in

ჟირაფი ჟოზე „კრისტალისა“ და ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო ანიმაციურ ვიდეოში გამოჩნდა

ჟირაფი ჟოზე ახალ ანიმაციურ ვიდეოში გამოჩნდა, სადაც ის პატარებს დაზოგვის მნიშვნელობის შესახებ უყვება. ფინანსური განათლების, უფრო კონკრეტულად კი დაზოგვის მიმართ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალმა“, ფონდმა „კრისტალმა“ და ეროვნულმა ბანკმა  საგანმანათლებლო ანიმაციური რგოლი შექმნეს.

ვიდეოში ბავშვებს, მათთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი პერსონაჟი ჟოზე, მეგობრებთან ერთად, სიმღერით უხსნის დაზოგვის მნიშვნელობას. ასევე – რატომ არის საჭირო, რომ მთელი თანხა ერთბაშად არ დაიხარჯოს. ანიმაციური ვიდეო  USAID-ის YES-Georgia პროგრამის ფარგლებში არსებული „კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის“ მონაწილე „სტუდია ველოსიპედმა“ შექმნა.

„ფინანსური განათლების ხელშეწყობაზე ზრუნვა „კრისტალის“ სტრატეგიის ნაწილია და ამ მიმართულებით კრისტალი   არაერთ პროექტს ახორციელებს სხვადასხვა   ასაკისა თუ სფეროს  წარმომადგენლებისთვის. ერთ-ერთი ასეთი პროექტია „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაც“, რომლის ბენეფიციარიც ვიდეოს შემქმნელი „სტუდია ველოსიპედი“ არის“.

„კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის“ პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ სპეციალურ ბმულზეhttps://yes.crystal.ge

 

[R]

ახალი სამაგიდო თამაში – „კარანტინი – ყველანი ვირუსის წინააღმდეგ“

ინოვაციების 650 000-ლარიან საგრანტო კონკურსზე „ონლაინ“ საინფორმაციო დღეები იწყება