in

Cryptal-ზე ბარათის გამოყენებით USD/EUR შეტანა შეიძლება!

კრიპტობირჟა Cryptal მომხმარებლებისთვის უფრო კომფორტული, ხელმისაწვდომი და გლობალური გახდა.

დღეიდან, 13 ოქტომბრიდან, მომხმარებლებს საკუთარი ბალანსის ა.შ.შ. დოლარითა და ევროთი შევსება ქართული საბანკო ბარათის გამოყენებით შეუძლიათ. სწორედ ამ სიახლის გამო კრიპტოპლატფორმა უცხოურ ვალუტაში ტრანზაქციებისათვის უფრო მიმზიდველი, ხოლო კრიპტოინვესტირებისათვის უფრო მოსახერხებელი გახდა.

არ აქვს მნიშვნელობა, მომხმარებლები Cryptal-ს ქართული ლარის გამო იყენებენ თუ უცხოური ვალუტებისთვის, კრიპტომოგზაურობის დაწყება უკვე ყველასათვის ერთნაირად ხელმისაწვდომი და მარტივი გახდა!

მეტი კრიპტოშესაძლებლობა მომხმარებლებს – რა ხდება?

თუ აქამდე პლატფორმაზე ა.შ.შ. დოლარისა და ევროს შეტანა მხოლოდ საბანკო გადარიცხვის გამოყენებით იყო შესაძლებელი, მომხმარებლებისთვის ახლა სიახლეა!

Cryptal-ის ანგარიშზე USD-სა და EUR-ს შეტანა უკვე ქართული Visa/Mastercard საბანკო ბარათების გამოყენებით, სწრაფად, უსაფრთხოდ და მარტივად არის შესაძლებელი.

სიახლე გამოსადეგია მომხმარებლებისთვის, რომლებსაც კრიპტოს კომფორტულ გარემოში ყიდვა ან უცხოური ვალუტის გამოყენებით ვაჭრობა სურთ.

როგორ შევიტანო ანგარიშზე USD & EUR საბანკო ბარათების გამოყენებით?

  1. დარეგისტრირდით ან გაიარეთ ავტორიზაცია Cryptal-ზე
  2. გადადით საფულეში
  3. დააკლიკეთ შევსებას
  4. აირჩიეთ სასურველი ვალუტა – ა.შ.შ. დოლარი (TOUSD) ან ევრო (TOEUR)
  5. მიუთითეთ ბარათი
  6. აირჩიეთ სასურველი ბანკის ბარათი ან დაამატეთ ახალი ბარათი
  7. შეიყვანეთ თანხა
  8. დააკლიკეთ შევსებას

სულ ეს არის, თანხა რამდენიმე წუთში Cryptal-ის ბალანზე აისახება.

რატომ არის სიახლე მნიშვნელოვანი?

  • საბანკო ბარათების გამოყენება და მათი დახმარებით ბალანსის უცხოური ვალუტით შევსება (USD & EUR) ზრდის მომხმარებლების არჩევანს, შეიტანონ პლატფორმაზე თანხა მათთვის მოსახერხებელი გზებით.
  • მულტისავალუტო მხარდაჭერა ზრდის კომფორტსა და კრიპტოაქტივებთან ხელმისაწვდომობას. მომხმარებლებს მათზე მორგებული მეთოდებითა და სასურველი ვალუტების გამოყენებით შეუძლიათ ბალანსის შევსება.

კრიპტო უფრო ხელმისაწვდომია – USD & EUR შეტანა საბანკო ბარათით!

Cryptal კვლავაც განაგრძობს მომხმარებლებისათვის კრიპტოინდუსტრიაში პირველი ნაბიჯების გამარტივებას და საბანკო ბარათების გამოყენებით USD & EUR შეტანაც ამის კიდევ ერთი მაგალითია.

არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა გამოცდილება აქვს მომხმარებელს, დამწყებია ის თუ უკვე დიდი ხანია, რაც ციფრული ვალუტების ინდუსტრიას ადევნებს თვალს, ახალი ფუნქცია ყველასათვის ერთნაირ უპირატესობას ქმნის.

დარეგისტრირდით Cryptal-ზე, შეიტანეთ ანგარიშზე USD & EUR საბანკო ბარათების გამოყენებით და დაიწყეთ კრიპტომოგზაურობა თქვენთვის მოსახერხებელი გზებით!

[პარტნიორის კონტენტი]

დარეგისტრირდი Code IT-ზე და დაეუფლე პროგრამირების საფუძვლებს – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

ელენე ოთარაშვილი WOMEN IN TOURISM EXCELLENCE AWARD-ის გამარჯვებულია