in

როგორ წარმართა CrocoSquad-მა ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია

ციფრული სამყარო არასდროს ყოფილა ასეთი დინამიკური და მომთხოვნი. დღეს, ბიზნესის წარმატება პირდაპირ უკავშირდება მის ტექნოლოგიურ მზაობას – უნარს, სწრაფად მოერგოს ცვლილებებს და წინ გაუსწროს მომხმარებელთა მოლოდინებს.

CrocoSquad-ის მასშტაბური ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია არის ერთ-ერთი ყველაზე თამამი და მნიშვნელოვანი პროცესი კომპანიის განვითარების პროცესში – რადიკალური გადასვლა ტრადიციული, მონოლითური სისტემიდან თანამედროვე, სრულად ავტომატიზებულ, მიკროსერვისებზე დაფუძნებულ DevOps არქიტექტურაზე. სწორედ ამგვარი გააზრებული ნაბიჯი გადადგა CrocoSquad-მა და დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და წარმატებული ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია ქართულ ბაზარზე.

ირაკლი ღვინიანიძე

„პირველ რიგში, უნდა გაგვეაზრებინა, რომელი ტექნოლოგიური მიდგომა იქნებოდა ჩვენთვის საუკეთესო. ამიტომ, დავიწყეთ ბაზრის ღრმა კვლევით, სხვა კომპანიების გამოცდილების შესწავლით და, რა თქმა უნდა, საკუთარი გუნდის მოსაზრებების გათვალისწინებით,“ – აღნიშნავს ირაკლი ღვინიანიძე, CrocoSquad-ის Site Reliability Team Lead.

განვითარების ახალ ეტაპზე, CrocoSquad-მა მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება – დაენერგა მიკროსერვისებზე დაფუძნებული არქიტექტურა Kubernetes-ისა და GitOps-ის გამოყენებით. ეს ტექნოლოგიური გადასვლა გულისხმობდა სერვისების დანაწილებას პატარა, დამოუკიდებელ კომპონენტებად, რომელთა განვითარება და განახლება ერთმანეთზე გავლენის გარეშეა შესაძლებელი.

თანამედროვე DevOps პრაქტიკების დანერგვით, Kubernetes-მა უზრუნველყო აპლიკაციების დინამიკური მასშტაბირება და მარტივი მონიტორინგი, ხოლო GitOps პრინციპებმა (Argo CD) პროცესი გახადა უფრო გამჭვირვალე და უსაფრთხო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ინფრასტრუქტურის კოდის სახით მართვის (Infrastructure as Code) დანერგვა, რამაც საოპერაციო სტაბილურობა და ვერსიების ეფექტური მართვა უზრუნველყო.

დღეს CrocoSquad-ის ინფრასტრუქტურაში არსებული 100-ზე მეტი მიკროსერვისი უზრუნველყოფს შთამბეჭდავ შედეგებს: ავტომატიზებული CI/CD პროცესების დახმარებით, განახლებების დრო საათებიდან წუთებამდე შემცირდა. ასევე, თანამედროვე მონიტორინგისა და ალერტინგის სისტემები უზრუნველყოფს პრობლემების რეალურ დროში აღმოჩენას, ხოლო მინიმუმამდეა დაყვანილი Downtime-ი და ოპერაციული რისკები.

ამ დიდი ტრანსფორმაციის უკან დგას გუნდი, რომელსაც სწამს, რომ ტექნოლოგიები არა თვითმიზანი, არამედ მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების შექმნის საშუალებაა. ამ პროცესის დეტალებსა და შედეგებზე ირაკლი ღვინიანიძე გვესაუბრა.

M: ირაკლი, რატომ გადაწყვიტა CrocoSquad-მა მიკრო სერვისულ სამყაროში გადასვლა?

როდესაც კომპანია სწრაფად იზრდება, ხვდები, რომ ის სისტემები, რომლებიც წლების წინ იდეალურად მუშაობდნენ, უკვე ვეღარ პასუხობენ ახალ გამოწვევებს. CrocoSquad-ის შემთხვევაში, მონოლითური არქიტექტურა, რომელიც თავდაპირველად გვქონდა, ბიზნესის საწყის ეტაპზე სავსებით გამართლებული იყო. მაგრამ ზრდასთან ერთად ვიწყებდით შეფერხებებს – ახალი ფუნქციონალის დამატებას კვირები და ზოგჯერ თვეებიც კი სჭირდებოდა, განახლებებისა და გაუმართაობის აღმოფხვრის პროცესი კი მეტად სარისკო ხდებოდა.

