in

CROSTY უკრაინის მხარდასაჭერად – ქართულმა ბრენდმა უკრაინელ ხალხს თავისი პროდუქტი გაუგზავნა

პრემიუმ ფეხსაცმლის ქართული ბრენდი CROSTY შეუერთდა უკრაინის მხარდამჭერ მოძრაობას და 15 მარტს 150 000 ლარის ღირებულების პროდუქტი გაგზავნა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად .

ბრენდი 2015 წელს ძმებმა, შოთა და გიორგი მიქაიებმა დააარსეს. რუსეთთან საქართველოს მრავალწლიან ბრძოლაში, ყველაზე მეტად, სწორედ ძმების მშობლიური რეგიონი – აფხაზეთი დაზარალდა. მათ კარგად იციან, რომ ცხოვრობდე საქართველოში – ნიშნავს იცოდე მუდმივი ბრძოლის ფასი თავისუფლებისთვის.

ახლა სწორედ ამ, ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებისთვის, თავისუფლებისთვის იბრძვის უკრაინელი ხალხი, ჩვენი ვალდებულებაა მათ გვერდით ვიყოთ ამ ბრძოლაში, მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ მათ, გამარჯვებამდე!”, – ამბობენ ბრენდში.

[პარტნიორის კონტენტი]

Gallery Artbeat-მა უკრაინისადმი მხარდაჭერა საერთაშორისო ხელოვნების გამოფენაზე გამოხატა

როგორ განვსაზღვროთ KPI მარკეტინგში?