ამიერიდან მომხმარებლებს უფრო მარტივად და კომფორტულად შეეძლებათ საკუთარი სმარტფონებიდან იყიდონ/გაყიდონ და დააკონვერტირონ კრიპტოვალუტა; ასევე, შეასრულონ კრიპტო ტრანზაქციები.
აპლიკაცია ჯერჯერობით სატესტო რეჟიმშია. უფრო საინტერესო სიახლეებსა და ფუნქციონალზე კი კრიპტალში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.
„ჩვენი ამოცანაა, კრიპტოვალუტა უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გავხადოთ ფართო საზოგადოებისთვის, აპლიკაცია კი კიდევ ერთი ნაბიჯია ამ მიმართულებით.
ამ ეტაპზე ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მომხმარებლის უკუკავშირი, რათა შევძლოთ ჩვენი ფუნქციონალის დახვეწა, გაუმჯობესება და შევთავაზოთ მომხმარებლებს მათ საჭიროებაზე მორგებული გადაწყვეტები“, — აღნიშნავენ კომპანიაში.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS, ისე ანდროიდ მოწყობილობებზე.
[R]