Plaza Borjomi პირველი სასტუმროა საქართველოში Crowne Plaza-ს ბრენდის ქოლგის ქვეშ და მეორე IHG-ის პორტფოლიოს ბრენდებიდან. სასტუმროს ოფიციალური გახსნა სექტემბერში იგეგმება, თუმცა სტუმრების მიღება უკვე აგვისტოდან იქნება შესაძლებელი. ამ თემასთან დაკავშირებით მარკეტერი სასტუმრო Crowne Plaza Borjomi -ს მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორს, ნინო ხუროძეს ესაუბრა.
M: რატომ გადაწყვიტეთ სასტუმრო Crowne Plaza ს ბორჯომში აშენება ?
ბორჯომი ცნობილი და ყველასთვის საყვარელი საკურორტო ზონა იყო წლების მანძილზე არა მარტო ქართველი დამსვენებლებისთვის, არამედ უცხოელი ტურისტებისთვისაც. Crowne Plaza Borjomi პირველი სასტუმროა საქართველოში Crowne Plaza-ს ბრენდის ქოლგის ქვეშ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მარტო ამ ბრენდის მაღალი სტანდარტების დაცვა, არამედ ბორჯომის, როგორც საერთაშორისო დონის დასასვენებელი ლოკაციის პრომოცია მსოფლიო მასშტაბით.
M: დიდი კონკურენციის ფონზე, რა მიგაჩნიათ თქვენს უპირატესობად ?
სასტუმრო Crowne Plaza Borjomi ძალიან მოხერხებულადაა განლაგებული ბორჯომის ცნობილი პარკიდან ფეხით რამდენიმე წუთის სავალზე.
სასტუმრო გამოირჩევა ინტერიერის თანამედროვე დიზაინით. ჩვენი სტუმრების განკარგულებაშია უჩვეულო მოხაზულობისა და სხვადასხვა მოცულობის თანამედროვე სასტუმრო ოთახები, ტერასაზე განლაგებული კაფე, ორი რესტორანი, ბარი და ღვინის ბარი, ქლაბ ლაუნჯი და სავარჯიშო დარბაზი, ექსკლუზიური 2400 კვ.მ-ზე განთავსებული გამაჯანსაღებელი სპა-ცენტრი, რომელიც სტუმრებს სთავაზობს საცურაო აუზის, ჯაკუზის, საუნისა და სხვა დასასვენებელი სივრცეების მომსახურებას, აგრეთვე სამკურნალო-გამაჯანსაღებელ აქტივობებს, რომლებიც ყველა განსხვავებულ გემოვნებასა თუ ინდივიდუალურ საჭიროებას ზედმიწევნით დააკმაყოფილებს. სასტუმროში ასევე იფუნქციონირებს იოგას ოთახი, რომელსაც გაუძღვება პროფესიონალი ტრენერი. ყველაზე პატარა დამსვენებლებს სასტუმრო სთავაზობს ორსართულიან სათამაშო ოთახს კინოთეატრით და სპეციალურად ბავშვებისთვის შედგენილი მენიუთი. სასტუმრო დატვირთულია 6 საკონფერენციო დარბაზით, რომელიც გათვლილია ნებისმიერი სახის საქმიანი შეხვედრების მოწყობისთვის.
ჩვენი Sleep Advantage Program-ი უზრუნველყოფს კომფორტულ ღამის ძილს, რათა ჩვენი სტუმრები მომდევნო დღეს ძალ-ღონით სავსენი შეეგებონ. ღამის მშვიდი ძილისთვის Crowne Plaza Borjomi სტუმრებს სთავაზობს მყუდრო ზონის სართულებს, ექსკლუზიურ საწოლებს, არომათერაპიულ პროდუქტებს, სპეციალურ Wake-Up Call-ებს (მაღვიძარა ზარები)
Crowne Plaza-ს სასტუმროები ჩართულია IHG-ის სტუმრების ლოიალობის პროგრამაში, IHG Rewards Club-ში, რომელიც ინდუსტრიის პირველი და უდიდესი ლოიალურობის პროგრამაა მსოფლიოში 84 მილიონზე მეტი წევრით. ის წევრებს უდიდეს სარგებელს სთავაზობს და ერთ-ერთი საუკეთესოა მსგავს პროგრამებს შორის საერთაშორისო სასტუმროთა სამყაროში.
M: როდის გაიხსნება Crowne Plaza Borjomi ?
Crowne Plaza Borjomi სტუმრების მიიღებას დაიწყებს ზაფხულის ბოლოდან, ოფიციალური გახსნა იგეგმება სექტემბერში.
M: რამდენი ნომერი იფუნქციონირებს ?
სასტუმროში იფუნქციონირებს 101 განსხვავებული მოცულობისა და ფორმის კომფორტული, თანამედროვე დიზაინის სასტუმრო ოთახი. ჩვენი სასტუმროდან, რომელიც განთავსებულია მთის და მდინარის პირას იშლება არაჩვეულებრივი ხედი, რაც კიდევ უფრო მეტად ამშვენებს აქ არსებულ სიტუაციას.
M: როგორც ცნობილია, თქვენ მონაწილეობა მიიღეთ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ პიკნიკში..
დიახ, 4 ივლისს ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ პიკნიკში. შემოსული თანხა გადაირიცხა 13 ივნისს, სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებელ ფონდში.
ამერიკული სტილის საოჯახო პიკნიკს დაესწრო 1,100-ზე მეტი ქართველი და უცხოელი სტუმარი. პიკნიკი მოიცავდა ოჯახურ გასართობ აქტივობებს და უამრავ დასამახსოვრებელ მომენტს. ჩვენი სასტუმრო პიკნიკზე სტუმრებს გაუმასპინძლდა ტკბილეულობით.
ღონისძიებას ესწერებოდა ამერიკის ელჩი საქართველოში – რიჩარდ ნორლანდიც