in

ყველაფერი, რაც უნდა იცოდე, თუ კრიპტოში იღებ ხელფასს

ციფრულმა რეალობამ არაერთი სიახლე დანერგა ჩვენს ცხოვრებაში და ბევრ სფეროზე იქონია გავლენა — დაწყებული ბიზნესით, დასრულებული კომუნიკაციის ფორმებით. თუმცა ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება კრიპტოვალუტებისა და კრიპტო აქტივების საკითხმა მიიქცია, რომელიც სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. მათი რეალური ღირებულება უამრავი ადამიანისთვის სრულიად ცვლის ფინანსური ცხოვრების წესს — მაგალითად, ბოლო პერიოდში ხალხის დიდი რაოდენობა იღებს ანაზღაურებას კრიპტოვალუტებში და სტატისტიკურად, მომხმარებელთა რაოდენობამ უკვე 1 მილიარდს გადააჭარბა.

ვინაიდან ტენდენცია აქტიურად ვითარდება და ნამდვილად არ აპირებს სადმე გაქრობას, კრიპტოზე დაფუძნებული სახელფასო სისტემით არაერთი ცნობილი ადამიანი დაინტერესდა — მათ შორის არიან შორის IT პროფესიონალები, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები, სპორტსმენები და პოლიტიკოსებიც კი.

სტატიაში ვისაუბრებთ, რატომ არის კრიპტოს სახელფასო სისტემა უკეთესი არჩევანი ფრილანსერებისთვის, პროგრამისტებისა და ზოგადად იმ ადამიანებისთვის, ვისაც მეტი ფინანსური დამოუკიდებლობა სურს. ასევე, გაჩვენებთ, რა პლუსებს გთავაზობთ და როგორ გეხმარებათ კრიპტალი, რომ თქვენ კრიპტო ანაზღაურება მარტივად, ზედმეტი პროცედურების გარეშე მიიღოთ საკუთარ ანგარიშზე.

რატომ არის კრიპტოვალუტა საუკეთესო სახელფასო გადაწყვეტილება?

საერთაშორისო ტრანზაქციები — პირველ რიგში, ვინაიდან კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში არ არსებობს ერთი ცენტრალური მარეგულირებელი ორგანო, მომხმარებლებს ბევრად მეტი თავისუფლება აქვთ, მართონ თავიანთი აქტივები დაუბრკოლებლად. შესაბამისად, საერთაშორისო გადარიცხვები თითქმის სრულად თავისუფალია მოსაკრებლისა და დროითი შეფერხებისაგან. ტრანზაქცია, რომელიც მსოფლიოს ერთი წერტილიდან მეორეში მიემართება, რამდენიმე წამში აისახება ანგარიშზე ისე, რომ ვერავინ შეძლებს მის გაკონტროლებას.

მომენტალური ასახვა — ტრადიციული ფიატ ვალუტების ტრანზაქციებისაგან განსხვავებით, რომლებსაც საათები სჭირდება შუამავალი ბანკების გამო, კრიპტო გადარიცხვები მომენტალურად ისახება. ცენტრალური მარეგულირებელი ორგანოს არ არსებობის გამო, კრიპტო ტრანზაქციები ერთი მისამართიდან მეორეზე მომენტალურად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე ირიცხება და მომხმარებელს ლოდინი არ უწევს.

ანონიმურობა — კრიპტოვალუტების ერთ-ერთ მთავარი ღირსება მისი ანონიმურობაა. გამგზავნისა და მიმღების იდენტობა აბსოლუტურად უცნობია ყველასათვის, მათ შორის ტრანზაქციაში ჩართული ორივე მხარისათვის, რაც მომხმარებლის აქტივებს ცენტრალიზებული კონტროლისაგან სრულად ათავისუფლებს.

ინფლაციისგან თავის დაზღვევა — კრიპტოში დარიცხული ხელფასი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით ინფლაციურ ეკონომიკასა და რეგიონში ცხოვრობენ. მაგალითად, თურქეთი, სადაც გასულ წელს ინფლაციის ნიშნული 50%-იან ზღვარს ასცდა, კრიპტო კარგ „თავშესაფრად“ ითვლება. მაშინ, როდესაც სახელმწიფო ვალუტები ღიად არიან ინფლაციური რისკების წინაშე და კარგავენ თავიანთ მსყიდველუნარიანობას, კრიპტოში დარიცხული ხელფასი იმავე რჩება და მას არაფერი ემუქრება.

აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ შესაძლებელია ხელფასის სტაბილურ კრიპტოვალუტაში მოთხოვნა, რომლის ფასიც მუდმივად გამყარებულია სხვადასხვა ფიატ ვალუტებით — იქნება ეს დოლარი, ევრო თუ სხვა.

საინვესტიციო პოტენციალი — კრიპტოვალუტები, გარდა სახელფასო ალტერნატივისა, გამოირჩევა საინვესტიციო პოტენციალით. მაგალითად, თუ ხელფასი კრიპტოში გაქვთ, შესაძლოა რომ დროის მცირე მონაკვეთში აქტივების ფასი გაიზარდოს და თუ პირობითად საფულეში ჩარიცხული 1 ბიტკოინი მანამდე $20 000 ტოლი იყო, სრულიად შესაძლებელია, რომ იმავე რაოდენობის ბიტკოინი სულაც $30 000-ის ეკვივალენტი გახდეს.

საგადასახადო მოქნილობა — ტრადიციული ვალუტებისგან განსხვავებით, რომლებსაც მსოფლიოს ნებისმიერი სახელმწიფო ბეგრავს, კრიპტოვალუტები მრავალ იურისდიქციაში თავისუფლდება გადასახადებისგან. თქვენ მიერ გამომუშავებულ თანხას სრულად იღებთ და საკუთარ აქტივებზე ფლობთ რეალურ ფინანსურ თავისუფლებას.

გამოწვევები, რომლებიც კრიპტო ხელფასს ახლავს თან

მრავალ უპირატესობასთან ერთად, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ გარკვეული რისკებიც — ვინაიდან კრიპტოვალუტები ვოლატილური ხასიათით გამოირჩევა, ზოგიერთი ქოინი თუ ტოკენი განსაკუთრებით მიდრეკილი ფასის დაკარგვისკენ. თუ რომელიმე აქტივს დროის მოკლე პერიოდში შეუძლია საკუთარი ღირებულების გაზრდა, ასევე შესაძლებელია, რომ კრიპტოს ფასი დაეცეს.

თუმცა გამოსავალი აქაც არსებობს, კერძოდ, ვოლატილურობისგან თავის დაცვა სტაბილური ქოინების დახმარებით შეიძლება. მათ ღირებულებას რომელიმე ფიატ ვალუტა უმაგრებს ზურგს და, შესაბამისად, ფასიც მუდმივად სტაბილურ ნიშნულზეა. მაგალითად, USDT-ის ფასი მუდმივად $1-ის ტოლია.

გარდა ამისა, უამრავი ადამიანი, რომელსაც ხელფასი კრიპტოში აქვს აწყდება განაღდების პრობლემას. ხშირად ისინი თავიანთი კრიპტო აქტივების ფიატ ვალუტაში გადასაცვლელად P2P სერვისს იყენებენ, ანუ მიდიან ადამიანთან, რომელსაც ნაღდი ფულის გარკვეული მარაგი აქვს და მას თავიანთ ციფრულ აქტივებს შესაბამისი რაოდენობის თანხაში უცვლიან. უბრალოდ, ხშირად ნაღდი ფულის მარაგი ამოწურულია და ადამიანები, რომლებიც ანაზღაურებას კრიპტოვალუტაში იღებენ, ვეღარ ცვლიან და ანაღდებენ თავიანთ აქტივებს.

რას გვთავაზობს Cryptal?

მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, თავიანთ ანგარიშზე მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ მიიღონ და შეინახოთ სხვადასხვა პოპულარული და მოთხოვნადი კრიპტოვალუტა, იქნება ეს ბიტკოინი, USDT, ლაითქოინი თუ სხვა.

კონკრეტულად რა უპირატესობებს გთავაზობს კრიპტალი?

