კრისტალის საკურორტო ზონამ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს (EYOF Bakuriani 2025) უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა 45 ქვეყნის 2,000-ზე მეტმა ახალგაზრდა სპორტსმენმა მიიღო.
ფესტივალი სამ ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში – იმართებოდა, თუმცა მისი მთავარი მოვლენები ბაკურიანში მიმდინარეობდა, სადაც 1,000-ზე მეტი სპორტსმენი სხვადასხვა დისციპლინაში შეეჯიბრა.
Crystal Hotel & SPA-ს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, 170 კომფორტული ნომრით, 700-ზე მეტი პრემიუმ-კლასის აპარტამენტითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით სრულად აკმაყოფილებდა EYOF ოლიმპიური კომიტეტის მოთხოვნებს. სწორედ ამ სტანდარტებმა აქცია კრისტალის საკურორტო ზონა ოლიმპიური სოფლის უპირატეს არჩევანად 6-19 თებერვლის განმავლობაში.
EYOF Bakuriani 2025-ის მასპინძლობისთვის მზადება კრისტალის გუნდმა რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. საორგანიზაციო და ლოგისტიკური პროცესების ზედმიწევნით დაგეგმვამ საშუალება მისცა, ღირსეულად მოეწყო 1,000-ზე მეტი სპორტსმენის მიღება, განთავსება და მათთვის ყოველდღიური სამჯერადი კვების უზრუნველყოფა.
კრისტალის გუნდი სრულ მზადყოფნაში იყო, რათა სტუმრებს, სპორტსმენებსა და ორგანიზატორებს კომფორტული, უსაფრთხო და დაუვიწყარი გამოცდილება შეექმნა.
EYOF Bakuriani 2025 არა მხოლოდ სპორტული ღონისძიება იყო, არამედ უნიკალური შესაძლებლობა კრისტალის საკურორტო ზონისთვის, რათა კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა თავისი უპირატესობა და დაემკვიდრებინა ადგილი საერთაშორისო ზამთრის ტურიზმის რუკაზე.
კრისტალის საკურორტო ზონაში სტუმრებს დახვდათ საბაგიროები და 12 კმ-ზე მეტი სიგრძის სათხილამურო ტრასები, ხელოვნური გათოვლიანებითა და ღამის სრიალის შესაძლებლობით. სპორტისა და დასვენების მოყვარულთათვის ხელმისაწვდომი იყო სპა და ველნეს ზონა აუზებით, საუნებით, ფიტნეს დარბაზებითა და სხეულის მოვლის მრავალფეროვანი პროცედურებით.
კურორტზე ასევე განთავსებული იყო ყინულის მოედანი ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის, კაფე-რესტორნები მრავალფეროვანი მენიუთი, საბავშვო ატრაქციონები ოჯახებისთვის და ტყე-პარკი, სადაც განათებული ბილიკები, სპორტული მოედანი და მოსასვენებელი ზონები სრულყოფილ დასვენებას უზრუნველყოფდა.
კრისტალის საკურორტო ზონა, როგორც EYOF Bakuriani 2025-ის მთავარი მასპინძელი, კვლავ აგრძელებს უმაღლესი დონის სტანდარტების შენარჩუნებას, რათა ყველა სტუმარმა დაუვიწყარი გამოცდილება მიიღოს.
[R]