„კრისტალი” ბაკურიანის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საკურორტო ზონაა, რომლის გუნდიც მუდმივად ზრუნავს დამსვენებელზე და ახალი პროექტებით ხშირად ანებივრებს. სწორედ ამ ზრუნვის ნაწილია ტობოგანი, იგივე მთის ციგა, რომელიც პირველად 2024 წლის ზაფხულის ბოლოს სატესტო რეჟიმში ამოქმედდა, 2025 წლის სეზონზე კი უკვე ოფიციალურად ფუნქციონირებს. სრულად მოწყობილი სადგურებითა და ღამის განათებით, ის მზად არის ექსტრემისა და თავგადასავლების მოყვარულთა მისაღებად.
მთის ციგა, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2369 მეტრზე, ალპურ ზონაში, უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს ვიზიტორებს. მისი მარშრუტი მორგებულია მთის პანორამებზე, რაც აერთიანებს სისწრაფეს, ადრენალინსა და საოცარ ხედებს ბაკურიანის ბუნებაზე.

ტობოგანამდე ორი საბაგირო ხაზი მიდის: პირველი საბაგირო ზონიდან დამსვენებლები მეორეზე გადასხდებიან, რომლის ზედა სადგურიც პირდაპირ ტობოგანთან მიდის. ატრაქციონი ფუნქციონირებს მხოლოდ მშრალ ამინდში, რაც უსაფრთხოების მაქსიმალურ გარანტიას იძლევა.
კომპანია „კრისტალ ჯგუფი“ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ბაკურიანში ოთხსეზონიანი ტურიზმის განვითარებაზე დაიწყო ზრუნვა. ადრე მხოლოდ ზამთრის კურორტად ცნობილი ბაკურიანი ამჟამად მთელი წლის განმავლობაში მოთხოვნადი მდებარეობაა, ეს კი იმ იდეის დამსახურებაა, რომელიც კრისტალმა დაისახა მიზნად – შეექმნა ინფრასტრუქტურა და მრავალფეროვანი ტურისტული გამოცდილება.
სასტუმრო კრისტალის ისტორია 27-ნომრიანი პატარა სასტუმროთი დაიწყო, თუმცა დღეს იგი წარმოადგენს სრულად ჩამოყალიბებულ საკურორტო ზონას, სადაც თავმოყრილია:
- 170-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი (70 ახალი ნომერი დაემატა 2024-25 ზამთრის სეზონზე)
- თანამედროვე სპა ცენტრი 25-მეტრიანი აუზით, ფინური საუნითა და ფიტნეს დარბაზით
- სამი საბაგირო ხაზი
- ოთხი სხვადასხვა კონცეფციის კაფე/რესტორანი
- ტობოგანი — მთის ციგა
- ველობილიკები, ტყე-პარკი, ყინულის მოედანი, ბავშვთა გასართობი სივრცე და სპორტჰოლი
- ხელოვნური გათოვლიანების სისტემა და სხვადასხვა სირთულის სასრიალო ტრასები

აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურულად გამართული ეს ეკოსისტემა არა მხოლოდ ტურიზმს ავითარებს, არამედ ქმნის დასაქმების ადგილებსაც, მხარს უჭერს ადგილობრივ ეკონომიკას და ხელს უწყობს რეგიონის ზოგად გაძლიერებას.
ყველაფერი ერთ სივრცეში — კრისტალის უპირატესობა
კრისტალში მოხვედრის შემდეგ დამსვენებლების განკარგულებაშია სასტუმრო და აპარტოტელები, გარე აქტივობები, შიდა სერვისები, რომლებიც მოიცავს სპას, აუზებს და სხვა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სტუმრებს ხვდებათ ყველა კატეგორიის მომსახურება, რომელიც გათვლილია წყვილებზეც, ოჯახებზეც და ასაკოვან დამსვენებლებზეც.

კრისტალის გეგმები
კრისტალი არ ჩერდება, ტობოგანი მიმდინარე ზაფხულის ერთადერთი სიახლე არ არის. სეზონის მეორე ნახევარში გაიხსნება ატრაქციონების პარკი, რომელიც კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს ვიზიტორთა გამოცდილებას. ეს იქნება სივრცე, სადაც დასვენება, გასართობი და ეკოაქტივობები სრულ ჰარმონიაში გაერთიანდება.
ეს და სამომავლოდ დაგეგმილი ნებისმიერი სიახლე კრისტალის საერთო მისიის ნაწილია – ხელი შეუწყოს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას და დაამკვიდროს საერთაშორისო სტანდარტები.
[R]











