კრიპტოვალუტები ყოველდღიურ ტრანზაქციებში
BTC Map-ის მონაცემებით, კრიპტოვალუტის მიმღები მოვაჭრეების რაოდენობა 42%-ით გაიზარდა 2022 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის აპრილამდე, რაც ადასტურებს კრიპტოვალუტებით ფართო დაინტერესებას. Deloitte-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, მცირე ბიზნესიდან მსხვილ კორპორაციებამდე, მრუდი იზრდება, რადგან გამყიდველები აღიარებენ კრიპტოვალუტის გადახდების სარგებელს, აგრეთვე ახალი მომხმარებლების მოზიდვისა და ტრანზაქციის საკომისიოს შემცირების უპირატესობებს.
კრიპტოვალუტების ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრაციის კიდევ ერთი უდავო ნიშანია კრიპტობანკომატების რაოდენობის ზრდა. გლობალური კრიპტობანკომატების ბაზარი 2022 წელს 151$ მილიონიდან, 2023 წელს 181$ მილიონამდე გაიზარდა, რაც წარმოადგენს 64&-იან ზრდას მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში.
Chainalysis-ის თანახმად, სტეიბლკოინებმა უკვე აჯობა სხვა კრიპტოვალუტებს. აშშ დოლართან მიბმული სტეიბლკოინები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყოველდღიურ ტრანზაქციებში, განსაკუთრებით ფასის შენარჩუნებისა და ტრანსსასაზღვრო ტრანსფერების გაადვილებაში.
განათლება და ნდობა
● Consensys-ისა და YouGov-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა 92%-ს მთელ მსოფლიოში სმენია კრიპტოვალუტის შესახებ, ხოლო 50%-ს ამტკიცებს, რომ ესმის რა არის ეს;
● აშშ-ის ამომრჩეველთა პარადიგმის გამოკითხვამ აჩვენა, რომ აშშ-ის ამომრჩეველთა 19% ფლობს კრიპტოვალუტას და 69% უკმაყოფილოა არსებული ფინანსური სისტემით, რაც შეიძლება მიუთითებდეს ალტერნატიულ ფინანსურ ინსტრუმენტებზე მოთხოვნის ზრდაზე;
● მსოფლიოს მასშტაბით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მზარდი რაოდენობა გვთავაზობს ბლოკჩეინის კურსებს და სპეციალობას, ამზადებს პროფესიონალთა ახალ თაობას კრიპტოვალუტის ინდუსტრიაში სამუშაოდ. გლობალური ბლოკჩეინის ბიზნეს საბჭოს თანახმად, ახლა 70-ზე მეტ ქვეყანაში 1970 კურსია შემოთავაზებული.
მზარდი ინტერესი Binance-ის მიმართ
Binance-მა დააფიქსირა ახალი მომხმარებლების მასიური შემოდინება და გაზრდილი სავაჭრო აქტივობა. 2024 წლის დასაწყისიდან პლატფორმაზე 30 მილიონზე მეტი ახალი მომხმარებელი დარეგისტრირდა, ხოლო ყოველდღიური ვიზიტები და ვაჭრობის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. პლატფორმაზე განთავსებული მომხმარებლის აქტივების ღირებულებამ 100 მილიარდ დოლარს პირველად გადააჭარბა.
სპოტური ოპერაციების მოცულობა გაიზარდა 121%-ით — 1,12 ტრილიონ დოლარამდე 2024 წლის მარტში; ხოლო დერივატივებით ვაჭრობის მოცულობა გაიზარდა 89,7%-ით — 2,91 ტრილიონ დოლარამდე.
2024 წლის მარტის მონაცემებით, სპოტური ოპერაციების მოცულობა გაიზარდა 121%-ით — 1.12 ტრილიონ დოლარამდე; ხოლო დერივატივებით ვაჭრობის მოცულობა გაიზარდა 89.7%-ით და 2.91 ტრილიონი დოლარი შეადგინა..
2024 წელი იყო საეტაპო წელი კრიპტოვალუტის ინდუსტრიისთვის, რომელმაც აჩვენა, რომ კრიპტოს მიმღეობა და ცნობადობა მკვეთრად გაიზარდა. ეს ადასტურებს, რომ ციფრული აქტივები ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება.
კრიპტოვალუტის ინდუსტრია ციკლურად ვითარდება და ხასიათდება სწრაფი ზრდის პერიოდებით. ეს პერიოდები სტიმულირებულია გრძელი საბაზრო აღმავლობებით, რომლებიც მნიშვნელოვნად ეხმარება სფეროს, გადადგას ნაბიჯები მიმღებლობის, ცნობიერების ამაღლებისა და განათლების სფეროში. ეს უდავოდ აისახება 2024 წლის საბაზრო ციკლში.
[შეკვეთილი კონტენტი]