in ,

“ყველაზე სწრაფი გემბლინგ პლატფორმა” – რა სიახლეები აქვს “კროკობეთს”?

აზარტული თამაშების ქართულ ონლაინ ბაზარზე, დღესდღეობით, რამდენიმე კომპანია ოპერირებს. კონკურენციის ზრდის პარალელურად, გემბლინგ კომპანიები ცდილობენ სერვისების დახვეწასა და განვითარებას. “კროკობეთის” მარკეტინგის დირექტორი გიორგი რომანაძე მიიჩნევს, რომ მაღალი დონის მომსახურებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი, რასაც მომხმარებელი ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევს, ვებგვერდია. ონლაინ პლატფორმა უნდა იყოს სწრაფი, მოსახერხებელი და მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული. “კროკობეთის” გუნდმა სპორტული მიმართულების ახალ კონცეფციაზე მუშაობა ექვსი თვის წინ დაიწყო. როგორც გვიამბეს, სამუშაო პროცესში, დიზაინერებისა და დეველოპერების გარდა, აქტიურად ჩართეს ბუკმეკერებიცა და მომხმარებლებიც. ანალიზის შედეგად, განხორციელდა ძირეული ცვლილებები “კროკობეთის” პლატფორმაზე – სხვა სიახლეებთან ერთად, სრულად განახლდა სპორტის მიმართულება, შეიცვალა როგორც ვიზუალი, ასევე ფუნქციონალი, ხოლო თავად პლატფორმა მნიშვნელოვნად ასწრაფდა. რას მოუტანს ეს ცვლილებები მომხმარებელს და როგორ შეიცვალა “კროკობეთის” კონკურენტუნარიანობა გემბლინგ ბაზარზე, გიორგი რომანაძისგან შევიტყვეთ.

M: კონკრეტულად, რა შეიცვალა “კროკობეთის” პლატფორმაზე?

შეიცვალა მთლიანი საიტის დიზაინი, განსაკუთრებით, დიდი ცვლილებები მოხდა სპორტის მიმართულებაში, როგორც დიზაინში, ასევე ფუნქციონალში. Crocobet.com-ის ცვლილებებზე მუშაობა ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩვენ მაქსიმალურად გამოვიკვლიეთ მომხმარებლების მოთხოვნები, სურვილები და სწორედ ამის მიხედვით განვახორციელეთ ყველა ცვლილება, რათა მაქსიმალურად აღმოგვეფხვრა ყველა ხელისშემშლელი ფაქტორი. უფრო კონკრეტულად, „ცოცხალში“ თამაშების შეცვლა, ასევე გოლების, კუთხურებისა და ბარათების არჩევა, მიმდინარე და ქეშაუთ ბილეთების ნახვა გახდა ყველაზე მარტივი. გარდა ამისა, მომხმარებელზე მორგებული ახალი სპორტი ახლა უკვე უამრავ შესაძლებლობას იძლევა, რომ მოთამაშეებს გაუმარტივდეთ ბეთინგი. ხელმისაწვდომია All In ფუნქცია და საყვარელი ლიგების „დაფავორიტება“. ასევე, მომხმარებლებს შეუძლიათ თავად აირჩიონ სასურველი დიზაინი მენიუდან. კიდევ ერთი სიახლეა „მინი ცოცხალი“ – ყველაზე კომპაქტური და კომფორტული ფუნქციონალი. ყოველივე ამან, Crocobet.com აქცია ყველასგან გამორჩეულ, მომხმარებელზე მორგებულ და ყველაზე სწრაფ გემბლინგ პლატფორმად. საიტის ცვლილებასთან ერთად შევცვალეთ ლოგო, სლოგანი და მარკეტინგული სტრატეგიაც, რომლის გაუმჯობესებაც უკვე დავიწყეთ და მომხმარებლისთვის ძალიან მალე გახდება შესამჩნევი ეს ცვლილებები.

