მიმდინარე ტენდენციებს თუ დავაკვირდებით, ჩვენი თანამედროვე და ფინანსური ცხოვრება სულ უფრო მეტად უკავშირდება კრიპტოვალუტებს. მართალია, ტრადიციულ საფინანსო სექტორს მიჩვეული ადამიანებისთვის ეს დიდ სიახლეს წარმოადგენს, უამრავი უპირატესობების ფონზე მისი მიღება სასიამოვნოა. თანაც, პოპულარობის ზრდასთან ერთად, კრიპტო ინდუსტრიაც უფრო მოქნილი და ჩვენს მოთხოვნილებებზე მორგებული ხდება — დაიხვეწა ინფრასტრუქტურა, რაც ტრანზაქციების სისწრაფესა და სიიაფეში გამოიხატა; დამატებით, კრიპტოვალუტები ასე ხელმისაწვდომი და მარტივი არასდროს ყოფილა.
გარდა ამისა, თუ აქამდე ციფრული ვალუტები ძირითადად საინვესტიციო აქტივებად აღიქმებოდა, დღეისათვის მათ უამრავ ინდუსტრიაში იყენებენ — გამონაკლისი კი არც ავტოინდუსტრიაა. სტატიაში სწორედ იმაზე გიამბობთ, რატომ უნდა გამოიყენოთ კრიპტოვალუტა, თუ ავტო იმპორტიორი ხართ ან უბრალოდ მანქანის ჩამოყვანა გადაწყვიტეთ. ასევე, გაჩვენებთ, რა კონკრეტული სარგებლის მოტანა შეუძლია ბიტკოინის, ეთერიუმისა და სხვა ქოინების გამოყენებას ავტომობილების გაყიდვისას.
რატომ იზრდება კრიპტოვალუტების როლი საავტომობილო ინდუსტრიაში?
რა თქმა უნდა, ყველა ინდუსტრიას აქვს ერთი საერთო: მომხმარებლებმა სასურველი სერვისი დაუბრკოლებლად უნდა მიიღონ; დასაქმებულებმა კი სხვადასხვა ტიპის სამუშაო შესაბამისი სარგებლის გამომუშავების სანაცვლოდ უნდა გასწიონ.
ამ თვალსაზრისით, კრიპტოვალუტები ორივე მოთხოვნას აკმაყოფილებს. მაგალითისთვის განვიხილოთ ჩამოყვანილი ავტომობილის გაყიდვის შემთხვევა:
- მოსახერხებელია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის: ქართულ ბაზარზე ავტომობილის შეძენისას მომხმარებლები უმეტეს შემთხვევაში ნაღდ ანგარიშსწორებას არჩევენ, რადგან საბანკო გადარიცხვები დაკავშირებულია დროის დაკარგვასთან, ბიუროკრატიულ პროცესებთან და ბევრ საკომისიოსთან.თუკი საქართველოში ავტომობილს უცხო ქვეყნის მოქალაქე ყიდულობს, მისთვის ქეშის ერთი ქვეყნის საზღვრიდან მეორეში გადატანა ხშირად ადვილი საქმე არ არის. სწორედ ამიტომ, კრიპტოვალუტები ნაღდი ფულის, ანუ fiat ვალუტის კარგი ალტერნატივაა. უცხოეთიდან ჩამოსული მყიდველისთვის კი კრიპტოს საზღვარზე გადმოტანა უსაფრთხო და მარტივი პროცესია, რა დროსაც არანაირი ზედმეტი ძალისხმევის გაწევა არ უწევს მას, განსხვავებით ნაღდი ფულისგან.თუკი ავტომობილს ქვეყნის საზღვრებს გარეთ ყიდით, კრიპტოვალუტები cross-border გადახდებთან დაკავშირებულ პრობლემებს სრულად აქრობენ, ზუსტად იმდენ თანხას იღებთ, რამდენიც ავტომობილი ღირს. თანაც ეს ხდება რამდენიმე წუთში, არ ელოდებით შუამავლებს, რათა ტრანზაქცია დადასტურდეს და არ იხდით ზედმეტ საკომისიოებს.ეს ყველაფერი კი განსაკუთრებით მოსახერხებელია, როდესაც USDT-ის იყენებ, რაც აშშ დოლარის კრიპტო ალტერნატივაა და 1 USDT მუდმივად $1-ის ტოლია, მიუხედავად კრიპტო ბაზარზე არსებული სიტუაციისა.
