in

Crossover ტიპის 10 საუკეთესო მანქანა

მცირე ზომის SUV-ები, რომელთაც კროსოვერებსაც უწოდებენ ხოლმე, ავტომწარმოებლებისთვის კარგ ბიზნეს წყაროს წარმოადგენს. მოდელების უმეტესობა დაფუძნებულია სუპერმინის აგებულებაზე, თუმცა დამატებული აქვს მართვის გაუმჯობესებული ხარისხი და მოქნილობა. დაბალი ხარჯებისა და მეტი სივრცის ეს კომბინაცია საშუალებას აძლევს ამ პატარა SUV-ებს, არა მხოლოდ მიმზიდველი იყოს როგორც სუპერმინის ალტერნატივა, არამედ კონკურენციაც გაუწიოს ტრადიციულ საოჯახო მანქანებს.

წარმოგიდგენთ ავტოექსპერტების მიერ 2022 წელს შერჩეულ ათეულს, რომელშიც თავი საუკეთესო კროსოვერებმა მოიყარეს:

Skoda Kamiq

Kamiq შეიძლება Skoda-ს ყველაზე პატარა SUV-ია, მაგრამ ის არის ფართო, პრაქტიკული და აღჭურვილია ეფექტური, გამოცდილი ძრავით. მისი მექანიკა რაღაც მხრივ წააგავს Volkswagen T-Cross-სა და SEAT Arona-ს, მაგრამ ბიუჯეტის მხრივ, უფრო ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის.

მას აქვს შესანიშნავი საინფორმაციო-გასართობი სისტემა, რომელიც შესანიშნავად ერწყმის Skoda-ს ვირტუალურ სალონის ეკრანს. მის მოდელებს აქვს Android Auto და უკაბელო Apple CarPlay ფუნქციონალებიც.

Kia Niro

უახლესი Kia Niro თავისივე პირველი მოდელისგან იღებს გარკვეულ ელემენტებს, როგორებიცაა: ელექტრიფიკაციის ვარიანტები და სალონის სივრცე. Auto Express New Car Awards-ზე მან საუკეთესო პატარა SUV-ის ტიტული მოიპოვა.

Niro-ს სამი ვარიაციაა ხელმისაწვდომი – ჰიბრიდული, ჰიბრიდი დამტენით და სრულად ელექტრო მოდელი – და თითოეულს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეფექტურობა, სამუშაო ხარჯები და მგზავრობის ხარისხი.

Renault Captur

Captur არის თანამედროვე და კომფორტული SUV, რომელმაც ბევრისთვის პირველ ადგილს იკავებს ამ კატეგორიაში. მას აქვს დახვეწილი დიზაინი, განსაკუთრებით ინტერიერი, ასევე კარგი აღჭურვილობა მძღოლისთვისაც და მგზავრისთვისაც. ის მუშაობს ბენზინისა და დიზელის ძრავებზე და საკმაოდ ეკონომიურია, რაც მას კიდევ უფრო მაღარ ქულას უწერს.

Ford Puma

Ford Puma დაფუძნებულია Fiesta supermini-ს პლატფორმაზე. ბრენდმა დიდი ძალისხმევა დახარჯა იმაზე, რომ მისი ახალი SUV შეესაბამებოდეს ორიგინალური მანქანის სპორტულ მემკვიდრეობას. ის რაღაცით წააგავს Fiesta-ს, თუმცა არის უფრო გლუვი, მაღალი ხარისხის გადაცემათა კოლოფით, აქვს დახვეწილი საჭე.

Kia Soul EV

სიაში კიდევ ერთი Kia ხვდება. ის გთავაზობთ შესანიშნავ წარმადობას, კომფორტულ სალონსა და ტექნოლოგიურად ძლიერ ავტომობილს. არის საკმაოდ პრაქტიკული, აქვს დიდი ტევადობა, ეკეცება უკანა სავარძლები და შეგიძლიათ საბარგულის ძირიც ჩამოწიოთ ადგილის გასათავისუფლებად. ერთი სიტყვით სივრცე ეყოფა ყველანაირი ტიპის მგზავრებს: მაღლებს, დაბლებს, ბავშვებს და სხვა. ეს არის ავტომობილი, რომლის სალონშიც ფეხებსაც თავისუფლად გაშლით და თავსაც არაფერს მიარტყამთ.

