„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურად დაადასტურა ტრანსფერი. ტურინის „იუვენტუსის“ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ „ოლდ ტრაფორდზე“ იასპარეზებს. „მანჩესტერ იუნაიტედი“ მოხარულია, გაცნობოთ, რომ ტურინის „იუვენტუსთან“ შეთანხმება მიღწეულ იქნა კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერთან დაკავშირებით, ფეხბურთელმა „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა“. „ოლდ ტრაფორდზე“ ასპარეზობისას, კრიშტიანუმ „წითელი ეშმაკების“ მაისურით 292 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საკუთარი აქტივი კი 118 გოლით შეავსო.
36 წლის პორტუგალიელმა „ეშმაკუნებთან“ 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც 2023 წლამდეა გათვლილი. ტრანსფერი 21,4 მილიონი ფუნტი დაჯდა. მისი წლიური ანაზღაურება 25 მილიონი ფუნტი იქნება. ტრანსფერის ოფიციალურად დახურვის შემდეგ კლუბის სოციალური მედიის არხები საოცარი სისწრაფით იზრდება, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირებულება კი $250 მლნ-ით გაიზარდა. გუნდმა, ასევე, ამ დღეებში გაყიდვების რეკორდი გააუმჯობესა და რონალდუს მაისურების რეკორდული რაოდენობის რეალიზება მოახდინა.