in

შეიძინე პრემიუმკლასის აპარტამენტი ბაკურიანში, Crystal Park Hotel-ში

კრისტალ ჯგუფი აგრძელებს რეგიონში სასტუმრო-საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის განვითარებას და საზოგადოებას სთავაზობს კიდევ ერთ მასშტაბურ სიახლეს: ბაკურიანში, Crystal Park-ის ტერიტორიაზე, მიმდინარეობს Crystal Park Hotel-ის B ბლოკის მშენებლობა — პრემიუმკლასის, ski-in / ski-out კონცეფციის აპარტჰოტელი, რომელიც განსაკუთრებული ადგილმდებარეობითა და შთამბეჭდავი ინფრასტრუქტურით გამოირჩევა.

ახალი კომპლექსი შენდება Crystal Park-ის ცენტრში, ბაკურიანის პირველი საბაგიროსა და სათხილამურო ტრასის უშუალო სიახლოვეს. პროექტი სრულად პასუხობს თანამედროვე დასვენებისა და ინვესტირების სტანდარტებს, მისი მთავარი უპირატესობა კი მრავალფეროვანი საკურორტო ინფრასტრუქტურაა, რომელიც ქართულ რეალობაში იშვიათად გვხდება და დიდი ფუფუნებაა.

შიდა სივრცე სრულად აკმაყოფილებს კომფორტული და თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებს:

  • ფინური საუნა და მასაჟის ოთახები
  • თანამედროვე სატრენაჟორო დარბაზი
  • ski depot — ინვენტარის უსაფრთხო შენახვისთვის
  • ელეგანტური ლობი ბარი
  • სასტუმრო ტიპის რესეფშენი
  • OTIS-ის წარმოების ლიფტი, ალუმინის კარ-ფანჯარა და ვიდეო სამეთვალყურეო სისტემა

გარდა ამისა, კრისტალის საკურორტო ზონის ინფრასტურქტურა სრულად პასუხობს დასვენებისა და განტვირთვისთვის მნიშვნელოვან სერვისებს წლის ნებისმიერ სეზონზე:

  • 12 კმ-ზე მეტი სიგრძის სათხილამურო ტრასა, ხელოვნური გათოვლიანებითა და ღამის სრიალის შესაძლებლობით
  • კოხტა-მიტარბისა და დიდველის ტრასებთან დამაკავშირებული სათხილამურო ტრასები
  • სპა ცენტრები აუზებით, საუნებითა და ფიტნეს დარბაზებით
  • ყინულის მოედანი
  • სხვადასხვა კონცეფციის მქონე კაფე-რესტორნები
  • 8 ჰექტარზე გაშენებული ტყე-პარკი მოსასვენებელი ზონებითა და საფეხმავლო ბილიკებით
  • საბავშვო ატრაქციონები
  • ტობოგანი (იგივე მთის ციგა)

აპარტჰოტელის ოპერირებას უზრუნველყოფს კრისტალ ჯგუფის გამოცდილი მენეჯმენტი, რაც მეპატრონეებისთვის ფინანსური სარგებლისა და მომსახურების მაღალი სტანდარტის გარანტია. აპარტამენტების მესაკუთრეები კრისტალის საკურორტო ზონის ტერიტორიაზე სარგებლობენ განსაკუთრებული ბენეფიტებით, კერძოდ 10-20%-იანი ქეშბექ სისტემით სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. ეს სისტემა მესაკუთრეებისთვის დამატებით ფინანსურ უპირატესობას წარმოადგენს.

ამასთან ერთად კი, აპარტჰოტელში სივრცის ფლობა ნიშნავს გაქირავების შესაძლებლობასა და დამატებითი შემოსავლის მიღებას, რაც მას საინვესტიციოდ კიდევ უფრო მიმზიდველ პროექტად აქცევს.

Crystal Park Hotel B Block არის დასვენების, ინვესტირებისა და ცხოვრების მაღალი სტანდარტის შერწყმა, ადგილი, რომელიც ბუნებასთან მჭიდრო კავშირსა და თანამედროვე კომფორტს აერთიანებს.

სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 2025 წლის დეკემბერში დასრულება, ხოლო გარემონტებული, ავეჯით, ტექნიკით, ტექსტილითა და ყველა სასტუმრო აქსესუარით გაწყობილი აპარტამენტები მფლობელს 2026 წლის აგვისტოში ჩაბარდება.

[R]

როგორ უნდა გამოიყენონ ბრენდებმა მონაცემები ლოიალობის შესაქმნელად

ეს ბილბორდი ზუსტად ისე იწვება, როგორც თქვენი კანი მზეზე