- სწრაფი ტრანზაქციები: შუამავლების არ არსებობის გამო, ტრანზაქციები მარტივად და სწრაფად აისახება ადრესატის საფულეში. არ აქვს მნიშვნელობა დღის რომელ მონაკვეთში გადარიცხავთ აქტივს, იქნება სამუშაო თუ არასამუშაო დღე — ნებისმიერ შემთხვევაში დროულად მიაღწევს დანიშნულების ადგილამდე. შედარებისათვის, თუ ვალუტად ბიტკოინს გამოიყენებთ, მისი ტრანზაქციის საშუალო დრო ერთი საათიდან საათ ნახევრამდე შეადგენს. ხოლო ტრადიციული გზების გამოყენებით, ბანკიდან ბანკში გადარიცხული თანხის ასახვას 1-დან 3 სამუშაო დღემდე სჭირდება.
- დაბალი საკომისიოები: კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, როგორც დიდი ბიზნესისათვის, ისე საცალო მომხმარებლებისთვის გადასახადებია. თუკი ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოიყვანთ ავტომობილს, აუცილებლად მოგიწევთ ტრანსპორტირების ან ავტომობილის შეძენის საფასურის გადახდა და შესაბამის ოპერაციაში საკომისიოს დამატებაც. ორივე შემთხვევაში, სტანდარტულად იხდით $15 საკომისიოს. ხოლო გარანტირებული ჩარიცხვით, რაც ნიშნავს რომ შუამავალი ბანკი ადრესატამდე უპრობლემოდ გაატარებს თანხას, საკომისიო $35-ს შეადგენს.
კრიპტოვალუტების გამოყენებით კი, ეს საკომისიოები მინიმუმამდე დადის. მაგალითად, თუ კრიპტალის დახმარებით ბიტკოინს გადარიცხავთ, მისი საკომისიო 0.00005 BTC-ია, რაც 3 ლარის ეკვივალენტია, ხოლო სტაბილური ქოინების გამოყენების შემთხვევაში კი, რომელთა ფასიც მუდმივად 1 აშშ დოლარის ტოლია, კიდევ უფრო იაფი ჯდება.
იმავე პრინციპი მოქმედებს საკომისიოებზე უკვე ჩამოყვანილი ავტომობილის ადგილზე გაყიდვისას — კრიპტოვალუტებით გარანტირებულად უფრო ნაკლებ საკომისიოს იხდით, ვიდრე ნებისმიერი ციფრული და ტრადიციული მეთოდების გამოყენებით.
- შუამავლების არ არსებობა: თუკი ერთხელ მაინც დაინტერესებულხართ ავტომობილის ყიდვა-გაყიდვით და ის საზღვარგარეთიდან ჩამოგიყვანიათ, ან ადგილზე უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გაგიყიდიათ, აუცილებლად გეცოდინებათ, თუ რა პრობლემებს უკავშირდება შუამავლები და შუამავალი ბანკები. მათთან ურთიერთობას მიაქვს დრო, დიდი საკომისიოები თუ ჩვენი ენერგია. ხშირად შუამავლები ისედაც დიდ ხარჯებს უმატებენ თავიანთ საკომისიოებს, ჩარიცხვისა და ტრანზაქციის დრო კი შეიძლება რამდენიმე დღეზე გაიწელოს. სანაცვლოდ, კრიპტოვალუტები იმგვარი ტექნოლოგიაა, სადაც არ არსებობს ერთი მაკონტროლილებელი ორგანო, ანუ შუამავალი. თქვენ პირდაპირი კავშირი გაქვთ ადამიანთან თუ სულაც კომპანიასთან, რომლისგანაც ყიდულობთ მანქანას ან თუნდაც ყიდით. შუამავლის არ არსებობა კი პროცესს ხდის ბევრად მარტივს, სწრაფსა და მომგებიანს დაბალი საკომისიოებისა და გადასახადების გამო. თავის მხრივ, ეს ყოველივე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც cross border გადახდებზე ვსაუბრობთ, სადაც აქტივები მსოფლიოს ერთი წერტილიდან მეორეში იგზავნება ან ერთი ქვეყნის მოქალაქიდან აქტივი მეორე ქვეყნის მოქალაქის საკუთრებაში გადადის.
