დღეს ხშირად გაიგონებთ ფრაზას: „ბიტკოინი გაფრინდა”. მანამ, სანამ საზოგადოების ნაწილმა იმის გააზრება მოასწრო, თუ საერთოდ რას ნიშნავს კრიპტოვალუტა და რატომ უნდა იქონიოს ეს აქტივი, ეს სფერო ისე განვითარდა, რომ ბიტკოინი და სხვა კრიპტოები რეკორდულ სიმაღლეებზე ადის. მაგალითისთვის, ბიტკოინმა ამ წლის მარტში ყველა დროის რეკორდი მოხსნა და მისმა ღირებულებამ ისტორიაში პირველად 73000$-ს გადააჭარბა.
თემის აქტუალურობამ შთააგონა CRYPTAL, ქართული კრიპტობირჟა, რომ დაეგეგმა კამპანია, სახელად „კრიპტოები მიფრინავენ”, რომელიც აერთიანებს კრიპტოსამყაროს შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ინფორმაციის მიწოდებას და მისი პოტენციალის მომხმარებლებისთვის ჩვენებას. გამომდინარე იქიდან, რომ კრიპტოვალუტა მზარდი ტენდენციით გამოირჩევა, მისი შეძენა მომგებიანია და სამომავლო პერსპექტივებიც აქვს, დროა, შევისწავლოთ და ტრადიციულ აქტივად ვაქციოთ იგი.
თუ როგორ დაიგეგმა კამპანია და რა მოლოდინი აქვს მისგან თავად CRYPTAL-ს, ამაზე გიორგი ჩიხრაძე, კომპანიის Growth Marketing-ის ხელმძღვანელი გვესაუბრება.
M: დავიწყოთ კამპანიაზე საუბრით: როგორ შეიქმნა კამპანიის იდეა და რა კონცეფციას ეფუძნება ის?
ადამიანთა დიდი ნაწილისთვის ეს ინდუსტრია ჯერაც ბუნდოვანებითაა მოცული. მრავალმა პოტენციურმა მომხმარებელმა არ იცის, საიდან და როგორ ჩაერთოს ინდუსტრიაში და გახდეს კრიპტოაქტივის მფლობელი. ბევრს ჰგონია, რომ ეს კომპლექსური ტექნოლოგიების ცოდნას ან კომპიუტერულ უნარებსაც მოითხოვს, არადა, ინტერესი საკმაოდ დიდია. ამ ინტერესის მნიშვნელოვანი კომპონენტია ნანული, რომელიც „ნეტავ მეყიდათი“ გამოიხატება ხოლმე და ამას კიდევ უფრო ამძაფრებს ის მომენტები, რომ კრიპტოები ახალ-ახალ მწვერვალებს აღწევს.
შედეგად, გვინდოდა ყველასათვის გასაგები და პოზიტიური მესიჯით შეგვეხსენებინა, რომ კრიპტო მიფრინავს და ახალ შესაძლებლობებსაც აჩენს. სფერო ინოვაციურია და ჩვენი მიზანი იყო, ხალხისთვის ისე მოგვეწოდებინა ყველა ინფორმაცია, რომ აღარ არსებობდეს იმის სინანული, რომ რაღაცას ჩამორჩნენ.
ყველასათვის ნაცნობი თამაშის, „წეროების“ ინსპირაციით, მივედით ამ მარტივ გზავნილამდე – „კრიპტოები მიფრინავენ“.
M: როგორ ეხმიანება „კრიპტოები მიფრინავენ” ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებს?
CRYPTAL დაარსებიდან მოყოლებული ზრუნავს იმაზე, რომ მომხმარებელს კრიპტოინდუსტრიასა და ბლოკჩეინტექნოლოგიაზე ხელმისაწვდომობა გაეზარდოს. კომპანიის სახელწოდებაც სწორედ აქედან მომდინარეობს კრიპტო + პორტალის კომბინაციით და მოხარულები ვართ, რომ ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც კრიპტოოკეანეში შევცურეთ.
ცნობიერებაზე მუშაობასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ხალხისთვის ინფრასტრუქტურის გაცნობაც, რათა ადამიანებმა მარტივად შეძლონ სტანდარტული ვალუტის გადაცვლა კრიპტოში და პირიქით. ეს კამპანიაც ამ მისიის გამოძახილია – ვცდილობთ, კრიპტო ყველა მომხმარებლისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ.
