ქუთაისობა, რომელიც მეორენაირად გვირილობის სახელითაა ცნობილი, ყოველწლიურად 2 მაისს აღინიშნება. ეს უძველესი ქალაქი ღიმილთან, კულტურასთან, ხელოვნებასთან, სტუმართმოყვარეობასთან და მეგობრობასთან ასოცირდება. ეს არის ქალაქი, სადაც სულ გიღიმიან, სულ უხარიათ შენი დანახვა და ყოველთვის გულითადად გხვდებიან.
„გვირილობა” არა მარტო ყველა ქუთაისელისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის განსაკუთრებული დღეა. ყოველი წლის ორ მაისს მას საზეიმოდ აღნიშნავენ როგორც ადგილობრივები, ისე სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული სტუმრები.
ამ მნიშვნელოვან მოვლენას ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალმა” ვიდეორგოლი მიუძღვნა. კრისტალისთვის ქუთაისს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან 28 წლის წინ კომპანიის საქმიანობა სწორედ აქედან დაიწყო და მას შემდეგ მას, როგორც ლიდერ ფინასურ კომპანიას, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებასა და მხარდაჭერაში, ახალგაზრდების წარმატებაში და ეს საქმიანობა თითოეულ კრისტალელს განსაკუთრებული სიამაყით ავსებს.
სწორედ ამიტომ, გვსურდა, ეს დღე ჩვენი ქუთაისელი თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის გამორჩეულად გაგველამაზებინა და ჩვენი განსაკუთრებული პატივისცემა, სითბო და დადებითი ემოციები გვეჩუქებინა.










