in

შენი ფული შენთვის მუშაობს! – გაეცანი „მონეტას“ შესაძლებლობებს

ცოტა ხნის წინ, „კრისტალმა“ საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. განვითარების ახალ ეტაპს კრისტალი“ 520 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით, 130 000-ზე მეტი უნიკალური მომხმარებლით შეხვდა.

მიკრობანკის სტატუსის მიღების შემდგომ „კრისტალმა” მომხმარებლებისთვის მოგებიანი ფინანსური სერვისების კიდევ უფრო განვითარება დაიწყო. ასეთი ინოვაციური გამოწვევის ნაწილია საინვესტიციო პროდუქტი „მონეტა”, რომელიც მომხმარებლებს მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს. მისი ძირითადი ღირებულება ხელსაყრელი პირობები და მაღალი საპროცენტო  სარგებელია.

მონეტა“ ლარში, ევროსა და აშშ დოლარში გაიცემა. მისი მინიმალური ოდენობა 100,000 ლარია (ან მისი ეკვივალენტი აშშ დოლარში ან ევროში), მაქსიმალური კი – 3,000,000 ლარი (ან მისი ეკვივალენტი აშშ დოლარში ან ევროში).

“მონეტა” საინვესტიციო მექანიზმია, რომლის მთავარი უპირატესობა სანდოობა და მაღალი საპროცენტო სარგებელია: 13,5 %-მდე ეფექტური ლარში, 6.25 %-მდე ეფექტური დოლარში, 4.75 %-მდე ეფექტური ევროში.

რაც შეეხება ვადებს, „მონეტა“ მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 24 თვით იხსნება, ხოლო სარგებლის რეალიზაცია ყოველთვიურად ან ვადის ბოლოსაა შესაძლებელი. პროდუქტი განკუთვნილია როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის.

პროდუქტი ბაზარზე ორი სახით გახლავთ  წარმოდგენილი: დახურული და ღია თამასუქი. დახურული მოდელის შემთხვევაში, მომხმარებელს თანხა მხოლოდ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ შეუძლია გაიტანოს, ხოლო თუ იგი ღია პროდუქტით სარგებლობს, მისი გატანა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ნებისმიერ დროს შეუძლია.

ვადების კუთხით, „მონეტა“ შეიძლება გაიხსნას მინიმუმ 3 თვიდან მაქსიმუმ 24 თვემდე, ხოლო შემოსავლის მიღება შესაძლებელია ყოველთვიურად ან  ვადის ბოლოს. სერვისი შექმნილია როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული მომხმარებლებისთვის.

აღსანიშნავია, რომ დანაზოგების ინვესტირების სხვადასხვა გზების შექმნასთან ერთად, „მონეტა” მომხმარებლებში ფინანსური დაგროვებისა და დაზოგვის ტრადიციის განვითარებასაც ხელს უწყობს.

მიღებული ინვესტიციებით „კრისტალი” ახალ ბიზნეს-პროექტებს დააფინანსებს და “მონეტას” მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში, ფინანსური რესურსების ოპტიმიზაციასა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში აქტიურად ჩაერთონ.

„კრისტალი ფინანსური რესურესების ალტერნატიული წყაროების მოძიებაზე უწყვეტად მუშაობს. ბაზრის შესწავლის შემდეგ  მივიღეთ  გადაწყვეტილება, მომხმარებლებისთვის საინვესტიციო პროდუქტი „მონეტა“ შეგვეთავაზებინა, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს მიიღონ გარანტირებული მაღალი შემოსავალი სტაბილური კომპანიისგან“, – აღნიშნავს კრისტალის კომერციული დირექტორი მელანია კუჭუხიძე.

აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო პროდუქტის შედეგად მოზიდული თანხებით „კრისტალი“ შეძლებს სამიზნე სეგმენტი – მეწარმეები მთელი საქართველოს მასშტაბით, უფრო შეღავათიანი და მისაღები პირობებით დააფინანსოს, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებების – გარემოზე ზრუნვისა და ქალების მხარდაჭერის ფარგლებში მდგრადი სესხები გასცეს და ახალი საინვესტიციო პროდუქტით ხელი შეუწყოს ფინანსური რესურსების გადანაწილებას, შედეგად კი ბაზრისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

განსხვავებულ, თანამედროვე, სანდო საინვესტიციო პროდუქტებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. „კრისტალიც“ მიმდინარე წლის განმავლობაში „მონეტას“დახმარებით მნიშვნელოვანი რესურსის მობილიზებას გეგმავს.

კრისტალის სტაბილური პროგრესი, საფინანსო ბაზარზე 27-წლიანი გამოცდილება და სანდო იმიჯი, რომელიც ორგანიზაციას კლიენტებს შორის აქვს, „მონეტას“ პოპულარიზების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

და მაინც, რა არის „მონეტას“ მთავარი უპირატესობა?

ერთი მხრივ, კაპიტალის ზრდა, რადგან დროთა განმავლობაში თქვენი ინვესტიცია მნიშვნელოვნად იზრდება. მეორე მხრივ, ფინანსური სტაბილურობა – „მონეტა“ უზრუნველყოფს თქვენი ფინანსების მდგრად ზრდასა და უსაფრთხო განვითარებას. ამას გარდა, ეს გახლავთ პასიური შემოსავალი, რადგან ინვესტირებული თანხა მუშაობს თქვენთვის, თქვენი დამატებითი ძალისხმევის გარეშე.

[R]

TikTok კონტენტის გასაფილტრად ახალ AI ხელსაწყოს უშვებს

“apeople”-ში ეკოჩელენჯი წარმატებით დასრულდა – გამოვლინდა 10 გამარჯვებული