M: რა აქტივობებს ატარებთ მომხმარებლის წასახალისებლად?

ყველაზე კარგი გამოხმაურება აქვს სოციალურ მედიაში განთავსებულ ყოველდღიურ კონტენტს და ჩვენ მიერ შეთავაზებულ აქციებს. მომხმარებლების კმაყოფილების მიზნით, ყოველდღიურად გავცემთ უამრავ პრიზს, კერძოდ, თანხას, ფრიბეთებსა და ფრისპინებს. გვეამაყება, რომ აქციების რაოდენობა კროკობეთში უპრეცენდენტოდ მაღალია და ყველაზე მეტ სარგებელს მომხმარებლები სწორედ Crocobet.com-ზე იღებენ. დადებითი გამოხმაურება მოყვა უშუალოდ ახალ საიტსაც. მომხმარებელი აზრებს გვიზიარებდა ქოლ ცენტრსა და სოციალურ ქსელში. შეფასებების სრული უმრავლესობა იყო დადებითი. ასევე მივიღეთ რჩევები, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ ვებსაიტის ახალ ვერსიაში.

M: თქვენ ახსენეთ, რომ საიტი მნიშვნელოვნად სწრაფი გახდა. რითაა ეს მნიშვნელოვანი მომხმარებლისთვის?

ამ სფეროში სისწრაფე ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. მოთამაშეებისთვის ლაივ თამაშის დროს ყოველი წამი მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ,  Crocobet.com-ის გუნდმა დანერგა უპრეცედენტო სიახლე, ლაივ თამაშებზე ფსონის დადება, მაქსიმუმ, 3 წამშია შესაძლებელი. რაც შეეხება პრემატჩს, როგორც საიტის, ისე კონკრეტული თამაშების ჩატვირთვაც ძალიან სწრაფად მიმდინარეობს.

M: ამ ცვლილებების საფუძველზე, თქვენი შეფასებით, როგორ შეიცვლება “კროკობეთის” კონკურენტუნარიანობა?

ამ ძირეული ცვლილებების გატარებამდე, ჩვენ გვქონდა საკმაოდ ბევრი კონკურენტული უპირატესობა, რის ხარჯზეც ყოველთვიურად ვიზრდებოდით სტაბილურად, თუმცა ეს ჩვენთვის არ იყო დამაკმაყოფილებელი შესაბამისად გადავწყვიტეთ კიდევ უფრო მეტად ვყოფილიყავით ორიენტირებული მომხმარებელზე, კიდევ უფრო მეტი კომფორტი შეგვექმნა ჩვენი მომხმარებლებისთვის და ამიტომაც ჩავდეთ ამდენი რესურსი ამ ყველაფერში. რა თქმა უნდა, არ გვგონია, რომ ეს არის მაქსიმუმი, მუდმივად ვეცდებით, გავაუმჯობესოთ პროდუქტი და მრავალი სიახლე შევთავაზოთ მომხმარებელს. ეს ყველაფერი კი მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანი კომპანია და ვისწრაფოდეთ ექპონენციალური ზრდისკენ.

M: სამომავლო გეგმები…

ვფიქრობ, მთავარი ჩვენი თითოეული თანამშრომლის სულისკვეთება, საქმის სიყვარული და გუნდურობაა. ამჟამად კროკობეთში 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. მათი რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება და ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება ბევრი პროფესიონალი შეემატოს ჩვენს გუნდს. გარდა ამისა, კროკობეთში გამუდმებით ზრუნავენ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და მათი მოტივაციის გაზრდაზე, რაც გვეხმარება, რომ დღითიდღე გავძლიერდეთ და უფრო მეტი სიახლე შევთავაზოთ მომხმარებელს.

[R]

რას უნდა ველოდეთ Apple-ის 2019 წლის პირველი პრეზენტაციიდან – „შოუს დროა“

“რესპუბლიკაში” Jazzanova-სა და Super Flu-ს საღამო გაიმართება