in

როგორ აფასებს CRYPTAL სფოთლაითის მხარდაჭერას

სულ რამდენიმე დღეში, სფოთლაითი მე-10, საიუბილეო ღონისძიებას უმასპინძლებს. ამჯერად, ეს იქნება ორი დღე, რომლებიც არასოდეს დაგავიწყდებათ. 23-24 დეკემბერს, სტუმრები კვლავაც გაერთიანდებიან საინტერესო გამოსვლების, ვორქშოფებისა და ლექციების ფარგლებში და ერთმანეთს გამოცდილებას კიდევ ერთხელ გაუზიარებენ. ღონისძიების მთავარი თემაა „მემკვიდრეობა“. სფოთლაითის ისტორია 2013 წლიდან იწყება და მას შემდეგ, წლის მთავარ მარკეტინგულ დღესასწაულად იქცა, ადგილად, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ერთმანეთში ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. ღონისძიების მხარდამჭერებს შორისაა CRYPTAL. სფოთლაითთან მეგობრობაზე CRYPTAL-ის მარკეტინგის მენეჯერი სალომე იასეშვილი გვიყვება.

M: გვიამბეთ, როგორც მხარდამჭერს, რა ღირებულებები გაერთიანებთ Spotlight-თან?

Spotlight წლების მანძილზე იქცა გამოცდილების, სიახლეებისა თუ იდეების გაზიარების პლატფორმად და ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ღონისძიებად, რომელსაც ძალიან ძლიერი და ლოიალური საზოგადოება უმაგრებს ზურგს. CRYPTAL-ისთვის კი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ამგვარ ადამიანებთან დაახლოება. ჩვენც, ერთგვარად მომავლის ინდუსტრიასა და ტექნოლოგიების წარმოვადგენთ და ვცდილობთ, ეს ინდუსტრია უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ფართო მასებისთვის. Spotlight კი იდეალურ სივრცეს წარმოადგენს, რომ არა მხოლოდ დავუახლოვდეთ, არამედ მხარი დავუჭიროთ თავისუფალი იდეებისა და სიახლეებისა და ახალი აღმოჩენების გაზიარებას, რაც გვჯერა, რომ Spotlight-ის ფუნდამენტური ღირებულებაცაა. 

M: ამჯერად, მთავარი თემაა „მემკვიდრეობა“. თქვენი შეფასებით, როგორია Spotlight-ის „მემკვიდრეობა“?

Spotlight-მა ძალიან საინტერესო პრეცედენტი შექმნა – რაც იმაში გამოიხატება, რომ ეს უკვე აღარ არის მხოლოდ მარკეტინგული ღონისძიება. ეს უფრო საინტერესო თავყრილობად იქცა, სადაც მარკეტინგული და სხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებს აქვთ საშუალება გააზიარონ და გაიზიარონ უამრავი საინტერესო იდეა, მოსაზრება თუ აღმოჩენა. რაც საბოლოოდ, არა მხოლოდ ამ კონკრეტული ინდუსტრიის, არამედ ბიზნეს გარემოს განვითარებასაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. Spotlight-ზე ჟღერდება იდეები, რომლებიც არა მხოლოდ დამსწრეების მეხსიერებას, არამედ ისტორიასაც რჩება. და სწორედ ესაა მთავარი და ყველაზე ღირებული მემკვიდრეობა – მუდმივად უზიარებდე ღირებულ იდეებსა და შესაძლებლობებს უფრო და უფრო მეტ ადამიანს.

M: გაგვიზიარეთ მოლოდინები წლევანდელ სფოთლაითთან დაკავშირებით…

წლევანდელი ღონისძიების მასშტაბურობა ძალიან გვახარებს. ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ ამ ყველაფრის არა მხოლოდ მონაწილეები, არამედ მხარდამჭერებიც და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საზოგადოების ზრდაში. უპრეცედენტო რაოდენობის მონაწილეები და ტრადიციულად, ძალიან საინტერესო სპიკერები ბევრ სიახლეს გვპირდება. მოლოდინები მაღალია, თუმცა იმედი გვაქვს – რომ წლევანდელი სფოთლაითი ამ მაღალ მოლოდინებსაც გადააჭარბებს. წინ მეტად საინტერესო ამბები გველის. შეხვედრამდე, Spotlight-ზე.

ღონისძიების წარმდგენია: საქართველოს ბანკი

ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche

ვერცხლის სპონსორი: McDonald’s, Elit ElectronicsLutecia, Extra.ge

მხარდამჭერები: Delonghi, ლურჯი ოკეანე, Aldagi, It Academy STEP, Aversi, m2, Midea, Gulf, Cryptal, თეთრი კვადრატი, Fitpass, ბორჯომი, ზარაფხანა, მაქსთერმი, Wolt, Kärcher, FlowMaster.online.

არ გამოგრჩეს არცერთი სიახლე ღონისძიებასთან დაკავშირებით, გამოიწერე Spotlight-ის ოფიციალური Facebook გვერდი.

David Koma-მ ახალი კოლექციის გადასაღებად ქართულ შემოქმედებით გუნდთან ითანამშრომლა

#სადანროგორ გავერთოთ 15-17 დეკემბერს — ღონისძიებების კალენდარი