in

25 მაისს „კრიპტო ბაზარი“ ფინანსებისა და ტექნოლოგიების სიმპოზიუმს ატარებს

25 მაისს „კრიპტო ბაზარი“ Republic Event Hall-ში ფინანსებისა და ტექნოლოგიების სიმპოზიუმს ატარებს. ეს არის შესაძლებლობა, შეხვდეთ სექტორის საუკეთესო მოთამაშეებს, გაიცნოთ დარგის პროფესიონალები და მიიღოთ საჭირო ინფორმაცია. ეს არის თქვენი შანსი, გაიგოთ უფრო მეტი კრიპტოვალუტებში ინვესტირების, ხელოვნური ინტელექტის მართვასა და NFT-ების შესახებ.

გაერკვიოთ ინდუსტრიის უახლეს ტენდენციებში, გაიგოთ მეტი პირდაპირ ინდუსტრიის ლიდერებისგან როგორებიც არიან თეზი მაჭავარიანი, გოგა მელიქიძე, გიორგი ტუღუში, ნინო გორგაძე, ნიკოლოზ გოგოჭური, ირაკლი ერაძე და სხვები.

სპიკერები ისაუბრებენ შემდეგ თემებზე:

  • კრიპტო ვალუტები — ვაჭრობა, ინვესტიციები, ტენდენციები;
  • AI — ხელოვნური ინტელექტი — რა ვქნათ, როცა რობოტები ჩაგვანაცვლებენ
  • ფეხბურთი და NFT
  • ფასიან ქაღალდებში ინვესტირება
  • რეგულაციური მოთხოვნები
  • უძრავი ქონება: წარსული, აწმყო და მომავლის პერსპექტივები
  • ენერგეტიკა და მაინინგი
  • სტარტაპ ეკოსისტემა
  • ინვესტიციების მოზიდვა
  • ციფრული მარკეტინგი
  • პროექტების მართვა — სწორად!
  • ონლაინ ბიზნესის საწყისები

თქვენი ბილეთით წვდომა გექნებათ არა მხოლოდ საგანმანათლებლო სესიებზე, არამედ ექსკლუზიურ ლანჩზე, სახალისო აქტივობასა და განუმეორებელ AFTER PARTY-ზე.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

[R]

„Love, Hope and Titanium“ — ჯერემი რენერი კამპანიის შთაგონებად იქცა

ავტომობილის TRADE-IN კიდევ უფრო მარტივად