კრიპტოვალუტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პორტალი ფორმულა 1-ის პარნტიორი გახდა. ვებგვერდი, Crypto.com ელექტრონული სივრცეა, რომელიც დაახლოებით, 10 მილიონ მომხმარებელს აერთიანებს. მათი აპლიკაცია კი როგორც iOS, ასევე Android Store-ში ერთ-ერთი მოწინავე ადგილებს იკავებს და მუდმივად ტრენდებშია.
მომავალი პარტნიორობის ფარგლებში, კომპანიის ლოგოტიპი ბოლიდებზეც განთავსება, გარდა ამისა, გრან პრის ტრასების ყველა მთავარ მონაკვეთში მთავარ ფლეისმენთ ადგილებს დაიკავებს. მომავალი პარტნიორობის ფარგლებში, კომპანიის მარკეტინგულ აქტივობებში პილოტებიც ჩაერთვებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, კრიპტოს მარკეტინგული გუნდი, თავდაპირველად, ერთ-ერთი საჯინიბოს მთავარ სპონსორობას აპირებდა, თუმცა, საბოლოოდ, მთლიანად ფორმულა 1-ის მთავარი პარტნიორი გახდა.
„ახალი თანამშრომლობა ჩვენთვის უზომოდ საინტერესოა, ეს ძალიან დიდი სივრცე და ადამიანთა დიდი გაერთიანებაა. ფორმულა 1 გარკვეული კულტურა და განსხვავებული სპორტული მისწრაფებაა, აქ ყველა გამარჯვებისთვის იბრძვის, აქ ყველას ლიდერობა სურს. ვფიქრობ, ახალ პარტნიორთან ერთად, წინ უამრავი საინტერესო მომენტი გველოდება“, – ამბობს კრიპტო ქომის მარკეტინგის მენეჯერი, ჯეიმს ფაურქეინი.
თავის მხრივ, ახალი პარტნიორით ფორმულა 1-ის გუნდიც ბედნიერია.
„ისინი სიახლეებს გვთავაზობენ, მუდმივად პროგრესისა და განვითარებისკენ არიან მიმართული, კრიპტოვალუტა მომავლის საკითხი და თემაა, გვსურს, ახალ პარტნიორთან ერთად ინოვაციური და საინტერესო სიახლეები შევთავაზოთ სპორტის ამ სახეობის მოყვარულებს. დაელოდეთ სიახლეებს, წინ ბევრი გამორჩეული მომენტი და რბოლა გველოდება“, – სტეფან დომინოქოლი, ფორმულა 1- ის დირექტორი.