M: რა აქტივობები გაქვთ დაგეგმილი აღნიშნული კამპანიის ფარგლებში და რამდენ ხანს იქნება ის ჩაშვებული?
გვინდა, მოვიცვათ მაქსიმალურად ბევრი შეხების წერტილი მასობრივ აუდიტორიასთან. შედეგად, კამპანიის მთავარ მედიუმად გარერეკლამა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავირჩიეთ, ისევე როგორც ციფრული მედია. ასევე, კამპანიის ფარგლებში, შევქმენით მცირე თამაში, რომელშიც ასევე კრიპტოები მიფრინავენ. ადამიანები გაერთობიან და ნახავენ, სადამდე შეძლებენ, აფრინონ Bitcoin.
მთავარია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს შევახსენოთ, რომ „კრიპტოები მიფრინავენ“. კამპანია რამდენიმე თვეს გასტანს და მოიცავს როგორც თბილისს, ასევე ბათუმსაც. ასევე, კამპანიის ფარგლებში ვეცდებით, კიდევ მრავალი საინტერესო ინტეგრაცია შევთავაზოთ აუდიტორიას.
M: რა ტენდენციით იზრდება კრიპტოვალუტების ფასი მსოფლიო ბაზარზე და საქართველოში რამდენად ბევრი მომხმარებელი ჰყავს კრიპტოს?
ფასი მთავარი განმსაზღვრელია კრიპტოზე მოთხოვნაში და პრინციპში, მისი ყველაზე ნაკლებად პროგნოზირებადი მხარეც ესაა. მაგალითისთვის, Bitcoin-ის ღირებულება მხოლოდ ბოლო 1 წლის მონაცემებით გაორმაგებულია. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ 2023-ის დასაწყისში 1 ბიტკოინის ფასი დაახლოებით 17000$-საც შეადგენდა. ამ წლის მარტში კი ამ მონაცემმა რეკორდულ 73,737.94$-ამდე აიწია. დღეის მდგომარეობით, ბიტკოინის ღირებულება დაახლოებით 60000$, თუმცა თუ ისტორიულ მონაცემებს შევხედავთ, ტენდენცია მაინც აღმავალია. სწორედ ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ „კრიპტოები მიფრინავენ“.
კრიპტოინდუსტრიის სპეციფიკიდან გამომდინარე, რთული სათქმელია ზუსტი რაოდენობის დასახელება – თუმცა, სხვადასხვა წყაროებით, კრიპტო მომხმარებელთა რიცხვი საქართველოში 200 ათასამდე აღწევს, რაც დაახლოებით ჯამური მოსახლეობის 5%-ამდე შეადგენს. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება მომდევნო წლებში და ცნობიერების ამაღლებისა თუ ტექნოლოგიის ხელმისაწვდომობის გაზრდით, კრიპტო რაიმე ფორმით ყველა ადამიანს ექნება.
M: თქვენი აზრით, როგორ დაეხმარება კამპანია საზოგადოებას ცნობიერების ამაღლებაში?
ვიმედოვნებთ, რომ ამ კამპანიის შედეგად, შევახსენებთ ადამიანებს, რომ კრიპტოები მიფრინავენ და ყოველდღიურობის ნაწილად იქცევიან. თანაც, ვაჩენთ კრიპტოვალუტას ისეთ მედიუმში, რომელიც მართლაც ხალხის ყოველდღიურობას წარმოადგენს – არა მხოლოდ ეკრანებზე, არამედ ქუჩაში და რეალურ ცხოვრებაშიც. შედეგად, აღვძრავთ მეტ ინტერესს და ხელს შევუწყობთ, როგორც ცნობიერების ამაღლებას, ასევე მეტი ადამიანის უსაფრთხოდ და მარტივად ჩართვას კრიპტოინდუსტრიაში. ამ მხრივ, აქტიურად ვმუშაობთ ჩვენი პროდუქტებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზეც, რათა მომხმარებლებს დავეხმაროთ, შეიძინონ, გადაცვალონ და გაანაღდონ ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითკოინი თუ სხვა წამყვანი კრიპტოები, რომლებიც მიფრინავენ!
თუ გსურთ, რომ არ ჩამორჩეთ აღმავალ კრიპტოს, CRYPTAL.com-ზე შექმენით ანგარიში, სადაც შეძლებთ, მარტივად გადაცვალოთ ლარი, დოლარი თუ ევრო შესაბამისი მოცულობის კრიპტოში და გახდეთ ამ ინდუსტრიის ნაწილი.
[R]