in

საქართველოში Crowdfunding ასოციაციას მარიამ მიროტაძე უხელმძღვანელებს

ცოტა ხნის წინ საქართველოში ქრაუდფანდინგ ასოციაცია დაფუძნდა, რომლის მიზანს და საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ქრაუდფანდინგ ეკოსისტემის შექმნა, განვითარება და მისი როლის გაძლიერება; მათ შორის რეგულირება და მმართველობა ციფრულ ფინანსებში;

როგორც ასოციაციის დამფუძნებელი, მარიამ მიროტაძე აღნიშნავს — Crowdfunding ეს არის ახალი შესაძლებლობა და ალტერნატიული დაფინანსების მოდელი, რომელიც ამასთანავე მზარდი და იმედის მომცემი მექანიზმია ჩვენი ქვეყნისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ ინდუსტრიის საერთო ჯამური მოცულობა, სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემზე დაყრდნობით, 2027 წლისთვის 1.29 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.

ვის შეუძლია აღნიშნული მექანიზმის გამოყენებით ფინანსების მოზიდვა?

აღნიშნული მექანიზმის გამოყენებით შესაძლებელი ხდება სტარტაპების, სოციალური საწარმოებისა და  სოციალური პროექტების დაფინანსება.

არსებობს ქრაუდფანდინგის რამდენიმე მოდელი, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: ჯილდოზე დაფუძნებული, წილზე დაფუძნებული, სესხზე დაფუძნებული და ქველმოქმედებაზე, ანუ დონაციაზე დაფუძნებული. ასოციაცია სწორედ ამ მოდელების დანერგვასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.

რა მიმართულებით იმუშავებს ასოციაცია?

ასოციაციის მთავარი მიზანი იქნება შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან ერთად ინდუსტრიის განვითარება და მისთვის საჭირო მექანიზმების დანერგვა. დარგში მოღვაწე დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციის გაერთიანება, ქრაუდფანდინგის მექანიზმის ერთად განვითარების მიზნით; ქრაუდფანდინგ პლატფორმებს შორის თანამშრომლობა, კომუნიკაცია და მათი განვითარება;

ასოციაციის საქმიანობის მთავარ გამოწვევად დარჩება საზოგადოებაში ქრაუდფანდინგის შესახებ ცნობადობისა და  განათლების დონის ამაღლება, რათა მაქსიმალურად ბევრი ადამიანისა და ინვესტორის დაინტერესება მოხდეს. ასევე, ასოციაცია იმუშავებს საკანონმდებლო ინიციატივაზე, რა მიმართულებითაც ჩვენი მხრიდან გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია.

ქრაუდფანდინგის მექანიზმით  დაინტერესებულ  ორგანიზაციებს, სტარტაპებს, იდეის ავტორებსა  და ინვესტორებს კი  ასოციაცია სთავაზობს შემდეგ სერვისებს:

  1. საკონსულტაციო/სატრენინგო მომსახურების გაწევა ქრაუდფანდინგ კამპანიების დაგეგმვაში;
  2. ქრაუდფანდინგ სტრატეგიის შექმნა;
  3. უცხოელი ინვესტორების დაინტერესება და მოზიდვა;

რამდენიმე კარგი სიახლე უკვე გაქვთ საერთაშორისო პარტნიორებთან მიმართებით. მოგვიყევით მეტი ამ სიახლეების შესახებ

საერთაშორისო დონორებთან ერთად ასოციაცია 2023 წლიდან განახორციელებს რამდენიმე დიდ პროგრამას, მათ შორის შეიქმნება ახალი, უნიკალური პლატფორმა,  რომლის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შემდეგი წლის დასაწყისში, ასოციაციის პრეზენტაციაზე გავაჟღერებთ.

 

5 კითხვა, რომელიც ბიზნეს ლიდერებმა დღეს უნდა დასვან

Betterfly: 2022 წლის შეჯამება