in

Crystal Group „Ecofest 2024“-ის ოქროს სპონსორია

Ecofest 2024-ის ოქროს მხარდამჭერებს შორისაა სამშენებლო დეველოპერული კომპანია კრისტალ ჯგუფი, რომელიც ბაკურიანში ლიდერის პოზიციას იკავებს.

დაბაში არსებული ეკოლოგიური გამოწვევები და მათთან გამკლავება მნიშვნელოვან როლს ასრულებს კრისტალ ჯგუფის სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკაში. სწორედ ამიტომ, ის აქტიურადაა ჩართული ბაკურიანში გამართულ საზოგადოებრივ აქციებსა თუ ღონისძიებებში. 

„ეკოფესტის“ ორგანიზებით, დაბა ბაკურიანში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეების, მინდვრებისა და გზისპირების დასუფთავება იგეგმება. Ecofest 2024-ის მიზანია, საზოგადოებაში, გარემოს ზრუნვასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვნად აამაღლოს ცნობიერება და ადამიანებს გარემოს დაცვის ჩვევა მეტად ჩამოუყალიბოს.

Ecofest 2024-ის ფარგლებში, გაიმართება საინტერესო და სახალისო შემეცნებითი თუ გასართობი ღონისძიებები — სემინარი გარემოს დაცვის თემებზე, ცოცხალი მუსიკა, ვახშამი, ბარბექიუ და ა. შ.

კრისტალ ჯგუფი აცნობიერებს, რომ საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად, ეკოლოგიური პრობლემები ბაკურიანშიც მწვავედ დგას, რის გამოც სასტუმრო „კრისტალი“ მაქსიმალურად უწყობს ხელს გარემოს დაცვითი ღონისძიებების ჩატარებას. სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, ბაკურიანში გამართულ „ეკოსფესტს“ მასპინძლობს და ფესტივალის ოქროს სპონსორია. 

„საკურორტო ზონებში ჯანსაღი და სუფთა გარემოს შენარჩუნება, თითოეული დამსვენებლის, ადგილობრივისა თუ მეწარმის პირდაპირი ვალდებულებაა. სასტუმრო კრისტლი კი, როგორც მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, მაქსიმალურადაა ჩართული სხვადასხვა ტიპის აქტივობებში. ფესტივალი უკვე მეორედ ტარდება და როგორც შარშან, ასევე წელსაც „ეკოფესტის“ მოხალისეებს ვმასპინძლობთ და ფესტივალის ოქროს სპონსორები ვართ“, აღნიშნავს სასტუმროს რეზერვაციებისა და გაყიდვების ხელმძღვანელი გიორგი მაისურაძე.

ფესტივალის ფარგლებში, სასტუმრო „კრისტალი“ უზრუნველყოფს მოხალისეთა განთავსებასა და ნებისმიერი ტიპის საორგანიზაციო საკითხში სრულ მხარდაჭერას. ამასთან ერთად, პროექტის წარმომადგენლები აქტიურად მოუწოდებენ ადგილობრივ ბიზნესებს, ორგანიზაციებსა და მოხალისეებს, მხარი დაუჭირონ მსგავსი ტიპის აქტივობებს. ეს ყველაფერი კი საერთო მიზნისთვისხელი შეუწყონ ბაკურიანს განვითარებას.

საგულისხმოა, რომ გასულ წელს ჩატარებულ „ეკოსფესტში“ 400-ზე მეტმა მოხალისემ, ადგილობრივმა სასტუმროებმა და კაფეებმა მიიღეს მონაწილეობა. ჯამში 230 000 ლიტრზე მეტი ნარჩენი შეგროვდა. წლევანდელ მონაწილეთა შორის იქნებიან სხვადასხვა წარმატებული კომპანიის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების თანამშრომლები, ადგილობრივი და უცხოელი სტუმრები.

[R]

რა სიახლეები გავიგეთ Apple WWDC 2024-დან?

სკარპიერას მოდური ზაფხული