in

CROCO Airways-ის პირდაპირი ფრენები გავლენიანი ამერიკული მედიის ყურადღების ცენტრში

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ამერიკულ გამოცემა New York Times-ის სტატიაში Croco Airways-ის პირდაპირი ფრენების შესახებ დაიწერა.

NY Times-მა ნაპოლის ქართველ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას, ვრცელი სტატია მიუძღვნა და იმაზეც ისაუბრა, რომ კვარას მატჩების სანახავად თბილისიდან ჩარტერული რეისით პირდაპირ ნეაპოლში ასობით ქართველი გულშემატკივარი ჩადის.

„ქართულმა კომპანიამ ნეაპოლის მიმართულებით ჩარტერული რეისების განხორციელებაც დაიწყო. ყოველ ჯერზე, როცა კვარაცხელია მოედანზე გადის ტრიბუნაზე საქართველოს დროშებით რამდენიმე ასეულ თანამემამულეს ხედავს“,წერია NY Times-ის სტატიაში.

ამასთანავე, Croco Airways-ის პირდაპირი ფრენების შესახებ ამერიკულ წამყვან სპორტულ ტელეკომპანია CBS Sport-შიც ისაუბრეს.

CBS Sport Golazo-ში ქართველი გულშემატკივრების ხვიჩა კვარაცხელიას დამოკიდებულებაზე ჰყვება და ამბობს, რომ სწორედ ქართველი ტალანტის გამო თბილისიდან ნეაპოლის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა, დიეგო არმანდო მარადონას სტადიონი კი სავსეა ქართული დროშებით.

„საოცარი ისტორიაა, საქართველოში არის კომპანია, რომელიც თბილისიდან ნეაპოლში ჩარტერულ რეისებს ახორციელებს. სწორედ ამიტომ, ყოველ ჯერზე, როდესაც ნაპოლის თამაშია ტრიბუნებზე ასობით ქართველს ვხედავთ, რომლებიც საქართველოს დროშას აფრიალებენ.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა თბილისიდან ნეაპოლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ხორციელდება. ეს ყველაფერი კი ქართველი ქომაგების ხვიჩა კვარაცხელიას მატჩზე დასასწრებად კეთდება“,ჰყვება CBS Sport Golazo-ს ჟურნალისტი მატეო ბონეტი.

ცნობისთვის, ნეაპოლის მიმართულებით პირდაპირი ფრენის ბილეთების ყიდვა Croco Airways-ის ვებგვერდზეა შესაძლებელი. კომპანია გულშემატკივრებს ავიაბილეთებთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის მატჩზე დასასწრებ ბილეთებს და სპორტულ ტურებსაც სთავაზობს.

[R]

Adobe-მ გენერაციულ AI-ზე დაფუძნებული პროგრამა წარადგინა

შესაძლოა, მარსის ქალაქების გასაშენებლად კარტოფილი და მტვერი გამოიყენონ