ცნობილი „კროქსები“, როგორც ჩანს, მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. ნიუ იორკის ქუჩის სტილის მიმდევრებისთვის ახალი ჰიტი უკვე მზადაა – 14 ივნისიდან, არც მეტი არც ნაკლები, წინდებიანი „კროქსები“ გაიყიდება.
ახალი, საქორწილო მოდელი Alife-თან კოლაბორაციით შეიქმნა. თეთრი ფეხსაცმელი და ლურჯ-წითელ ზოლებანი თეთრი წინდა – ლიმიტირებული კოლექცია ამ კომბინაციით გამოვიდა.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები უწოდებენ, სეზონის ახალი ჰიტი $ 140 ეღირება და ნიუ იორკის გარდა, ბრენდის სხვა პროდუქციის მსგავსად, ინტერნეტითაც გაიყიდება.