in

როგორ გავხდეთ მომხმარებლები ინფორმაციის კრიტიკული შემფასებლები?

საზარელია სამყაროს ნდობის გარეშე წარმოდგენა. მხოლოდ იმის ნდობით, რასაც ვხედავთ, რაც გვესმის და ვკითხულობთ შეგვიძლია შევინარჩუნოთ რეალობის განცდა და განვვითარდეთ. ADP-ის ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად, რომელშიც 25,000-მა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა, გუნდური ჩართულობის ერთ-ერთი ძლიერი მამოძრავებელი ფაქტორი ნდობაა. როდესაც სრულად ენდობით თქვენს კოლეგებს, თქვენი გუნდის ლიდერსა და ხელმძღვანელობას, ბევრად მარტივად იხარჯებით ენთუზიაზმით და ორგანიზაციასთან ძლიერ ბმას გრძნობთ. ამ ყველაფრის ფონზე, გლობალური კვლევით ირკვევა, რომ ამ ნდობას მხოლოდ 7% გრძნობს, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

თქვენი ნდობა ყველაზე ძვირფასი რამაა. როდესაც სხვის ნდობას გადაწყვეტთ, ეს ურთიერთკავშირის გამყარებას უწყობს თქვენს შორის და წინსვლაში ძალიან გეხმარებათ. ამდენად, თუკი კონტენტის ერაში, სადაც კონტენტ მარკეტინგის მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება და კონტენტის შემქმნელები სულ უფრო მეტნი არიან, თქვენთან ურთიერთობის ყველა ბერკეტი არსებობს. დღეს, სამ უნარზე გიამბობთ, რომელიც თქვენი ნდობის გონივრულად განაწილებაში დაგეხმარებათ.

დაიცავით თავი WORT-ისგან

იმის მიუხედავად, იცით თუ არა, რა არის WORT, თქვენს ცხოვრებაში ის მრავლად მოიძებნება. WORT არის ნებისმიერი რამ, რაც ზღვარს შლის სინამდვილესა და ილუზიას შორის. WORT-ის შედეგი, ნებსით თუ უნებლიედ, ისაა, რომ ის, ნდობას თანდათან უღებს ბოლოს. ის ასუსტებს ნდობასთან ჩვენს ურთიერთობას. ეს იმიტომ, რომ ჩვენ გვიჭირს სიმართლისა და ჩვენს გონებაში არსებული წარმოსახვის ერთმანეთისაგან გამიჯვნა.

მაგალითად, ხშირია, როდესაც გამოცემებში წაშლილია ზღვარი რეკლამასა და ავთენტურ კონტენტს შორის. ისეთ ჟურნალებში, როგორიცაა Wall Street Journal, Fast Company თუ სხვები, არის განყოფილებები, სადაც სპეციალურ სექციებში, კომერციული კონტენტია განთავსებული. ამგვარად, ავტორი ფინანსურადაა დაინტერესებული კომპანიასთან თანამშრომლობით. ესაა კონტენტი, რომელიც კომპანიის დაკვეთით შეიქმნა, მისი რეპუტაციის გასაძლიერებლად.

როდესაც პოდკასტის მასპინძელი აღწერს, თუ როგორ გააუმჯობესა სპონსორის პროდუქტმა მისი ცხოვრება, ეს არის WORT. როდესაც წამყვანი საუბრობს, როგორ მოსწონს ესა თუ ის პროდუქტი, ჩვენ შესაძლოა, ვერ გავიგოთ, ეს სინამდვილეა თუ კომერციული ინტერესი, ამდენად, მომხმარებლებს ნაკლები საშუალება აქვთ, რეალურად გაერკვიონ პროდუქტის ხარისხში. ხოლო, თუ წამყვანი კითხულობს სპონსორის სახელით ან ციტირებს, ეს ღიად რეკლამირებაა.

პოდკასტერის პროდუქტზე მიზანმიმართული აქცენტი მარკეტინგის ახალი და ეფექტური ფორმაა. სწორედ ამით აიხსნება პოდკასტების ასეთი მომრავლება, ბოლო პერიოდში. ზოგჯერ, აქციასაც კი სთავაზობენ, მაგალითად, „გამოიყენე ეს პრომო კოდი და 20%-იან ფასდაკლებას მიიღებ“. თუმცა, რამდენად სწორია ეს? რამდენად ამყარებს ნდობას ურთიერთობაში? ამიტომაც არის, რომ მედიასაშუალებები, რომლებიც საკუთარი სანდოობისა და რეპუტაციის შენარჩუნებაზე ზრუნავენ, წამყვანებს პროდუქტის შეფასების უფლებას.

როდესაც თქვენი რჩეული ინსტაგრამ ინფლუენსერი აქებს რომელიმე პროდუქტს, ესეც WORT-ია. თუკი დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ ინფლუენსერს მწარმოებელმა გადაუხადა პროდუქტის რეკლამირებისთვის. ასეა თუ ისე, ეს გამჭვირვალედ ჩანს. ინსტაგრამი სავსეა სუპერწარმატებული გავლენიანი ადამიანებით, რომლებიც ყოველდღიურად გაწვდიან პროდუქტების შესახებ ინფორმაციას და ამაში შემოსავალს იღებენ.

