in

კროკოსა და ნაპოლის შორის მემორანდუმი გაფორმდა

ქართულ კომპანია კროკობეთსა და საფეხბურთო კლუბ ნაპოლის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პრესკონფერენცია ქალაქ ნეაპოლში, კლუბის ბაზაზე ჩატარდა, სადაც კროკობეთისა და ნაპოლის წარმომადგენლებმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ნაპოლისთან თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. გავაფორმეთ მემორანდუმი იტალიურ გრანდთან, რაც საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო დავაახლოოთ ქართველი გულშემატკივარი და ნაპოლი ერთმანეთს. ამ მემორანდუმის ფარგლებში ქართველ გულშემატკივარს მივცემთ შესაძლებლობას დაესწრონ ნაპოლისა და, შესაბამისად, ხვიჩა კვარაცხელიას მატჩებს ქალაქ ნეაპოლში“, — განაცხადა კროკობეთის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი რომანაძემ.

„ჩვენთვის დიდი პატივია კროკობეთთან ურთიერთობა და ქართულ ბიზნესთან პარტნიორობა. ამ პარტნიორობის ფარგლებში კროკობეთს უფლება ეძლევა, ექსკლუზიურად გამოიყენოს და გაავრცელოს ჩვენი კლუბის ოფიციალური კონტენტი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოვიცვათ ისეთი ბაზარი, სადაც ამ დრომდე არ ვყოფილვართ. ამაყები ვართ ორი მიზეზით, ერთი იმიტომ, რომ ნაპოლის ახალი, ქართული ფანკლუბის ფორმირება ხდება და მეორე — ჩვენი მიზანია, კვარა, როგორც ჩვენი კლუბის მოთამაშე კიდევ უფრო კარგად გაიცნოს ყველამ“,ამბობს ნაპოლის საერთაშორისო განვითარების ხელმძღვანელი, ტომაზო ბიანკინი.

ცნობისთვის, კროკობეთის თანადგომით სულ მალე გამოვა ფილმი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ. ფილმის გადაღებები დასრულებულია და გულშემატკივარი მას ძალიან მალე იხილავს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ზაფხულში კროკობეთი ევროპის მასშტაბით ნაპოლის რეგიონალური ბეთინგ პარტნიორი გახდა. კომპანია ქართველ ფეხბურთის მოყვარულებს აძლევს უნიკალურ შანსს, უგულშემატკივროს ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლში. სხვადასხვა სახის აქტივობასთან ერთად, კროკობეთი ნეაპოლურ კლუბთან პარტნიორობის ფარგლებში ქართველ გულშემატკივარს მრავალ სიურპრიზს ჰპირდება. Croco.ge კი ფეხბურთის ქომაგებს არაერთ საინტერესო და ექსკლუზიურ მასალას შესთავაზებს.

[R]

YouTube Shorts-ზე ყიდვის ფუნქციების ტესტირებას იწყებენ

Belle Maison-ში კერამიკული ფილების მწარმოებელი იტალიური კომპანიის, “IRIS CERAMICA GROUP”-ის ექსკლუზიური შოურუმი გაიხსნა!