1 კვირის წინ, ბელგრადმა საკმაოდ „ხმაურიან“ საფეხბურთო მატჩს უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა გულშემატკივრის გარეშე გაიმართა, ვნებათაღელვა შეხვედრის ბოლო წუთებში პიკს აღწევდა, სერბეთისა და პორტუგალიის მატჩი ანგარიშით 2-2 სრულდებოდა, როდესაც მატჩის უკანასკნელ წამზე კრიშტიანუ რონალდუმ ბურთი მასპინძელთა მეკარეს თავზე ოსტატურად გადაუგდო, ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა, თუმცა მცველმა ვარდნაში გამოიტანა.
Cristiano Ronaldo walked off the pitch before the final whistle at the end of the Serbia-Portugal game, and threw his captain’s armband in frustration. pic.twitter.com/I2i9uwkPhM
— ESPN FC (@ESPNFC) March 27, 2021
შეხვედრის არბიტრებმა გადაკვეთის მომენტი ვერ დააფიქსირეს, ბურთი არ ჩაითვალა და მატჩი ფრედ დასრულდა (მომენტი ვერ გადამოწმდა ვიდეოასისტენტ რეფერის მიერ, რადგან შესარჩევი ეტაპის მატჩებზე ეს ტექნოლოგია ჯერ არ გამოიყენება). მომხდარით განრისხებულმა რონალდუმ სიბრაზისგან კაპიტნის სამკლაური მოიხსნა, მოედანზე მოისროლა და გასახდელისკენ გაემართა.
მატჩის უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, სტადიონზე სახანძრო მანქანა და ეკიპაჟი იყო მობილიზებული, ერთ-ერთმა მეხანძრემ მატჩის დასრულების შემდეგ, სამკლაური მოედანზე იპოვა და სამახსოვროდ შინ წაიღო. ჯორჯე ვუკიჩევიჩმა მეორე დღეს, სუვენირი სამსახურში მიიტანა და თანამშრომლებს განუცხდადა, რომ სუვენირს სამახსოვროდ არ დაიტოვებდა და აუქციონზე გაიტანდა, რათა 6 თვის სერბ გავრილ ჯურჯევიჩს დახმარებოდა. მცირეწლოვანი გოგო კუნთების ატროფიას ებრძვის, ოჯახი კი ოპერაციის ხარჯების დასაფარი 2 მილიონი ევროს მოძიებას ცდილობს.
მეხანძრის ამ ნაბიჯმა თანამოქალაქეებში მოწონება და სოლიდარობა დაიმსახურა, გაიხსნა სპეციალური ანგარიში, სადაც უამრავი ადამიანი ოპერაციისთვის თანხებს რიცხავს და ოჯახს ეხმარება. აუქციონის დასრულების შემდეგ, სამკლაურს ახალი მფლობელი ეყოლება, ჯორჯე კი თანხას პატარა გავრილის ოჯახს გადასცემს. აუქციონზე სამკლაურის საწყისი ფასი 51 000 ევროა.