კრიპტო ბირჟაზე ახალი პოპულარული კოინის დამატების აღსანიშნავად, Cryptal-მა მომხმარებლებს, ახალი ვერიფიცირებული მომხმარებლის მოყვანის სანაცვლოდ, 1 მილიონი Shiba Inu აჩუქა. აქციამ ვირუსული სახე მიიღო და 3 დღეში, 10 მილიარდი Shiba Inu გადაირიცხა.
„კრიპტალის“ ახალი კრიპტოვალუტა Shiba Inu, Ethereum-ის ოჯახის ტოკენი და Dogecoin-ის ბიძაშვილია. მისი ისტორია კი ასე იწყება:
„იყო და არ იყო რა, იყო ერთი განსაკუთრებული ძაღლი. ამ ძაღლს ერქვა Shiba Inu და სწორედ მან შთააგონა მილიონობით ადამიანს მსოფლიოს გარშემო ძაღლის გამოსახულებიან ტოკენში მოეხდინა ინვესტირება. SHIBA INU ჯერ ერთი წლისაც კი არ არის და მას უკვე უამრავი მხარდამჭერი ჰყავს მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც.
ექსპერიმენტის სახით, ხუმრობით შექმნილი დეცენტრალიზებული კოინი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კრიპტოვალუტად იქცა.
შეუერთდით Shiba რევოლუციას Cryptal.com– ზე!“
„კრიპტალის“ შესახებ
Cryptal საქართველოში შექმნილი, საერთაშორისო კრიპტო ბირჟაა, რომელიც ბაზარზე 2020 წლის აგვისტოში გამოჩნდა. ის მომხმარებელს სთავაზობს მარტივ, უსაფრთხო ვაჭრობას, მაღალ ლიკვიდურობას, დაბალ საკომისიოებსა და სწრაფ რეგისტრაციას.
კრიპტო ბირჟა Сryptal CryptX ჯგუფის შვილობილი კომპანიაა. აღსანიშნავია, რომ CryptX ჯგუფი 2017 წლიდან ქმნის საერთაშორისო დონის ბლოკჩეინ და ფინტეკ პროდუქტებს.
[R]