Toyota Yaris Cross

ამ მანქანას აქვს ჰიბრიდული გადაცემათა კოლოფი, 114 ცხენის ძალა, 1.5 ლიტრიანი ძრავა. სალონში რომ შეიხედავთ, მიხვდებით, რომ ის კარგად გამოადგება და დაიტევს დიდ ოჯახს. მართალია, უკანა სავარძლები უფრო ბავშვებისთვისაა შესაფერისი, ვიდრე უფროსებისთვის, მაგრამ საერთო ჯამში, მისი სივრცე მაინც კომფორტული და ტევადია. საბარგულშიც საკმაო რაოდენობის ადგილია. 

გარდა ამისა, ისაა საკმაოდ კომპაქტური. ადვილად შეძლებთ მის დაპარკინგებას, მარტივად მანევრირებს კუთხეებში. 

Volkswagen T-Cross

Volkswagen-ის შეთავაზება მცირე SUV-ების კლასში ერთ-ერთი საუკეთესოა. T-Cross ძირითადად ჰგავს Skoda Kamiq-ს, მაგრამ ცოტა მეტი სტილურობა შემოაქვს თავის ჩეხ ბიძაშვილთან შედარებით.

თუ გსურთ VW ჯგუფის MQB A0 პლატფორმის ყველა უპირატესობა გამოსცადოთ, T-Cross შესანიშნავი არჩევანია. ის არის მოქნილი, ეკონომიური და, რაც მთავარია, ძლიერი. აქვს მსუბუქი საჭე, რომელიც შესანიშნავია ქალაქში სამართავად და მჭირდო ადგილებისთვის. როდესაც ამ ავტომობილს მართავთ, არ იღლებით, ის საშუალებას გაძლევთ, თქვენი მგზავრობა სასიამოვნო გამოცდილებად იქცეს ყოველ ჯერზე.

Peugeot 2008

ბრენდის გამორჩეული SUV-ებია 3008 და 5008, მაგრამ მათი პატარა დედმამიშვილიც არაფრით ჩამოუვარდება. ის არის სრულად ელექტრო ვერსია და განსაკუთრებით გამოირჩევა კონკურენტებისგან. მართალია, ზემოთ ჩამოთვლილ მაგალითებთან შედარებით შეიძლება უფრო ძვირიანი მოგეჩვენოთ, მაგრამ დახვეწილი დიზაინისა და ყველა სხვა მახასიათებლის გამო მასში ფულის გადახდა ნამდვილად ღირს. 

Citroen C3 Aircross

Citroen-ს უყვარს საქმის ხარისხიანად კეთება და არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი. ას აქვს ძლიერი ძრავა, მერყეობს სპორტულობასა და კლასიკურ კროსოვერს შორის, თუმცა, ტრადიციულად, რჩება დახვეწილ და კომფორტულ მანქანად. 

Dacia Duster

Dacia-მ სწრაფად მოიპოვა პოზიტიური რეპუტაცია დიდ ბრიტანეთში თავისი დაბალი ფასებით. ეს არის რუმინული ბრენდი, რომელიც გთავაზობთ ფასეულობების ნაკრებს. 

ეს არის საშუალო ზომის SUV, ჭეშმარიტად ქმედუნარიანი გამავლობის მანქანა, რომელიც მოეწონებათ მათ, ვისაც სურს, რომ  მანქანა გაუმკლავდეს ფერმის ტრასებს, ცუდ ამინდს ან თუნდაც, მინდვრებზე სიარულს. შეგიძლიათ თავისუფლად ანდოთ თქვენი მგზავრობა ამ მოდელს.

რატომ ვგლოვობთ ცნობილ ადამიანებს, რომლებსაც რეალურად არ ვიცნობთ? — ფსიქოლოგების პასუხი

Ghibli Park ანიმაციური სამყაროს სიურრეალისტურ გარემოს აცოცხლებს