  • კრიპტოს ნებისმიერ დროს გაანაღდებთპლატფორმაზე შექმნილი ჯანსაღი კრიპტო ეკოსისტემიდან გამომდინარე, რომელიც ბირჟისა და კონვერტაციის ფუნქციონალით მიიღწევა, მუდმივად შეგიძლიათ საკუთარი კრიპტო აქტივები დაუბრკოლებლად გადაცვალოთ ფიატ აქტივებში — აშშ დოლარი, ლარი და ევრო.
  • ტრანზაქციების 24/7-ზე განახორციელებთ: თუკი საერთაშორისო ჩარიცხვებისას ბანკები ხშირად დამაბრკოლებელი ეტაპია, კრიპტალზე ტრანზაქციების განხორციელება კვირის ნებისმიერ დღეს, დღის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი. არ აქვს მნიშვნელობა, დედამიწის რომელი მონაკვეთიდან გირიცხავენ აქტივებს, ის თქვენს საფულეში დაუბრკოლებლად აღმოჩნდება.
  • ისარგებლებთ მხარდაჭერის გუნდის სერვისით: თუ ოდესმე პლატფორმის ფუნქციონალთან დაკავშირებით დახმარება დაგჭირდათ, მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალური პირებისაგან კომპეტენტური პასუხი მიიღოთ, თანაც სწრაფად. კრიპტალის დახმარების გუნდი მუდმივად მზადაა, კითხვებს უპასუხოს და ნებისმიერ ასპექტში გაგიწიოთ დახმარება.
  • მომენტალურად და მარტივად დააკონვერტირებთ აქტივებს: თუკი ქოინებისა და ტოკენების მომენტალურად გადაცვლა გსურთ, კონვერტაციის ფუნქციონალი თქვენთვისაა. აქ ფიქსირებულ ფასად გადაცვლით ბიტკოინს, ლაითქოინს, USDT-ის სხვადასხვა ფიატ ვალუტაში, ტრანზაქციას კი რამდენიმე წამი სჭირდება.
  • გაანაღდებთ ყველაზე დაბალი საკომისიოებითგარდა მაღალი ლიკვიდურობისა, რაც აქტივების სწრაფად განაღდების შესაძლებლობას გაძლევთ, მნიშვნელოვანი ფაქტორია საკომისიოებიც. კრიპტალზე ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი საკომისიოები მოქმედებს. თუკი მომხმარებელს სურს, რომ საკუთარი კრიპტო აქტივები ფიატ ვალუტაში დააკონვერტიროს, შემდგომ კი გაიტანოს, ამისათვის კრიპტალის დახმარებით სამი გზა არსებობს — ბარათზე გატანა, საბანკო გადარიცხვის გამოყენება და კრიპტომატის ATM-ის დახმარება. დოლარის შემთხვევაში განაღდების საკომისიო საერთოდ არ არსებობს.

„კრიპტოვალუტების სამართალი, და განსაკუთრებით კრიპტოაქტივების დაბეგვრის საკითხები, ძალიან ახალი და ბუნდოვანებით სავსე სფეროა. მრავალი ქვეყნის კანონმდებლობა, მათ შორის ქართული საგადასახადო რეჟიმი, კრიპტოაქტივებთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს ათავისუფლებს ზოგიერთი სახის გადასახადებისგან, მათგან ერთერთი ყველაზე აღსანიშნავი დამატებითი ღირებულების გადასახადია.

საქართველოში მოქმედი რეგულაციის თანახმად, ფიზიკური პირები, ზოგიერთ შემთხვევაში თავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადის გადახდისგან იმ შემოსავალზე, რომელიც მიღებულია კრიპტოაქტივების მიწოდებით, თუმცა ეს გათავისუფლება შეიძლება არ შეეხოს შემოსავალს, რომელიც მიღებულია ხელფასის სახით“, განმარტავს ვახტანგ ჩხენკელი, კრიპტო სამართლის ექსპერტი და Cryptoethica-ს დამფუძნებელი.

„ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ ფრილანსერი ხართ, IT ინდუსტრიაში მუშაობთ თუ ანაზღაურება კრიპტოში გაქვთ, კრიპტალი ნებისმიერ შემთხვევაში კარგი არჩევანია…“

[პარტნიორის კონტენტი]

„ხომლის მარანი“ — ლეგენდიდან ლეგენდარულ ღვინომდე

WordPress მომხმარებლებს 100-წლიან დომენებს და „ციფრულ უკვდავებას“ სთავაზობს