in ,

8 გზა, რომლითაც CRM პროგრამული უზრუნველყოფა დაგეხმარებათ ბიზნესის ხარჯების შემცირებაში

თუ კომპანიაში ჯერ კიდევ ბეჭდავთ დოკუმენტებს ან ფანქრით აწერთ კომენტარებს, სასწრაფოდ შეწყვიტეთ და წაიკითხეთ სტატია, რომელიც მოგცემთ რამდენიმე მარტივ მიმართულებას, თუ როგორ გამოიყენოთ თანამედროვე მიდგომები თქვენი ბიზნესის უკეთ სამართავად.

CRM პროგრამული უზრუნველყოფა დაგეხმარებათ, გახდეთ მეტად ციფრული და შეამციროთ ხარჯები ოფისში.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მედია საკმაოდ აქტუალურია და თითქმის აღარ დარჩა კომპანია, რომელიც მას არ იყენებს, საოფისე სამსახურებმა ზედმეტ ქაღალდესა და ფურცლებზე მაინც ვერ თქვეს უარი. განსაკუთრებული მომსახურების მიწოდებისა და ლოიალური მომხმარებლების არსებობის მიზნით, აუცილებელია პროცესების ციფრული მენეჯმენტი. ის როგორც დროის, ისე ბიუჯეტის დაზოგვაში დაგეხმარებათ. უკუკავშირები კი უფრო სწრაფი და გამჭვირვალე იქნება. 

1. ამოცანების მენეჯმენტი

როდესაც დღის წესრიგში ბევრი ამოცანაა, რთულია, ყველაფრის დამახსოვრება. დაგეგმეთ თვენი აქტივობები ციფრული დღიურის მეშვეობით, გამოკვეთეთ რთული პრიორიტეტები და შეინახეთ ღია სივრცე გადაუდებელი ან მოულოდნელი ამოცანებისთვის. გამოიყენეთ ამისთვის სამენეჯმენტო პლატფორმები. ერთ-ერთი მაგალითია superoffice.

2. ჩაინიშნეთ ყველაფერი

შეგიძლიათ, გამოიყენოთ პლატფორმები შეხვედრების, ღონისძიებების დასაგეგმადაც. მნიშვნელოვანი შეხვედრით დაწყებული კოლეგის დაბადების დღით დამთავრებული, ყველაფერი კალენდარში შეინახეთ, რომ არ გამოგრჩეთ. ამ კალენდრების გაზიარებაც შეგიძლიათ თქვენი თანამშრომლებისთვის, რათა საერთო შეხვედრები არ გამოტოვოთ.

პ.ს. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პირადი საჭიროებისთვისაც შეგიძლიათ კალენდრის გამოყენება, ოღონდ ამ შემთხვევაში ის ყველასთვის არ უნდა იყოს ხილვადი.

3. მოერიდეთ ბეჭდვის ღილაკს

რა თქმა უნდა, არსებობს განსაკუთრებული საჭიროებები, როცა ფურცლების ბეჭდვა საჭიროა, თუმცა დღევანდელი საოფისე საქმიანობების უმეტესი ნაწილი ამას არ მოითხოვს. თქვენ შეგიძლიათ, გამოიყენოთ ციფრული სივრცეები დოკუმენტების დასაწერად, სხვისთვის გასაზიარებლად. მაგალითად, Google drive, superoffice და სხვა. ციფრულადვე გააფორმეთ ხელშეკრულებები და განიხილეთ გრაფიკული მასალები.

4. გააზიარეთ ელექტრონულად

გამოიყენეთ CRM სისტემა დოკუმენტებისა და ელფოსტის გასაზიარებლად. ყველა ინფორმაცია ერთ ადგილას გექნებათ განთავსებული. გარდა ამისა, თქვენ დაზოგავთ დროს, რომ არ მოგიწიოთ ელ.ფოსტის გაგზავნა, სადაც „მნიშვნელოვანი“ შეტყობინება შეიძლება დაიკარგოს ასობით სხვა ელფოსტაში. თუ თქვენ მუშაობთ გრაფიკულ მომწოდებლებთან ან სააგენტოებთან, სთხოვეთ მათაც იგივე გააკეთონ, მაგალითად, WeTransfer-ის ან FTP-ის საშუალებით.

5. გამოიყენეთ ელექტრონული შაბლონები

ბევრი ორგანიზაცია დიდ დროს ხარჯავს ინდივიდუალური შაბლონების შედგენაში გაყიდვების შეთავაზებებისთვის, რეკლამისთვის, მოსაწვევებისთვის და ა.შ. თუ ელექტრონულად ხელმისაწვდომი გახდებით პარტნიორი ორგანიზაციისთვის, თქვენ დაზოგავთ არა მხოლოდ დროს, არამედ ფულსაც. ამასთან, თითოეულ თანამშრომელს შეუძლია, ფოკუსირება მოახდინოს თავდაპირველ ამოცანაზე და არ უნდა დახარჯოს დრო ახალი შაბლონების „გამოგონებაში“. კიდევ ერთი სარგებელი არის ის, რომ უზრუნველყოთ ერთიანი პროფილი. მაგალითად, მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება გაყიდვების შეთავაზებებს, ნახავთ შაბლონის ბიბლიოთეკის მაგალითს SuperOffice CRM-დან.

6. მოხსენებები

რეპორტები, ანუ მოხსენებები თანამედროვე კომპანიის მუშაობის განუყოფელი ნაწილია. ბევრი გუნდი წვალობს ერთიანი რეპორტის შედგენისას სხვადასხვა მასალაში ქექვით. CRM სისტემები გვაძლევს შესაძლებლობას, ყველა ანგარიში ერთ სივრცეში მოვაქციოთ და ისე გავაკეთოთ მოხსენება.

7. საკონტაქტო ინფორმაცია

ოდესმე გამოგიყენებიათ საძიებო სისტემა კომპანიის საკონტაქტო ინფორმაციის მოსაძებნად ან შესულხართ კომპანიის ვებსაიტზე საკონტაქტო პირის მოსაძებნად? როდესაც კომპანიას არ აქვს საკონტაქტო ბაზა, ძალიან რთულია მასთან თანამშრომლობა. შეაგროვეთ პერსონალური მონაცემები ერთ სისტემაში და ამით თქვენც კმაყოფილი დარჩებით და ის ადამიანებიც, ვისაც თქვენთან თანამშრომლობა აქვს დაგეგმილი.

8. საფოსტო სიები

მარკეტერები გირჩევენ, დაიწყოთ საკუთარი სიის შექმნა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში უკეთესი კვალიფიკაციის მქონე და იაფი იქნება. დაამატეთ „რეგისტრაცია“ და call to action თქვენს ვებსაიტზე, მიიღეთ აბონენტები თქვენი ბლოგის ან სოციალური მედიის არხების მეშვეობით, ან შეაგროვეთ ელ.წერილები კონფერენციაზე.

შემდეგ დაამატეთ ეს კონტაქტები CRM მონაცემთა ბაზაში, რათა მოგვიანებით გააკეთოთ არჩევანი პირდაპირი გზავნილების გასაკეთებლად.

არის თუ არა სტრუქტურა შემოქმედებითობის საფუძველი?

მალე ჩინეთში რობოტაქსი მძღოლის გარეშე ივლის!