ისწავლეთ WORT-ის დაფიქსირება და მისი თქვენი გონებისგან გამიჯვნა. უთხარით თქვენს რჩეულ პოდკასტერს, ნუ გიბნევთ გზას თავისი სუბიექტური შეფასებებით.

ეძებეთ და ენდეთ მხოლოდ სწორ მონაცემებს

მონაცემებს ძალიან დიდი დახმარება შეუძლიათ იმ თვალსაზრისით, თუ ვის ენდოთ. თუმცა, საამისოდ, სწორი მონაცემები დაგჭირდებათ. მონაცემთა გენერირებისთვის სამი გზა არსებობს. შეიძლიათ დაითვალოთ ნივთები, დაალაგოთ რანჟირების მიხედვით ან შეაფასოთ ისინი. ამ სამიდან, დათვლა ყველაზე საიმედია. როცა ვიღაც ამბობს „ჩვენ ბევრს ვესაუბრეთ“, ეს არაზუსტი მონაცემებია და საჭიროებს კონკრეტიკას: „ზუსტად, რამდენ ადამიანს ესაუბრეთ? არის თუ არა ეს რაოდენობა რეპრეზენტატული? კონკრეტულად, რა კითხვები დაუსვით?“

მონაცემები მხოლოდ რიცხვები არაა. შესაძლოა, თქვენ გქონდეთ გატეხილი თერმომეტრი და იქაც ხედავდეთ რიცხვებს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ასე რომ, თუკი ვინმე ასახელებს რიცხვს, ჰკითხეთ, როგორ მიიღო ეს რიცხვი, კონკრეტულად, რას ითვლიდა? თუკი გესმით, რომ დისტანციური თანამშრომლები უფრო ნაკლებად პროდუქტიულები არიან, ვიდრე ოფისში მყოფები, დაინტერესდით – როგორ დათვალეს მათი პროდუქტიულობა? თუკი ეს საიმედოდ არაა გამოთვლილი, მაშინ შეუძლებელია დანამდვილებით იცოდეთ ამ მაჩვენებლების შესახებ. ასეთ შემთხვევაში, დაფიქრდით, ენდოთ თუ არა. კვლევა არ არის მონაცემები. ყოველთვის გამოიჩინეთ კრიტიკული აზროვნება.

როგორ ამოვიცნოთ რეალური ექსპერტი?

იმისათვის, რომ გავიგოთ, რამდენად გამოცდილ ექპერტს ველაპარაკებით, გამოცდილებაა საჭიეო. სანამ ვინმეს ენდობით, ჰკითხეთ საკუთარ თავს, რით დასტურდება მათი ცოდნა. საამისოდ სულაც არაა აუცილებელი, სფეროს მცოდნე იყოთ. მეორე მხრივ, დააკვირდით, რამდენად თავმდაბალია ადამიანი. ონლაინ რეჟიმში, ჩვენ მუდმივად ვართ მოყვარულების თავდასხმის ქვეშ. ამ ადამიანებმა სფეროზე საკმაოდ ცოტა იციან, თუმცა, პრეტენზიებს ხმამაღლა გამოთქვამენ. რაც მეტი იცის ადამიანმა, მით უფრო აცნობიერებს, რომ ძალიან ბევრი რამ არ იცის. ამდენად, როდესაც მოზომილ პასუხს მოისმენთ, მიხვდებით, რომ ამ ადამიანს უნდა ენდოთ.

ამას გარდა, სანდო ექსპერტები აკრედიტებულები არიან. მათი სანდოობა არა მათი მიმდევრებისგან, არამედ, ლიზენციის გამცემი ორგანოებისგან მოდის. მათი ნააზრევი მაღალი რეპუტაციის მქონე ჟურნალებში იბეჭდება. ისინი წარადგენენ დასკვნებს, გადიან დისკუსიას ოპონენტებთან და მხოლოდ ამის შემდეგ მიდის მათი ნაშრომი მკითხველამდე. თუკი, ეცნობით ინფორმაციას და ის რეპუტაციულ წყაროში არაა გამოქვეყნებული, სჯობს, ნდობა თქვენთვისვე შეინახოთ.

იფხიზლეთ, გადაამოწმეთ, იყავით კრიტიკული. თუკი ადამიანის მოსაზრებას უსმენთ, ის განსწავლული და გამოცდილი უნდა იყოს ამ სფეროში. სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში რთულია თავი დავიცვათ არაკომპეტენტური ინფორმაციისგან, თუმცა, შეგვიძლია გამოვიმუშაოთ უნარები, რომლითაც სიმართლისა და სიყალბის გარჩევას შევძლებთ.

 

წყარო: HBR



რონალდუს ეფექტი: კოკა-კოლას აქციების ფასი ყოველდღიურად იკლებს

ფეხბურთის ლეგენდის საჩუქარი ჭადრაკის ლეგენდას!