26
აპრ
2018

ვინ დაეპატრონება 3კგ ოქროს?! – “კრისტალგეიმის” ოქროს ციებ-ცხელება იწყება!

26 აპრ 2018

ინტერნეტ და სატელევიზიო სივრცეში სულ უფრო ხშირად გვხვდება ხოლმე შოუები, სადაც, ინტელექტის დახმარებით, შესაძლებელია დიდი თანხების მოგება. ხშირად, კომპანიებს თამაშების უცხოური ანალოგიც შემოაქვთ და ამგვარად, ერთი მხრივ, საზოგადოებას ალტერნატიული შემოსავლის მიღების საშუალებას აძლევენ, ხოლო თავად მათთვის – სამიზნე სეგმენტთან ეფექტური კომუნიკაციის ერთ-ერთი მიდგომაა. “კრისტალგეიმი” Crystalbet-ის პროექტია, რომელიც თამაშის პრინციპით ტარდება და საშუალებას მისცემს მსურველებს, ლოგიკის, აზროვნების სისხარტისა და მოხერხებულობის დახმარებით, მოიგონ 25 000 ლარი, 50 000 ლარი და 3 კილოგრამიანი ოქროს ზოდი. თამაში დაიყოფა სამ ეტაპად, რომელთაგან თითოეულს მისი გამარჯვებული ეყოლება. “კრისტალგეიმში” მონაწილეობის მიღება ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს უფასოდ შეუძლია. რა როლი აქვს “კრისტალგეიმს”, როგორ შეიძლება თამაშში მონაწილეობა, როგორია წესები, “კრისტალბეთის” მარკეტინგისა და PR-ის დეპარტამენტის უფროსისგან, გიორგი კინტირაიასგან, შევიტყვეთ.

BOG xelfasi
Bog Xelfasi mob

 

M: რა სტრატეგიული როლი აქვს “კრისტალგეიმს” კრისტალბეთისთვის?

მივიჩნიეთ, რომ ბრენდის პოპულარიზაციისა და გაახალგაზრდავებისთვის ამ ტიპის პროექტი კომპანიის ბრენდინგისთვის მომგებიანი იქნებოდა. ვიმედოვნებთ, რომ „კრისტალგეიმის“ მეშვეობით ბრენდის სახელი კიდევ უფრო გავრცელდება და ისეთ ადამიანებსაც დავამახსოვრებთ თავს, რომლებსაც გემბლიგთან შეხება არ აქვთ. „კრისტალგეიმზე“ მუშაობის პროცესში გავითვალისწინეთ – საქართველოში მსგავსი მრავალპროფილური და მასშტაბური პროექტები იშვიათად ხორციელდება მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების მხრიდან დაინტერესება საკმაოდ დიდია. რეალურად, ამ პროექტით „კრისტალბეთი“ აუდიტორიას განხვავებულ პროდუქტს სთავაზობს.

M: თამაშის კონცეფცია ადგილობრივად დააპროექტეთ თუ საერთაშორისოს ანალოგია?

თამაშის ამგვარი ფორმატი მსოფლიო მასშტაბით არის აპრობირებული, თუმცა „კრისტალგეიმი“ ქართულ აუდიტორიასა და მათ მოთხოვნებზე არის მორგებული. აღსანიშნავია რომ საქართველოში მსგავსი პროექტის განხორციელების პრეცენდენტი უკვე არსებობს და მან საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი დაიმსახურა, თუმცა „კრისტალბეთის“ პროექტი უფრო მასშტაბურია, კონცეფცია განსხვავებული და სოლიდური საპრიზო ფონდი. თამაში 3 ეტაპად იყოფა და თითოეულ ეტაპს თავისი გამარჯვებული ეყოლება.

M: როგორია თამაშის წესები?

 

