in

რა აჩუქო მეგობარს თუ სეკრეტ სანტა ხარ? – ბიტკოინი

ახალი წლის სეზონზე ყოველ წელს ახალი საფიქრალი ჩნდება – „რა ვაჩუქო?”. სამსახურის მაგიდასთან მჯდომს, სახლში, ტელევიზორის წინ წამოწოლილს, შუქნიშანთან გაჩერებულებს თუ მარკეტში პურის საყიდლად შესულებს, თავში მხოლოდ ეს გვიტრიალებს: რა ვაჩუქოთ ახლობლებს, რით გავახაროთ ადამიანები და როგორ ვიყოთ ორიგინალურები. არადა, ახალი წელი ისეთი ჯადოსნური დღესასწაულია, არ გვინდა, რომ ბანალურები ვიყოთ. ეს ყველა ჩვენგანის საერთო ტკივილია. 

მანამ, სანამ ჩვენ ამაზე ვფიქრობდით, Cryptal და WOWCHY დამეგობრდნენ და მოიფიქრეს სასაჩუქრე ბარათების იდეა, რომლის მეშვეობითაც ახალ წელს და არა მარტო, განსხვავებული, დასამახსოვრებელი და პირდაპირი გაგებით „ღირებული” საჩუქრის ჩუქება შეგიძლიათ თქვენი ადრესატისთვის. 

საქმე რომ გაგიმარტივოთ, მოკლე და გასაგებ ინსტრუქციასაც მოგაწვდით, თუ როგორ აჩუქოთ ბიტკოინი:

  • შედიხართ Wowchy-ზე
  • ირჩევთ სასურველ ნომინალს: 50, 100, 200 ან 500 ლარის ბიტკოინს
  • ასრულებთ შეძენის პროცესს
  • მეილზე მოგდით პრომოკოდი
  • შეგყავთ ეს პრომოკოდი Cryptal-ზე რეგისტრაციის დროს
  • შეძენილი ბიტკოინი კრიპტალის საფულის ანგარიშზე აისახება.

ყველა ჩვენგანს ჰყავს მინიმუმ ერთი ისეთი მეგობარი ან ოჯახის წევრი, რომელიც გატაცებულია ტექნოლოგიებითა და ციფრული პროდუქტებით. ასეთ ადამიანს ყველაზე მეტად საჩუქრად სწორედ ბიტკოინი გაუხარდება, რადგან ორიგინალურობასთან ერთად, ეს არის ზრდისკენ მიმართული ინვესტიცია, მხოლოდ 2023 წელს მისი ღირებულება 158%-ითაა გაზრდილი. ამასთან, ის სულ უფრო პოპულარული ხდება და უკვე ბევრი ნანობს, რომ თავის დროზე უფრო ნაკლებ ფასად ყიდვის შანსი არ გამოიყენა. 

ყველას გვყავს ასევე ადამიანი, რომელსაც კრიპტოვალუტის მოპოვება რაღაც განსაკუთრებული ტექნიკური მაგია ჰგონია და მხოლოდ ამიტომ იკავებს მისი შეძენისგან თავს. მისთვის განსაკუთრებით სასიხარულო იქნება, თუ ამ შფოთვას აარიდებთ და საახალწლოდ ციფრულ ფულს ჩაუკუჭავთ. 

გახსოვდეთ, კარგი საჩუქარი ისაა, თავადაც რომ გაგიხარდებოდათ მისი მიღება, საუკეთესო კი ის საჩუქარია, ცოტა რომ გენანებათ კიდეც, სხვისთვის გადაცემა რომ გიწევთ. ამ უკანასკნელს უკვე ბიტკოინიც განეკუთვნება. 

მრავალ აღმასვლას გისურვებთ!

[R]

როგორ შეიქმნა TKT.GE-ის განახლებული ვიზუალური იდენტობა

რა ვისწავლეთ 2023 წელს? ზვიად მღებრი, ანნა გუგუტიშვილი, George Van de Kamp წლის „ჰაილაითების” შესახებ