რას შეცვლის კრიპტოვალუტა ქართულ საავტომობილო ბაზარზე?
ხშირად ავტოინდუსტრიაში ისეთი პრობლემები იჩენს თავს, რომ ქვეყანაში გაუმართავი საერთაშორისო ტრანზაქციების ან შიდა რეგულაციებიდან არსებული ცუდი სიტუაციის გამო ავტომობილის გაყიდვა ვერ ხერხდება. ასევე, შესაძლოა, პროცესი მეტისმეტად გაიწელოს და საკმაოდ რთული ეტაპების გავლა იყოს საჭირო. ამ თვალსაზრისითაც კარგ გამოსავალს გვთავაზობს კრიპტოვალუტები…
ქართველი ავტო იმპორტიორებისა და საცალო ინდივიდებისათვის პრიორიტეტული ბაზრებია ცენტრალური აზია (ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და ა. შ.), უკრაინა და აფრიკა. ამ ქვეყნებში საბანკო ინდუსტრია გამართული არ არის და ბევრი ბიუროკრატიული დაბრკოლება არსებობს, რა დროსაც იქმნება დისკომფორტი, როგორც გამყიდველისთვის, ისე მყიდველისთვის. ასეთ შემთხვევაში კი კრიპტოვალუტების გამოყენება მომგებიანია, ვინაიდან კრიპტოვალუტები არ ექვემდებარება ცენტრალურ მარეგულირებელ ორგანოს — ანუ არ არსებობს რაიმე სტრუქტურა, რომელიც გადარიცხვის ტრანზაქციას გააჭიანურებს ან დაბლოკავს. ამის გათვალისწინებით, იხსნება გეოგრაფიული თუ ტექნიკური შეზღუდვები და ბიზნესი მოქმედებს დაუბრკოლებლად. მყიდველი პირდაპირ ავტო იმპორტიორის საფულეზე რიცხავს აქტივებს, ზედმეტი თავისტკივილისა და სირთულეების გარეშე.
გარდა ამისა, თქვენ თავს არიდებთ საბანკო საკომისიოებს და ზოგავთ დროს, რომელიც თანამედროვე ავტო ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ასპექტია. აქვე, მომხმარებლებისთვის მრავალი საგადახდო გზის შეთავაზება დიდ უპირატესობას წარმოადგენს ავტო იმპორტიორი კომპანიებისთვის, რადგან ასე მეტი თავისუფლების და კომფორტის შესაძლებლობა იქმნება. თანაც კრიპტო საფულეები და კრიპტო ანგარიშების შექმნა განსაკუთრებულ დროით ან რესურსულ ხარჯებთან არაა დაკავშირებული.
რა სარგებელს მოუტანს თქვენს ავტო ბიზნესს კრიპტოვალუტების ადაპტაცია?
- მეტი პოტენციური მომხმარებელი — კრიპტოვალუტები არის გადახდისა და ვაჭრობის საშუალება, რომელსაც რეალურად არ აქვს საზღვრები. შესაბამისად, ადამიანებისათვის, რომლებიც ისეთ მასშტაბურ ბიზნესში არიან ჩართულნი, როგორიც ავტომობილებით ვაჭრობაა, კრიპტო აქტივები ახალ შესაძლებლობას და ახალ პოტენციურ ბაზრებს ქმნის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, გარდა სანქცირებული ქვეყნებისა.
