in

ქეშბექი ბიტკოინების სახით – ლოიალობის პროგრამა Cryptal-ისა და iPlus-ისგან

ქეშბექის აქციები ქართველი მომხმარებლისთვის უკვე ცნობილია, მაგრამ რას იტყვით, თუ საკუთარი ციფრული საფულე გექნებათ და მასზე ბიტკოინები დაგერიცხებათ? ეს რაღაც ახალია, რაც Cryptal-ისა და iPlus-ის დამეგობრების შედეგად შეიქმნა. 

iPlus-მა გადაწყვიტა, მომხმარებლისთვის ბიტკოინის ლოიალურობის პროგრამა შეეთავაზებინა, ამიტომ Cryptal-თან ერთად შექმნა უნიკალური ქეშბექსისტემა. ყოველ შენაძენზე მომხმარებელი ავტომატურად მიიღებს ბიტკოინს თავის ციფრულ საფულეში. ამისთვის აუცილებელია, მან შექმნას ან უკვე ჰქონდეს Cryptal-ის ანგარიში. რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის პროცესი მარტივია და როგორც კი მას გაივლით, ქეშბექი თქვენს ციფრულ ანგარიშზე იქნება.

გამომდინარე იქიდან, რომ ბიტკოინი ერთადერთი აქტივია, რომელიც გამოსვლის დღიდან 103000000%-ით არის გაზრდილი, ხოლო ბოლო 1 წლის განმავლობაში 120%-იანი ზრდა აჩვენა, ის მომხმარებლისთვის იქცევა პოტენციურად ღირებულ აქტივად, რომელიც შეგიძლიათ, დააგროვოთ. თუმცა, აქვე იმასაც გეტყვით, რომ დარიცხული ბიტკოინების შენახვა სავალდებულო არ არის, Cryptal-ის სისტემა მოქნილია და შეგიძლიათ, ბიტკოინი ლარში ან პლატფორმაზე არსებულ 30 ტოპკრიპტოში გადაცვალოთ. 

Cryptal-ისა და iPlus-ის მიზანია, საქართველოში კრიპტოვალუტის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ქართველი მომხმარებლის მასთან ადაპტაცია. ალბათ ხშირად გიფიქრიათ კრიპტოზე, მაგრამ ჯერ არ გიყიდიათ, რადგან ფიქრობთ, რომ ამისთვის ტექნიკური უნარებია საჭირო. ეს აქცია სწორედ იმაში დაგეხმარებათ, რომ ავტომატურად გახდეთ კრიპტოს მფლობელი და თავად ნახოთ, რამდენად მარტივია მასთან ურთიერთობა. 

Cryptal-სა და iPlus-ს სურთ, თავიანთი ტექნოლოგიები ბაზრის საჭიროებებზე მორგებული გახადონ და გაუმარტივონ საქმე როგორც ფიზიკურ მომხმარებლებს, ისე ბიზნესებს, რომელთაც ასევე უნდათ, შექმნან მსგავსი ლოიალური პროგრამები და იზრუნონ თავიანთი კომპანიის ტექნოლოგიურ განვითარებაზე. 

iPlus-ის შესახებ

iPlus Apple-ის ოფიციალური პარტნიორი და ამიერკავკასიაში უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიაა 9 მილიონზე მეტი მომხმარებლით.

2019 წლიდან კომპანიამ მულტიბრენდული მიმართულება შეარჩია, რაც ნიშნავს, რომ უკვე არა მარტო ეფლის, არამედ სხვა წამყვანი ბრენდების პროდუქციაც შეგიძლიათ, შეარჩიოთ საქართველოს მასშტაბით 3 ქალაქსა და 6 ფილიალში და განაახლოთ ტექნიკა ოფიციალური გარანტიით.

[R]

მარკეტინგის თანამედროვე ტენდენციები: Marketing Brew by Mastercard

სინამდვილეში, რას უნდა ითვალისწინებდეს კომპანიის ზარალის დათვლა