in

Crowne Plaza Borjomi საქართველოს 2023 წლის წამყვანი კურორტის სტატუსის მფლობელი გახდა

ბათუმმა ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ ღონისძიებას, „World Travel Awards“-ის საიუბილეო დაჯილდოებას, წელს პირველად უმასპინძლა. აღნიშნულ ცერემონიაზე საქართველოს 2023 წლის წამყვანი კურორტის სტატუსი მოიპოვა სასტუმრომ „ქრაუნ პლაზა ბორჯომი“.

„ეს ჯილდო ჩვენთვის ძალიან საამაყოა! უდიდეს მადლობას ვუხდით ჩვენს შესანიშნავ გუნდის წევრებს, რომელთა თავდაუზოგავი შრომის წყალობითაც შევძელით ღირსეული გამარჯვების მოპოვება.

გულწრფელი მადლობა ჩვენს ყველა სტუმარს მრავალწლიანი ნდობისა და სიყვარულისთვის. ჩვენ გაასმაგებული ძალისხმევით გავაგრძელებთ საუკეთესო გარემოს შექმნას ყველასთვის, რათა ღირსეულად ვატაროთ აღნიშნული საპატიო წოდება“.

[R]

ლეგენდარული Banksy-ის ნამუშევრები საქართველოში გამოიფინება!

ლიბერთისა და მერსი ქორფსის პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ გრძელდება