- მეტი შემოსავალი — ახალი ბაზრების ათვისებასთან ერთად, ავტო იმპორტიორებისთვის ეს ერთ რამეს ნიშნავს: დამატებითი ახალი შემოსავალი, რომელიც კრიპტოვალუტების დამსახურებით თავისუფლდება ზედმეტი გადასახადებისგან და სარგებლობს დაბალი საკომისიოებით.
- საიმიჯო კომპონენტი — გარდა იმისა, რომ კრიპტოვალუტებით გადახდა ადამიანებს დამატებით ალტერნატივას აძლევს, შესაძლოა, ის საიმიჯო კომპონენტადაც გამოდგეს კომპანიისათვის, რადგან კრიპტო ადაპტაცია ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და მედიაში ამგვარ ინფორმაციას დიდი გამოხმაურება ექნება.
პოპულარობის ზრდასთან და დამატებით ბენეფიტებთან ერთად, უნდა გაითვალისწინო რამდენიმე აუცილებელი ფაქტორი:
- საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, 2023 წლის სექტემბრიდან კრიპტოვალუტები კანონით დარეგულირდება. შედეგად, კომპანიას, რომელსაც სურს, ლეგალურად მიიღოს ან გასცეს სხვადასხვა კრიპტო აქტივი, იქნება ეს ქოინი, ტოკენი თუ სტაბილური ქოინი, დასჭირდება ლიცენზია.ლიცენზიის ასაღებად, სუბიექტმა ეროვნულ ბანკს უნდა მიმართოს და გაიაროს ლიცენზირების სტანდარტული ეტაპები.
- ლიცენზირება ხშირად დროში გაწელილი პროცესია და ბიუროკრატიულ ღონისძიებებს უკავშირდება, რამაც შეიძლება ბიზნესი გარკვეული დროით დააზარალოს. თუმცა ლიცენზირების გარეშეც არსებობს გზა, რომლის გამოყენებითაც, კომპანიებს სრულიად ლეგალურად და უსაფრთხოდ შეეძლებათ მიიღონ, გადარიცხონ და მართონ საკუთარი კრიპტო აქტივები.
კრიპტალი, როგორც კრიპტო აქტივების მართვის მოსახერხებელი გზა
თუკი გადაწყვეტთ, რომ თქვენს ბიზნესს ან საქმიანობას კრიპტოვალუტებში წარმართავთ და თან არ გინდათ, ბიუროკრატიულ პროცესს შეეჭიდოთ, პირველი ქართული კრიპტო ბირჟა კრიპტალი კარგი გამოსავალია.
კრიპტალზე მხარდაჭერილია ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტები, რომლებსაც მსოფლიოს კრიპტო მომხმარებელთა დიდი უმეტესობა იყენებს და მათ შორის არის: ბიტკოინი, ეთერიუმი, დოჯქოინი, USDT და ა. შ.
რამდენიმე კლიკით შესაძლებელია ნებისმიერი პოპულარული კრიპტო აქტივის საფულის შექმნა და ფლობა, რომელსაც არ სჭირდება განსაკუთრებული მეთვალყურეობა და რესურსული დანახარჯი, დამატებით კი იღებთ გადახდისა და ანგარიშსწორების უსაფრთხო, დაცულ და კომფორტულ ალტერნატივას, რომელიც ხელმისაწვდომია 24/7-ზე.
ამასთანავე, პლატფორმის გამოყენებით, იქნება ეს ავტო იმპორტიორი კომპანია თუ საცალო მომხმარებელი, ირიდებთ ბიუროკრატიულ საკითხებს. თანაც კრიპტალზე მარტივად შეგიძლიათ შემოსავლების, გასავალისა და ზოგადად კრიპტოვალუტების მართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ტექნიკური და ლეგალური საკითხის მოგვარება.
[პარტნიორის კონტენტი]