in

ტოჩინოშინი ოძეკია! – “კროკობეთის” კამპანია უსამართლობის წინააღმდეგ

დაახლოებით წელიწადნახევარია, რაც ქართული სპორტის ქომაგებში სუმო განსაკუთრებით პოპულარული გახდა. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართველ ფალავან ლევან გორგაძეს, იგივე ტოჩინოშინს, რომელმაც სუმოს სამყაროს საქართველო კიდევ უფრო უკეთესად გააცნო.

2018 წლის იანვარში, ჯერ კიდევ დასავლეთის მე-3 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ტოჩინოშინმა “იმპერატორის თასი“ 14:1-ზე დადებითი ბალანსით მოიგო. ის პირველი ქართველი და მესამე ევროპელი გახდა, ვინც ამ წარმატების მიღწევა მოახერხა. სუმოს განახლებულ რეიტინგში, ლევან გორგაძემ ოძეკის ტიტული მიიღო.

მას შემდეგ

სუმომ ბევრი ქართველის ყურადღება მიიქცია, რაც სოციალურ ქსელებში ნათლად ჩანს. ბაშოების მიმდინარეობისას, ქართველები ტოჩინოშინს გულმხურვალედ ქომაგობენ და მის თითოეულ ორთაბრძოლას დიდი მოლოდინით ხვდებიან. ლევანმა ხალხის სიყვარული ნამდვილად დაიმსახურა, რადგან კარიერის განმავლობაში, უამრავი ტრავმა მიიღო, რაც მის წინსვლას აფერხებდა.  ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, ქართველი ფალავანი არ დანებდა და მისი თავდადებაც დაფასდა.

როგორც “კროკობეთში” აცხადებენ, სპორტის მოყვარულები სუმოში აქტიურად ჩაერთნენ და ეს იმაშიც გამოიხატა, რომ მათ მებრძოლებზე ფსონების განთავსება აქტიურად დაიწყეს. გულშემატკივრების ინტერესებიდან გამომდინარე, კომპანია “კროკობეთმა“ მომხმარებლებს სუმოში სხვადასხვა პოზიციების არჩევა შესთავაზა, რამაც ბაშოს მსვლელობა კიდევ უფრო აზარტული გახადა. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, სუმოზე გაკეთებული ფსონების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა.

ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული წელიწადზე მეტ ხანს შეინარჩუნა და სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო, მარტის ბაშოზე დაკარგა. ლევან გორგაძე დაქვეითდა და სეკივაკე გახდა. იაპონურმა სუმოს ასოციაციამ ტოჩინოშინს პირობა წაუყენა: თუ ქართველი მაისის ბაშოზე 15-დან 10 ბრძოლას მაინც მოიგებს, ოძეკის ტიტულს დაიბრუნებს.

რა ხდებოდა ბაშოზე

ლევანი ბოლო ორი თვის განმავლობაში მუხლჩაუხრელად ემზადებოდა. ტოჩინოშინმა ტრავმები ნაწილობრივ მოიშუშა და ნაცუ ბაშოს კარგ ფორმაში შეხვდა. მან პირველი 7 ბრძოლა ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და შვიდივე მოიგო. მე-8 დღეს, ქართველმა ფალავანმა ენდოსთან დასანანი მარცხი იწვნია, მაგრამ ძალა მოიკრიბა და მომდევნო ორი ბრძოლაც მოიგო.

ბაშოზე 10-დღიანი ბრძოლის შემდეგ, ტოჩინოშინს მოგება/წაგების ბალანსი 9:1-ზე გაუხდა. ლევანს მიზნის მისაღწევად მხოლოდ ერთი მოგებაღა სჭირდებოდა. ოძეკის ტიტულის დაბრუნება რეალური გახდა და ლევანმა ბაშოს მოგების კარგი შანსიც მიიღო.

წაგება?!

სამწუხაროდ, ტოჩინოშინი აბისთან და მეისეისთან მომდევნო ბრძოლებში დამარცხდა. მისი ბალანსი 9:3-ზე გახდა და დადგა მე-13 დღე, როცა ქართველი ფალავანი დოჰიოზე ტურნირის საუკეთესო შედეგის მქონე ასანოიამას წინაშე წარსდგა. სუმოტორების მძლავრი ტაჩიაის შემდეგ, უკეთეს პოზიციაში აღმოჩენილმა ტოჩინოშინმა ასანოიამა წააქცია და გამარჯვება აღნიშნა. თავდაპირველად, მსაჯმა გუმბაი ქართველისკენ გაიშვირა, რაც ლევანის მოგების აღმნიშვნელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ შიმპანები შეიკრიბნენ და რამდენიმე წუთის განმავლობაში, საბოლოო დასკვნაზე თათბირობდნენ. გადაწყვეტილება გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა – მსაჯებმა ლევანს წაგება ჩაუთვალეს, რადგან მიიჩნიეს, რომ მან ქუსლი დოჰიოს მიღმა ასანოიამას დაცემამდე დადგა. ამგვარად, ტოჩინოშინის ბალანსი 9:4-ზე გახდა და ოძეკის ტიტულის დაბრუნება გადაიდო.

ტოჩინოშინი ოძეკია!

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა “კროკობეთი“, რომელმაც მსაჯების გადაწყვეტილება უსამართლოდ მიიჩნია და ტოჩინოშინს მოგება “ჩაუთვალა“. ეს ნიშნავს, რომ მოგება ჩაეთვალა ყველა იმ მომხმარებელს, რომელსაც ფსონი ტოჩინოშინის დღევანდელ გამარჯვებაზე, ან ოძეკის ტიტულის დაბრუნებაზე ჰქონდა განთავსებული. ამგვარად, “კროკობეთზე“ ტოჩინოშინი გამარჯვებულია და მწვანეა ყველა ის პოზიცია, რომელიც მის დღევანდელ ბრძოლას და ოძეკის ტიტულის დაბრუნებას ეხებოდა.

[R]

ანტიტერორისტული კონსტრუქცია ნიუ-იოკრში, რომელიც „საეჭვო“ მანქანებს შეაჩერებს

LEADx Change – აქსელერატორი ახალგაზრდა ლიდერებისთვის