Canon თავისი აპარატების ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად ვიდეოს გადაღების მაღალ ხარისხს მიიჩნევს. ამ ფაქტის კიდევ ერთხელ წარმოსაჩენად, ბრენდმა უჩვეულო კამპანია შექმნა, რომელშიც მონაწილეობას პარკურის გუნდ Storror-ის წევრები იღებენ. ევროპიდან აზიაში წარმოუდგენელი ნახტომებით – სტამბოლის ისტორიულ ქუჩებში სწორედ ამ შთამბეჭდავ კადრებს აფიქსირებდა Canon-ის ფოტოაპარატი.