სასტუმრო Crowne Plaza Borjomi მდებარეობს ბორჯომის შუაგულში, თვალწარმტაც ბალნეოლოგიურ საკურორტო ქალაქში, რომელიც ცნობილია თავისი არტეზიული ბუნებრივი წყლებით. მისი მდებარეობა – ბორჯომის პარკის მახლობლად, ბარათაშვილის ქუჩაზე – მშვენიერია, როგორც დამსვენებლების, ისე საქმიანი მიზნით მოგზაურთა მისაღებად.
სასტუმრო მიმდინარე წლის ზაფხულში გაიხსნება. Crowne Plaza Hotels & Resorts-ის დინამიკური, მაღალი კლასის ბრენდი IHG-ის გლობალური პორტფოლიოს შემადგენელია. იგი მსოფლიოს 65 ქვეყანაშია წარმოდგენილი – ურბანულ ცენტრებში, მოშორებულ ქალაქებსა და გამაჯანსაღებელ კურორტებში. Crowne Plaza მსოფლიოში მეოთხე უდიდესი და ყველაზე სწრაფად განვითარებადი ბრენდია, მაღალი კლასის, სრული მომსახურების სასტუმრო ბრენდებს შორის, შესაბამისად, ის კარგი საფუძველია სამომავლო ზრდისათვის. 2003 წლის შემდეგ პორტფოლიო თითქმის გაორმაგდა, სასტუმროების რიცხვმა 400-ს მიაღწია, საერთაშორისოდ კი ოთხჯერ გაიზარდა წარმომადგენლობა – 100 სასტუმრომდე.
“Crowne Plaza-ს სასტუმროებში ჩვენ ხელს ვუწყობთ სტუმრებს, თავი ენერგიულად და პროდუქტიულად იგრძნონ. ჩვენი Sleep Advantage Program-ი უზრუნველყოფს სტუმართა საუკეთესო დასვენებას, რათა მომდევნო დღეს ძალ-ღონით სავსენი შეეგებონ.” – ამბობს Crowne Plazza-ს წარმოამდგენელი.
Crowne Plaza Borjomi პირველი სასტუმროა საქართველოში Crowne Plaza-ს ბრენდის ქოლგის ქვეშ და მეორე IHG-ის პორტფოლიოს ბრენდებიდან.
101-ნომრიანი სასტუმრო ძალიან მოხერხებულადაა განლაგებული ბორჯომის ცნობილი პარკიდან ფეხით რამდენიმე წუთის სავალზე. პატარა მდინარესა და გორაკებს შორის, საკუთარ დაცულ ტერიტორიაზე მყუდროდ მოკალათებული ნაგებობა შორსაა გადატვირთული ქუჩებისგან. იგი ზედგამოჭრილია მათთვის, ვისაც სურს დაისვენოს, ძალ-ღონე აღიდგინოს, ან წყნარ გარემოში ჩაატაროს საქმიანი შეხვედრა.
შენობის არქიტექტურა და გარეგნული იერი იდეალურად ერწყმის ბუნებრივ გარემოს, რომლითაც შემოსაზღვრულია. ბევრისთვისაა შესამჩნევი მისი მსგავსება ალპური თუ ამსტერდამული სახლების უნიკალურ, მომხიბლავ მახასიათებლებთან.
სასტუმრო გამოირჩევა ინტერიერის თანამედროვე დიზაინით, თუმცა მკაფიოა ნოსტალგიური მინიშნება, განსაკუთრებულ სიყვარულზე ელეგანტური სიძველეების მიმართ. უჩვეულო მოხაზულობისა და განსხვავებული მოცულობის თანამედროვე სასტუმრო ოთახები, ტერასაზე განლაგებული კაფე, ორი რესტორანი, ბარი და ღვინის ბარი, საკლუბო ლაუნჯი და სავარჯიშო დარბაზი მოხდენილადაა კომბინირებული ექსკლუზიურ გამაჯანსაღებელ სპა-ცენტრთან (2400 კვ.მ.), რომელიც სტუმრებს სთავაზობს საცურაო აუზის, ჯაკუზის, საუნისა და სხვა დასასვენებელი სივრცეების მომსახურებას, აგრეთვე სამკურნალო-გამაჯანსაღებელ და ბალნეოლოგიურ პროცედურებს, რომლებიც ყველა განსხვავებულ გემოვნებასა თუ ინდივიდუალურ საჭიროებას ზედმიწევნით დააკმაყოფილებს.
ყველაზე ახალგაზრდა დამსვენებლებს სასტუმრო სთავაზობს ორსართულიან სათამაშო ოთახს და სპეციალურ საბავშვო მენიუს.
სტუმრების განკარგულებაშია 6 საკონფერენციო დარბაზი. სასტუმროში მოქმედებს Crowne Plaza-ს საუკეთესოდ დაგეგმილი საქმიანი შეხვედრების პროგრამა. შეხვედრებისა და წვეულებების ორგანიზატორებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია Crowne Plaza-ს ბრენდის რეპუტაცია. იგი იდეალური არჩევანია მათი ღონისძიებებისთვის.
Crowne Plaza-ს სასტუმროების მიზანია, დაეხმაროს სტუმრებს საკუთარი თავის საუკეთესოდ გამოვლენაში. ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ძილი თითოეული ადამიანისთვის. Sleep Advantage Program-ი – ექსკლუზიური საწოლებით, Wake-Up Call-ებით, მყუდრო ზონის სართულებითა და არომათერაპიული პროდუქტებით – ღამის მშვიდ ძილს განაპირობებს, რათა საქმიანი მიზნის მქონე სტუმრებისთვის წარმატებული მოგზაურობა, ხოლო დამსვენებლებისთვის დასამახსოვრებელი მოგზაურობა უზრუნველვყოთ.
Crowne Plaza-ს სასტუმროები ჩართულია IHG-ის სტუმრების ლოიალობის პროგრამაში, IHG Rewards Club-ში, რომელიც ინდუსტრიის პირველი და უდიდესი ლოიალურობის პროგრამაა მსოფლიოში 84 მილიონზე მეტი წევრით. ის წევრებს უდიდეს სარგებელს სთავაზობს და ერთ-ერთი საუკეთესოა მსგავს პროგრამებს შორის საერთაშორისო სასტუმროთა სამყაროში. IHG Rewards Club-ში ჩართვა უფასოა. სტუმრებს შეუძლიათ მასში გაწევრიანდნენ ვებგვერდ ihgrewardsclub.com-ის საშუალებით, IHG-ის აპლიკაციის ჩამოტვირთვით, სპეციალურ ნომერზე დარეკვით, ან მსოფლიოში IHG-ის 4,700 სასტუმროდან ნებისმიერი მათგანის მისაღებში მოთხოვნის დატოვებით.