in

კრიშტიანუ რონალდუმ ბედუინის როლი მოირგო და რამდენიმე ეგვიპტური სიტყვაც ისწავლა

ცნობილმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ ჯერ ბედუინის როლი მოირგო, შემდეგ ტრადიციული კუფიაც მოიხდინა და ბოლოს, რამდენიმე ეგვიპტური სიტყვაც კი ისწავლა. ფეხბურთელი, რკინის მწარმოებელი კომპანიის, Egyptian Steel-ის ახალი სარეკლამო ვიდეორგოლის მთავარი გმირი გახდა. მართალია, ვიდეოს ძირითადი მიზანი პროდუქტის პოპულარიზაციაა, თუმცა ამასთან ერთად, მას საკმაოდ ეფექტური და კარგი სამოტივაციო შინაარსიც აქვს. რკინასავით ძლიერი ახალი თაობა, რომელსაც სამყაროსა და მომავლის უკეთესობისკენ შეცვლის საოცარი უნარი აქვს, ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რაც ნებისმიერი ქვეყნისა და ცნობილი ბრენდის წარმატებას განაპირობებს. ფეხბურთელმა ვიდეორგოლი თავის პირად Instagram გვერდზე გააზიარა და აქვე, მეორე რეკლამაც დაანონსა.

 

რატომ ამცირებს ჰოლივუდი ფილმების ხანგრძლივობას? – კევინ კოსტნერი და გამბედავი ფრანგი გოგონა

დიჯიტალ ტვ-მ აბონენტებს პირველი აქცია შესთავაზა