in

„კრისტალის საკურორტო ზონა“ ბაკურიანში – „ადგილი, სადაც წელიწადის ნებისმიერ დროს, მაქსიმალური კომფორტი გელოდებათ“

„ბაკურიანში 10 დეველოპერული პროექტი განვახორციელეთ და 1 სასტუმრო კომპლექსი ავაშენეთ. ყველაზე დიდი პროექტი, რომელშიც ძალიან სერიოზული ფინანსური და ადამიანური რესურსების ინვესტიცია ჩავდეთ, „კრისტალის საკურორტო ზონაა“. ძალიან ვამაყობთ და ვთვლით, რომ პროექტი შედგა და მართლაც გამორჩეულია“, – ამბობს   კრისტალ ჯგუფის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი ქეთევან ხარაძე. 

უფრო ზუსტად რომ გითხრათ, „კრისტალის საკურორტო ზონა“, ბაკურიანში, 100 000 კვ/მ-ზე მეტ სარეკრეაციო სივრცეზეა გაშლილი. ქეთევან ხარაძე აღნიშნავს, რომ „კრისტალ ჯგუფის“ მთავარი მიზანი ბაკურიანის, როგორც ოთხსეზონური კურორტის ტურისტული პოტენციალის გაზრდაა. სწორედ ამიტომ შეიქმნა ევროპული მოდელების გათვალისწინებით  „კრისტალის საკურორტო ზონა“ – ადგილი სადაც წელიწადის ნებისმიერ დროს მაქსიმალური კომფორტი გელით. კომპლექსში ყველაფერია – სასრიალო ტრასები, საბაგიროები, სათამაშო და გასართობი მოედნები, დასასვენებელი სივრცეები, კაფე-ბარები, რესტორნები, სპა-ცენტრები, აუზები, სავარჯიშო დარბაზები, მოსასვენებელი და საცხოვრებელი ზონები.

ქეთევან ხარაძე: კრისტალ ჯგუფი“, ბაკურიანის სამშენებლო ბაზარზე 2008 წლიდან მოღვაწეობს. თუმცა, სასტუმროს ბიზნესი, მისმა დამფუძნებელმა გაცილებით ადრე დაიწყო. 2008 წლიდან კი ორი – სასტუმროსა და უძრავი ქონების დეველოპმენტის მიმართულებით დაიწყო კომპანიამ განვითარება.  ჯერჯერობით ყველა პროექტი ბაკურიანში გვაქვს და ვთვლით, რომ ამ კურორტს განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს.

რას სთავაზობსკრისტალის საკურორტო ზონა“ დამსვენებლებსა და ბინის მესაკუთრეებს

„კრისტალის საკურორტო ზონა“ არის ჩვენი ჯგუფის ყველაზე მასშტაბური პროექტი. ეს არის გარემო, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ და სასტუმრო კომპლექსებს, ვილების კომპლექსს, საკვებ ობიექტებს, სპორტულ და გასართობ მოედნებს, სასრიალო ტრასებს, საბაგიროებს და ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებს.  ევროპული სამთო კურორტების მაგალითზე დავგეგმეთ და განვავითარეთ ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. თითოეული აპარტ-ოტელი სრულ სასტუმრო მომსახურებებს გთავაზობთ, ბინებიც ნომრების კონცეფციას იმეორებს, იქნება ეს ელექტრონული გასაღებით შესვლა. ელექტრონული ჩამრთველი სისტემით სარგებლობა, ბრენდირებული ჰიგიენური საშუალებებით გაწყობა თუ სხვა.

ბუნებრივია, „კრისტალის საკურორტო ზონაში“ შესაძლებელია აპარტამენტის გაქირავებაც . . .

დიახ, ბინის მეპატრონეს შეუძლია თავად გააქირაოს საკუთარი უძრავი ქონება ან „კრისტალ ჯგუფის“ მენეჯმენტ გუნდს მიანდოს ეს საქმე. ჩვენ ყველა სტანდარტისა და წესის დაცვით ვმართავთ პროცესს. მეტიც, ჩვენ როგორც კომპლექსს, გვაქვს შესაძლებლობა ერთიანი პაკეტის სახით, გაცილებით მომხიბვლელი პირობები შევთავაზოთ დამსვენებელს, გავუკეთოთ სპეციალური ფასდაკლებები და ა.შ. რაც შეეხება არჩევანს, საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანია – ჩვენს საკურორტო ზონაში შეგიძლიათ, შეიძინოთ ან იქირაოთ სხვადასხვა ფართის, სტუდიოს ტიპის, ერთ – ორ საძინებლიანი აპარტამენტები.

აპარტამენტებს უკვე გარემონტებული სახით აბარებთ? 

მეპატრონეს გარემონტებულ, ავეჯითა და ტექნიკით სრულად გაწყობილ აპარტამენტს ვაბარებთ. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი – ეს არის სასტუმროს ტიპის ბინა და გვინდა, რომ საერთო სტანდარტებში ჯდებოდეს. გარდა ამისა, მაქსიმალურად ვათავისუფლებთ მომხმარებელს სარემონტო სამუშაოებისგან, ის უკვე გამზადებულ ბინას იბარებს. ბუნებრივია, შეუძლია, საკუთარი სურვილით რაიმე შეცვალოს, კორექტირება შეიტანოს. და მესამე – სხვა მფლობელებსა და დამსვენებლებს არანაირი დისკომფორტი არ ექმნებათ, ყველა აპარტამენტი გარემონტებული და მოწყობილია და ზედმეტი ხმაური არავის შეაწუხებს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, როცა საქმე მშენებლობას ეხება, ახალი გამწვანება და ძველი ნარგავების შენარჩუნებაა. 

რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. „კრისტალის საკურორტო ზონაში“ და მის მიმდებარედ ვრგავთ ხეებს, ვუვლით ძველ ნარგავებს. ვზრუნავთ ამ უნიკალური რეკრეაციული ტერიტორიის შენარჩუნებასა და დასუფთავებაზე. კომპლექსს ესაზღვრება 8 ჰექტარი ტყე, რომელსაც ახალი სიცოცხლე ვაჩუქეთ. მოვაწესრიგეთ და გამავალი გავხადეთ. ასევე მოვაპირკეთეთ ბილიკები და მოვაწყვეთ მოსასვენებელი ზონები.

რითია „კრისტალის საკურორტო ზონა“ გამორჩეული? ანუ ბაკურიანში ჩამოსულმა დამსვენებელმა რატომ უნდა აირჩიოს ის? ან რატომ უნდა შეიძინონ აპარტამენტი თქვენთან? 

უპირველესი ღირებულებაა ხარისხი. ეს ეხება მშენებლობას, მოწყობასა და მიწოდებულ სერვისებს.  მაგალითად, ყველა ობიექტი უმაღლესი სტანდარტის სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალებით არის შესრულებული, შენობებში დამონტაჟებულია „ოტისის“ ლიფტები და გერმანული წარმოების „რეჰაუს“ კარ-ფანჯარა. 24/7 მუშაობს მიმღები, დაცვისა და ტექნიკური როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დიდი უპირატესობაა თვითმყოფადი გარემო, რომლის დატოვების გარეშეც შეუძლია ბინის მეპატრონეს თუ უბრალოდ დამსვენებელს ისარგებლოს ინფრასტრუქტურით, საკვები ობიექტებით და მაღალი სტანდარტის მომსახურებებით. აღსანიშნავია, რომ დაინტერესებულ მომხმარებლებს გადახდის მოქნილ პირობებს ვთავაზობთ. აპარტამენტის შეძენის შემდგომ კი გადავცემთ ჩვენს ბარათს, რომლის გამოყენებითაც 20% ფასდაკლებით სარგებლობენ „კრისტალის საკურორტო ზონაში“ არსებულ კვების, სპორტულ თუ გასართობ ობიექტებზე. ასევე, პროექტების მშენებლობის მასშტაბებიდან გამომდინარე, ხშირად ვანებივრებთ პოტენციურ მომხმარებელს სპეციალური სააქციო შეთავაზებებით.

პანდემიის პირობებში როგორ მუშაობს „კრისტალ ჯგუფი“? 

რასაკვირველია, როგორც ყველა ბიზნესს, კრიზისული პერიოდი ჩვენც შეგვეხო და რამდენიმე ჩანაფიქრის დროებით გადადება მოგვიწია, თუმცა მიმდინარე პროექტები ერთი დღითაც არ შეჩერებულა. მეტიც, დავიწყეთ ულტრათანამედროვე აპარტ-ოტელის მშენებლობა, რომელსაც მრავალფეროვანი შიდა ინფრასტრუქტურა ექნება: სპა-ცენტრი, აუზი, სპორტული დარბაზი. ვთვლით, რომ ბაკურიანს განვითარების არაჩვეულებრივი პერსპექტივა აქვს – აქ, 2025 წელს, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, 2023 წელს კი სათხილამურო ფრისტაილის და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატია დაგეგმილი. ახლა ვმასპინძლობთ „სკი კროსის“ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე საერთაშორისო სპორტსმენებს, რომლებმაც არჩევანი „კრისტალზე“ გააკეთეს. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს ჩვენი ობიექტების განვითარების მაღალ ხარისხს. ცოტა ხნის წინ, ჩვენთან იყვნენ ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, მათ კომპლექსი ოლიმპიური სოფლის მოსაწყობად ერთადერთ, უალტერნატივო კანდიდატად დაასახელეს.

სამომავლო გეგმებზე კიდევ რა შეგიძლიათ გვითხრათ? 

დღესდღეობით, მომხმარებლის მოთხოვნების ხარისხი გაზრდილია. ეს გვახარებს და გვარწმუნებს, რომ სწორი გეზი გვაქვს აღებული. ჩვენი და მათი ხედვები მეტწილად ემთხვევა. ბაკურიანში ბინის შეძენის მსურველი ითვალისწინებს არა მხოლოდ ობიექტის კეთილმოწყობის დონეს, არამედ დამატებით ბენეფიტებს, რომელსაც იღებს. სწორედ ამიტომ, კრისტალ ჯგუფის სამომავლო გეგმებშია კიდევ უფრო კომპლექსური პროექტების განხორციელება, ოთხსეზონური ინფრასტრუქტურის სრულყოფა და ბაკურიანის ტურისტული პოტენციალის ამაღლება. იმედია, ამ ღირებულების გარშემო კიდევ უფრო მეტი კომპანია გავერთიანდებით და როგორც ჩვენთვის, ასევე ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს გავაკეთებთ.

 

 

[R]

“42digital“ – ახალი მოთამაშე საქართველოს IT ბაზარზე

Deep Nostalgia – ხელოვნური ინტელექტი ძველი ფოტოების გასაცოცხლებლად