in

კრისტალ ჯგუფის ახალი პროექტი — „პარკ ჰოტელი“

თანამედროვე სამყაროში, სადაც ყოველდღიური ცხოვრება სავსეა ქალაქის ხმაურით, მანქანების გამონაბოლქვითა და სუფთა ჰაერის დეფიციტით, ბევრი ადამიანისთვის პრიორიტეტულია საცხოვრებელი სახლი ბუნებასთან ახლოს, ქალაქგარეთ ან მინიმუმ პარკთან ახლოს მდებარეობდეს. სარეკრეაციო სივრცის ხელმისაწვდომობა როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ასევე განწყობაზეც მნიშვნელოვნად აისახება, რაც საბოლოო ჯამში ჩვენს სიმშვიდესა და ბედნიერებას უზრუნველყოფს.

სწორედ ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს კრისტალ ჯგუფის ახალი პროექტი „პარკ ჰოტელი“, რომელიც პრემიუმ კლასის სასტუმრო ტიპის საცხოვრებელი კომპლექსია და ბაკურიანში, კრისტალის საკურორტო ზონაში, უშუალოდ კრისტალ პარკის მიმდებარედ შენდება. საცხოვრებელი კომპლექსი თავისი უნიკალური მდებარეობითა და ინფრასტრუქტურული სერვისებით გამოირჩევა. მთლიანობაში, ურბანული გარემოსგან მოწყვეტილ მაცხოვრებლებს სახლთან ახლოს დახვდებათ ტყე-პარკი საფეხმავლო განათებული ბილიკებით, სპორტული მოედნითა და მოსასვენებელი ზონებით.

პროექტი 5-სართულიანია — შეგიძლიათ შეარჩიოთ 25-დან 66 კვ.მ.-მდე სტუდიო, ერთსაძინებლიანი და ორსაძინებლიანი ტიპის ბინები. ამავდროულად, კომპლექსი მოიცავს სპა ცენტრს, საცურაო აუზითა და ფინური საუნით; ფიტნეს დარბაზს; რესტორანს; სკი დეპოსა და ლობის. აღსანიშნავია, რომ აპარტამენტების მფლობელები 10-20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ ამ კრისტალის საკურორტო ზონის მრავალფეროვან ინფრასტრუქტურაზე.

საგულისხმოა, რომ კრისტალ ჯგუფმა მაქსიმალურად გაითვალისწინა შენობაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. ის აღჭურვილია სამეთვალყურეო ვიდეო სისტემით, OTIS-ის წარმოების უმაღლესი ხარისხის ლიფტებით, ალუმინის კარ-ფანჯრით და ა. შ.

ერთი სიტყვით, მაცხოვრებელი სახლთან ერთად უამრავ ბენეფიტს მიიღებს, მით უმეტეს გარემო თანამედროვე საკურორტო ზონისთვის დამახასიათებელ ყველა კრიტერიუმსა და ინფრასტრუქტურულ ნორმას აკმაყოფილებს. ახლოს არის საბაგირო, ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, სათხილამურო ტრასები, საბავშვო ატრაქციონი, კაფე-რესტორნები, ყინულის მოედანი და კრისტალ პარკი.

კომპლექსის მშენებლობა 2025 წლის დეკემბერში დასრულდება. ხოლო გარემონტებული და ავეჯით, ტექნიკით, ტექსტილითა და ყველა სასტუმრო აქსესუარით გაწყობილი აპარტამენტები 2026 წლის ივნისის თვეში ჩაბარდებათ მაცხოვრებლებს. თანაც კომპლექსის მოვლა-პატრონობასა და აპარტამენტების გაქირავებაზე ზრუნავს კრისტალ ჯგუფი.

[R]

გაზრდილი სიჩქარე, უცვლელი ფასი! – „მაგთიკომის” სიურპრიზი მომხმარებელს

„ხვლიკი და ჭიანჭველა“ — მეცნიერებმა ორი ახალი რობოტი შექმნეს