ერთი მხრივ, მომხმარებლები ითხოვდნენ უფრო სწრაფ, უფრო სტაბილურ სერვისს, მეორე მხრივ კი, ჩვენი ტექნიკური რეალობა სულ უფრო მეტად გვზღუდავდა. ამიტომ, გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურის ფუნდამენტური გადახედვა არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ სტრატეგიული არჩევანიც იყო.

როგორც ამბობენ, DevOps-ის გუნდი თანამედროვე ციფრული პროდუქტების განვითარებაში კრიტიკულ როლს ასრულებს – სწორედ ამ ჯგუფზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად, მოქნილად და უსაფრთხოდ მიეწოდება სერვისი მომხმარებელს. CrocoSquad-მა დროულად გააცნობიერა ეს და წამოიწყო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი გარდაქმნა.

M: როგორ წარიმართა ტრანსფორმაცია?

გუნდმა შეძლო სწრაფად მოერგო ახალ გარემოს და ემუშავა ისეთ ინსტრუმენტებთან, როგორიცაა Kubernetes, Argo CD, Terraform და სხვა.

შევარჩიეთ მიკროსერვისებზე დაფუძნებული არქიტექტურა, რომელიც Kubernetes-ისა და GitOps პრინციპების დახმარებით უნდა აგვეწყო. ეს არჩევანი ემყარებოდა სამ ძირითად პრინციპს: მოქნილობა, მასშტაბირებადობა და სტაბილურობა.

შემდგომ ეტაპზე უკვე დაიწყო რეალური ტრანსფორმაცია. ეს არ ყოფილა უბრალოდ ტექნოლოგიების შეცვლა – საჭირო გახდა გუნდის სრული გადამზადება, ახალი უნარების განვითარება და მუშაობის მეთოდების გადახედვა. პარალელურად კი, არსებული სერვისების მიგრაცია ახალ სისტემაზე.

Kubernetes-მა გუნდს საშუალება მისცა, რომ თითოეული აპლიკაცია დამოუკიდებელ კონტეინერებში განეთავსებინა, რაც უზრუნველყოფდა კომპონენტების იზოლირებულად მუშაობას და მინიმალური ზეგავლენით განახლებას. GitOps-ის დანერგვამ პროცესები გამჭვირვალე, ავტომატიზებული და მეტად უსაფრთხო გახადა. ავტომატური CI/CD pipeline-ების მეშვეობით განახლებების დრო საათებიდან წუთებამდე შემცირდა.

M: რა შედეგი მოიტანა ამ ცვლილებებმა?

დღეს, Croco-ს ინფრასტრუქტურაში წარმატებით მუშაობს 100-ზე მეტი დამოუკიდებელი მიკროსერვისი. ეს კომპანიას აძლევს საშუალებას, სწრაფად განაახლოს სისტემები, შექმნას ახალი შესაძლებლობები და სწრაფად უპასუხოს მომხმარებელთა მოთხოვნებს.

თანამედროვე მონიტორინგისა და ალერტინგის სისტემები გუნდს რეალურ დროში აწვდის ინფორმაციას ნებისმიერი ცვლილების ან გაუმართაობის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის რეაგირების სისწრაფეს და ამცირებს ბიზნესისთვის კრიტიკულ დროებს.

ტექნოლოგიურმა ტრანსფორმაციამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა IT სისტემების პროდუქტიულობა, უსაფრთხოება და ბიზნესის უწყვეტობის მაჩვენებლები (SLA, RTO, RPO), რაც ნიშნავს – Croco-ს შეუძლია მომხმარებლებს შესთავაზოს უფრო სწრაფი, სანდო და დაცული ციფრული გამოცდილება.

დღეს, Croco  ტექნოლოგიური ინოვაციების, მოქნილი არქიტექტურის და ძლიერი DevOps გუნდის წყალობით ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და კონკურენტუნარიანი კომპანიაა საქართველოში. ეს მხოლოდ დასაწყისია – გუნდი მუდმივად ცდილობს შექმნას ახალი, განავითაროს არსებული და ყოველდღე გაუწიოს მომხმარებელს ის სერვისი, რაც არამარტო პასუხობს მის მოლოდინს, არამედ აღემატება კიდეც.

[R]

საუკეთესო დრო PLUS ბარათის ასაღებად – გაიგე მეტი შეთავაზებების, ფასდაკლებებისა და გათამაშებების შესახებ

გადადგით ნაბიჯი მომავლისკენ Dreame-თან ერთად – ინოვაციური ფუნქციონალის მქონე მტვერსასრუტები უკვე საქართველოში!