  • თამაშში ჩასართავად აუცილებელია მარტივი რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე www.crystalgame.ge რეგისტრაცია და თამაში სრულიად უფასოა.
  • დარეგისტრირებული მოთამაშე ყოველდღიურად შეტყობინების სახით მიიღებს თავსატეხს, რომლის პასუხიც მითითებულ პასუხის ველში უნდა შეიყვანოს. არასწორი პასუხის შეყვანის შემთხვევაში მოთამაშეს პასუხის განმეორებით შეყვანის შესაძლებლობა მხოლოდ 20 წუთის შემდეგ ექნება.
  • თამაში სამ ეტაპად იყოფა:
    პირველი ეტაპი 28 აპრილს იწყება და გამარჯვებული 25 000 ₾-ს მიიღებს.
    მეორე ეტაპი 12 მაისს იწყება და გამარჯვებული 50 000 ₾-ს მიიღებს.
    მესამე და დასკვნითი ეტაპი 26 მაისს იწყება და გამარჯვებული 3 კილოგრამიან ოქროს ზოდს მიიღებს.
  • მოთამაშეები დავალებებს ონლაინ რეჟიმში მიიღებენ. სამუშაო დღეებში მოთამაშეები დავალებებს სახლიდან გაუსვლელად შეასრულებენ, ხოლო უქმე დღეებში თავსატეხებისა და პასუხების მოძებნა ქალაქის მასშტაბით მოუწევთ.
  • აუცილებელია, რომ მოთამაშემ ყველა მიღებულ თავსატეხს გასცეს პასუხი. წინააღმდეგ შემთხვევაში მოთამაშე ვერ მიიღებს ახალ თავსატეხს. სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში მოთამაშე მომდევნო ამოცანას ფიქსირებული დროის გასვლის შემდეგ (კითხვიდან გამომდინარე, არანაკლებ 10 წუთისა) მიიღებს. შესაბამისად, მოთამაშეს, რომელიც სწორი პასუხის გაცემას სხვებზე სწრაფად შეძლებს, მომდევნო თავსატეხი უფრო სწრაფად გაეგზავნება.
  • მოთამაშეების მიერ სწორი პასუხების ერთნაირი რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა იმ მოთამაშეს მიენიჭება, რომელმაც პასუხი უფრო სწრაფად გასცა.

M: რას მოიცავს თავსატეხები, რომლებიც თამაშში იქნება გამოყენებული – საჭიროებს კონკრეტული ფაქტების (მაგალითად, ისტორიული თარიღების) ცოდნას თუ სხვა მექანიზმითაა აწყობილი?

თამაშის სპეციფიკიდან გამომდინარე თავსატეხების ამოხსნა ლოგიკურ აზროვნებაზე, სისხარტეზე და მიხვედრილობაზეა დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, შესაძლოა, რომ კონკრეტული ამოცანებისთვის თავის გასართმევად ფაქტობრივი ცოდნაც გახდეს საჭირო.

M: თამაშის ფორმატი სტუდიურია თუ ონლაინ ჩართვაც შეიძლება?

შეიძლება ითქვას, რომ თამაში არის მრავალპროფილური, რადგან შეიცავს როგორც ციფრულ სივრცეს (თამაშზე რეგისტრაცია და კითხვებზე პასუხების გაცემა ხდება ვებგვერდის მეშვეობით), ასევე სატელევიზიო რეალითი შოუს ელემენტებს (გაშუქდება TV „იმედის“ ეთერში დამოუკიდებელი გადაცემის ფორმატით, ყოველ პარასკევს, 18:20 საათზე) და მოითხოვს მოთამაშეებისგან აუთდორ აქტივობებს.

M: თამაშის პროცესში ერთი ადამიანია ჩართული, თუ რამდენიმე პარალელურად და შეჯიბრის რეჟიმში მიმდინარეობს თავსატეხების ამოხსნა?

თავსატეხების ამოხსნა მიმდინარეობს შეჯიბრის რეჟიმში. მოთამაშის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, რომ დანარჩენ მონაწილეებს სწორი პასუხების გაცემა დაასწროს და დაწინაურდეს.

M: ვინც დარეგისტრირდება, აბსოლუტურად ყველა ითამაშებს? არ ვგულისხმობთ არასრულწლოვანებს, თუ მათაც აქვთ თამაშის უფლება?

არასრულწლოვანებს არ აქვთ რეგისტრაციისა და თამაშში ჩართვის უფლება. ვინც დარეგისტრირდება ავტომატურად ყველა ერთვება თამაშში, რა თქმა უნდა, თუ კონკრეტული პიროვნება არ გადაწყვეტს თამაშისთვის თავის დანებებას.

M: რომელმა სარეკლამო სააგენტომ უზრუნველყო პროექტის შემუშავება?

„კრისტალგეიმის“ იდეა, თამაშის სპეციფიკა და სცენარი „კრისტალბეთის“ მარკეტინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერაა შემუშავებული, ხოლო სარეკლამო რგოლის დამზადება უზრუნველყო ფროდაქშენ კომპანია Film_Asylum-მა.

 

[R]

განხილვა