გასულ პარასკევს მსოფლიოში უპრეცედენტო IT შეფერხების მომსწრენი გავხდით, ახლა კი Microsoft-ისგან ვიგებთ, რომ ამან 8.5 მილიონ Windows მოწყობილობაზე იმოქმედა მთელი მსოფლიოს მასშტაბით!
შეფერხება კიბერუსაფრთხოების კომპანია CrowdStrike-ს მიეწერება, რომელმაც შემთხვევით თავის უდიდეს მონაცემთა ბაზას დაზიანებული პროგრამული განახლება გადაუგზავნა. Microsoft, რომელიც მომხმარებლებს საწყის მდგომარეობაში დაბრუნებაში ეხმარებოდა, ამბობს, რომ ამ ამბავმა გლობალურად არსებული Windows მოწყობილობების 1%-ზე ნაკლებზე იმოქმედა. მიუხედავად, მცირე პროცენტული მაჩვენებლისა, ეკონომიკური და სოციალური გავლენა უდიდესი იყო. თანაც CrowdStrike-ის მომხმარებლების უმეტესობას მეწარმეები წარმოადგენენ, რომლებიც მოსახლეობას კრიტიკულად მნიშვნელოვანი მომსახურებებით უზრუნველყოფენ.
მართალია, პროგრამულ განახლებებს ხშირად ახლავს რაღაც შეფერხებები, მაგრამ ის, რაც CrowdStrike-ს დაემართა, საკმაოდ იშვიათია. ამბობენ, რომ ეს ინციდენტი ხაზს უსვამს ფართო ეკოსისტემის ურთიერთდაკავშირებულ ბუნებას, რომელიც მოიცავს გლობალურ პროვაიდერებს, პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმებს, უსაფრთხოების მომწოდებლებსა და მომხმარებლებს. თუმცა იმასაც შეგვახსენებს, თუ როგორ შეგვიძლია ვისწავლოთ, გავაუმჯობესოთ და გამოვასწოროთ სიტუაცია ერთად მუშაობით…