აუგმენტური, იგივე დამატებითი რეალობა (AR) სულ უფრო მრავალფეროვან ინტერპრეტაციას მოიცავს. თუმცა, რა იქნება, თუკი ინფორმაციას, ტექსტის წაკითხვის ნაცვლად, უბრალო სტიკერებიდან, აპლიკაციის საშუალებით მივიღებთ? აუგმენტური რეალობის ტექნოლგიით სტიკერების “გაცოცხლების” იდეა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს მოუვიდათ. ჩანაფიქრში ბიზნესის პოტენციალი დაინახეს და ერთი მხრივ, ბიზნესის ადმინისტრირების, მეორე მხრივ კი, დეველოპერული შესაძლებლობები გააერთიანეს. სტარტაპი, სახელწოდებით “კრობი” ერთი წლის განმავლობაში ემზადებოდა პროდუქტის მომხმარებლისთვის წარსადგენად. პროდუქტი კი, ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. სტარტაპის დამფუძნებლები პარალელურად სწავლობენ და მუშაობენ. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი, გელა კურტანიძე, რომელიც “კრობის” პროგრამულ უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი, სტარტაპისა და სწავლის პარალელურად, ერთ-ერთი პედიატრიული კლინიკის სისტემური ადმინისტრატორია. “კრობის” შესახებ ჩვენს კითხვებს სწორედ მან უპასუხა.
M: კონკრეტულად, რა არის თქვენი პროდუქტი?
აუგმენტური რეალობის საშუალებით, ჩვენი სტარტაპი ქმნის ახალი სახის სტიკერებს, რომლებსაც შეეძლებათ სხვადასხვა მოძრაობების განხორციელება 3D ფორმატში. პროდუქტი მუშაობს აპლიკაციის დახმარებით, რომელსაც ჰქვია CROB მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია მხოლოდ Android სისტემებზე, აპლიკაცია სხვა სისტემებისთვისაც მუშავდება.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/302673660396526/videos/339177203387027/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
M: როგორ ხედავთ AR სტიკერების გამოყენების შესაძლებლობას?
AR სტიკერების გამოყენება შეიძლება გარე რეკლამისთვის და ასევე, გართობისთვისაც (დღევანდელი თაობა ერთობა ძირითადად). რაც შეეხება კომპანიების გარე რეკლამას, დღესდღეობით, შემოიფარგლებიან ჩვეულებრივი ბანერებით და ბროშურებით, სადაც პატარა სიტყვით არის აღწერილი კომპანიის მიმართულება თუ პროდუქტი. ჩვენი პროდუქტის დახმარებით კი, ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება ვიდეო თუ 3D რგოლით გაიგოს ინფორმაცია ამა თუ იმ კომპანიის შესახებ. პროდუქტის ინოვაციურობა დააინტერესებს ნებისმიერ ადამიანს. შესაბამისად ჩვენ გვაქვს უსაზღვრო შესაძლებლობა ჩვენი პროდუქტის გამოყენებისა.
M: თქვენი წარმოდგენით, რა ტიპის მომხმარებელმა შეიძლება შეიძინოს თქვენი პროდუქცია?
ნებისმიერ კომპანიას შეეძლება ჩვენი პროდუქციის (სტიკერების) გამოყენება თავისი ნაწარმის რეკლამირებისთვის. ასევე, ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც, გართობის მიზნით.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/302673660396526/videos/1029337904122533/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
M: რა ეტაპები გაიარეთ გუნდის წევრებმა, სანამ ამ იდეამდე მიხვიდოდით?
ჩვენი გუნდი ერთი წელია, რაც მუშაობს AR-ზე. AR Sticker-ებს ვაწარმოებთ უკვე 3 თვის განმავლობაში. იდეა წამოვიდა ჩვეულებრივი სტიკერებიდან, რომლებსაც სხვადასხვა კომპანიები აწარმოებენ, ჩვენ ეს ყველაფერი გადავიყვანეთ ახალ ეტაპზე, იდეის სახით, შემდეგ კი განვახორციელეთ ჩვენი მიზნები და შევქმენით, პირველად მსოფლიო მასშტაბით, AR Sticker.
M: სახელი “კრობი” რას ნიშნავს და რა კავშირშია თქვენს საქმიანობასთან?
სახელწოდება “კრობი” წამოვიდა ჩვეულებრივი სიტყვა “მისაკრობიდან” და პირდაპირ აღნიშნავს და აღწერს ერთ სიტყვაში ჩვენი კომპანიის საქმიანობასა და მიმართულებას.
M: რითაა ეს სტარტაპ იდეა უშუალოდ თქვენი გუნდისთვის საინტერესო?
“კრობი” კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა შექმნეს. ჯგუფის წევრებს აქვთ განსხვავებული პროფესიები და მიმართულებები, რომლებიც ერთმანეთს ერწყმის და საშუალებას გვაძლევს გუნდური მუშაობით შევქმნათ ინოვაციური პროდუქტი, სამომავლოდ კი ჩვენი გუნდი არაერთ ინოვაციურ პროდუქტის დადებას აპირებს საქართველოს და ასევე მსოფლიო მასშტაბითაც, AR სტიკერების შექმნა კი პირველი ნაბიჯებია ჩვენი იდეის განვითარების.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი