპექტივას შორის? იმის ნაცვლად, რომ ყველა შესაძლო სცენარი მთლიანად განსაზღვროთ, გამოიყენეთ პრიორიტეტები შეფასების მექანიზმებად.
დაასახელეთ გადაწყვეტილებების მიმღები პირები. თქვენს ძირიტად გუნდში ასეთი აუცილებლად გეყოლებათ. გააფართოვეთ ფრონტის წინა ხაზი, ისე, რომ გადაწვყეტილების მიღება თქვენი გუნდის ძლიერ წარმომადგენლებსაც შეეძლოთ და არამხოლოდ თქვენ.
მიიღეთ ზომები და შეცდომების გამო არავინ დასაჯოთ. შეცდომები ნორმალურია და ბევრად სჯობს უმოქმედობას!
#2 ადაპტირდით თამამად
ძლიერი ლიდერები წინ უსწრებენ მოვლენებს. ისინი ეძებენ და იღებენ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან, არ ეშინიათ იმის თქმა, რაც არ იციან და ალტერნატივებსაც აქტიურად ეძებენ.
გადაწყვიტეთ, რას არ გააკეთებთ. მსხვილი ინიციატივებისა და ხარჯებისგან თავი შეიკავეთ და ზუსტად იცოდეთ, ამ ეტაპზე რას არ მოიმოქმედებთ.
გააძლიერეთ კომუნიკაცია “ფრონტის წინა ხაზზე”. ასეთ სიტუაციებში, მნიშვნელოვანია, სრულად ფლობდეთ მიმდინარე ინფორმაციას – რა სირთულეებია მომარაგებაში, მართვით ნაწილში თუ სხვა. ხელმძღვანელ გუნდს უნდა ჰქონდეს მაქსიმალურად ოპერატიული ინფორმაცია.
ერთ-ერთი ხერხია, შექმნათ ლიდერებისა და ინფლუენსერების გუნდი, რომელიც კრიზისის გავლენასა და მომხმარებლების, მომმარაგებლების, თანამშრომლებისა თუ სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციაზე იზრუნებენ.
გამოიყენეთ ტექნოლოგიები, შექმენით შიდა მექანიზმი, რომლითაც სწრაფად აღმოაჩენთ პრობლემებს, მოძებნით გამოსავალს და ა.შ.
#3 საიმედო მიწოდება
საუკეთესო ლიდერები კრიზისის გამოსწორებაში მონაწილეობას იღებენ, მაშინაც კი, როდესაც ბევრი ფაქტორი მათი კონტროლის მიღმაა. ისინი გუნდს აძლევენ მიმართულებას, უწევენ მონიტორინგს პროდუქტიულობასა და პასუხისმგებლიან კულტურას ქმნიან.
ყურადღებით იყავით ყოველდღიურ პრიორიტეტებთან. ყოველდღიურად გქონდეთ კონკრეტული, ჩამოწერილი პრიორიტეტები და მათ მიყევით.
რეგულარულად შეამოწმეთ წარმადობა, გაზომეთ ის და ხელმძღვანელი პირებისგან რეპორტინგი მოითხოვეთ, ამასთან დაკავშირებით. შეფასების კრიტერიუმების საშუალებით, იმსჯელეთ კომპანიის მუშაობის დინამიკაზე.
ყურადღებით იყავით, რომ ხელმძღვანელმა გუნდმა შეინარჩუნოს ადეკვატურობა მაშინაც, როდესაც სხვები თავს კარგავენ. შექმენით თავის მოვლის დღიური რუტინა: ჯანსაღი კვება, ვარჯიში, მედიტაცია ან სხვა რამ, რაც უფრო მეტად მუშაობს თქვენ შემთხვევაში.
#4 გაზარდეთ ჩართულობა
კრიზისის დროს თქვენს გუნდზე ზრუნვაზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერია. ეფექტურ ლიდერებს ეს ესმით და გუნდის ჩართულობის გაზრდასა და მათ მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავენ.
იკონტაქტეთ გუნდის წევრებთან ინდივიდუალურად. შექმოწმეთ გუნდის “პულსი” რეგულარულად. ესაუბრეთ სათითაოდ და მიიღეთ ინფორმაცია, როგორ გრძნობენ თავს და სთხოვეთ, გაგიზიარონ კვირის საკვანძო მომენტები.
თუკი მათი დახმარება გჭირდებათ, უთხარით ამის შესახებ. ლიდერმა კარგად იცის, რომ თავად, მარტოს, ყველაფრის გაკეთება არ შეუძლია. განსაზღვრეთ გუნდის სტრუქტურა და საკვანძო ფუნქციების მქონე ადამიანებიც დანიშნეთ.
დარწმუნდით, რომ თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე ერთნაირად ზრუნავთ. მომხმარებლების მხარდასაჭერად გააძლიერეთ ურთიერთობა და იზრუნეთ ნდობის გაძლიერებაზე. ეცადეთ, ნამდვილად დაეხმაროთ მათ, მაგალითად, გადახდის გრაფიკის შეთავაზებით, მათი გადახდისუნარიანობიდან გამომდინარე. თანამშრომლების მიმართ კი, გამოიჩინეთ ემპათია და მათ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე იზრუნეთ. აუცილებლად დაიცავით ის თანამშრომლები, რომლებსაც დისტანციურად არ შეუძლიათ მუშაობა – პირველადი დახმარების პერსონალი, კურიერები და ა.შ.
შეკრიბეთ და გააზიარეთ კარგი ამბები, დაძლეული დაბრკოლებების შესახებ ამცნეთ გუნდს. იმის მიუხედავად, რა მიმართულებით მუშაობს თქვენი გუნდი, აღნიშნეთ ყველა პატარა წარმატება.
გახსოვდეთ, დღევანდელ დღეს, იყო პროდუქტიული, გმირობის ტოლფასია.
წყარო: HBR











