in

Crowdstrike ბოდიშს 10-დოლარიანი სასაჩუქრე ბარათით იხდის

თუმცა ბარათი არ აქტიურდება…

Crowdstrike-ში მომხდარი უპრეცედენტო IT შეფერხება აქტუალობას არ კარგავს, რაც ბუნებრივია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ ამბავმა Windows-ის 8.5 მილიონ მოწყობილობაზე იმოქმედა… ახლა კი ვიგებთ, რომ ბოდიშის მოხდის მიზნით კიბერუსაფრთხოების კომპანია პარტნიორებს Uber Eats-ის 10-დოლარიან სასაჩუქრე ბარათს სთავაზობს! ასე იმიტომ იქცევიან, რომ კომპანია იაზრებს იმ დამატებითი შრომის ფასს, რომლის გაწევაც 19 ივლისს მოუწია პარტნიორებს პრობლემის გამოსასწორებლად… 

და ამისთვის, ჩვენ გულწრფელ მადლობას და ბოდიშს ვუგზავნით მათ… მადლიერების გამოსახატავად, თქვენი შემდგომი ფინჯანი ყავა ან გვიანი ხემსი ჩვენზე იყოს — ვკითხულობთ Crowdstrike-ის ელ.ფოსტაში, რომელიც პარტნიორებს გაუგზავნეს და როგორღაც X-ზეც გავრცელდა:

თუმცა ასევე ვეცნობით საჯარო პოსტებს იმის შესახებ, რომ სასაჩუქრე ბარათი არ აქტიურდება, Error-ის შეტყობინება ვარდება, რომელიც ვაუჩერის გამოყენებაში ხელს გვიშლის. საიტზე ძირითადად შემდგომი ფრაზა იკითხება: Gift Card has been canceled by the issuing party and is no longer valid.

ამ ფაქტის გამო ინფორმაცია Crowdstrike-ში გადაამოწმეს. კომპანიის სპიკერმა კევინ ბენაჩიმ დაადასტურა, რომ სასაჩუქრე ბარათები გაგზავნეს:

ჩვენ ნამდვილად გავუგზავნეთ გუნდის წევრებსა და პარტნიორებს, რომლებიც ამ სიტუაციის გამოსწორებაში ეხმარებოდნენ მომხმარებლებს. Uber-მა კი სასაჩუქრე ვაუჩერის გამოყენების მაღალი მაჩვენებლების გამო ყალბად მიიჩნია, — განმარტავს ბენაჩი.

სიურრეალისტური სიუჟეტი KFC-ის ახალ რეკლამაში

როგორ დავძლიოთ იმპოსტერის სინდრომი?