in

კანადის კოსმოსური სააგენტოს განახლებული ლოგო და მიზნები მთვარეზე

მას შემდეგ, რაც ადამიანების მთვარეზე დაბრუნების მისიაში კანადა NASA-ს შეუერთდა, ქვეყნის კოსმოსურმა სააგენტომ (CSA) განახლებული ლოგო გამოაქვეყნა. 2024-ში პირველი კანადელი ასტრონავტი გაემგზავრება ჩვენს ბუნებრივ თანამგზავრზე — ამ მნიშვნელოვანი მოვლენისთვის კი თითოეულ დეტალს სათანადოდ ამზადებენ.

„კანადა კოსმოსური აღმოჩენების ახალ ეპოქაში შედის. მთვარეზე დაბრუნებისთვის ახლა იდეალური დროა, დედამიწისთვის მონაცემების შეგროვების საჭიროებისა და ჩვენი ქვეყნის კოსმოსური ინდუსტრიის განვითარების თვალსაზრისით. ასევე, შესაფერისი პერიოდია იმისათვის, რომ ჩვენს კოსმოსურ პროგრამას თანამედროვე, გამარტივებული სიმბოლო მივანიჭოთ, რომელიც მომავალზე ორიენტირებულ ღირებულებებზე მიანიშნებს“, — აცხადებს სააგენტო.

მეტი ავთენტურობისთვის, სააგენტომ ქვეყნის ეროვნული სიმბოლო, ნეკერჩხლის ფოთოლი შეარჩია. თავის მხრივ, ფორმა კონტექსტს მოარგეს, როგორც კოსმოსში გაფრენის სცენა. გარდა ამისა, როგორც CSA აღნიშნავს, „ნეკერჩხლის ფოთოლი წარმოადგენს კანადის გამბედაობას გამომგონებლობის მიმართ და მომავლისკენ ხედვას, რათა ინოვაციების საზღვრები გავარღვიოთ“.

„არაერთი საინტერესო პროექტია მზად, რომ ჩაეშვას წარმოებაში, მაგრამ…” – ქართული ანიმაციის გამოწვევები

ახალი თაობის Skoda Kodiaq-ის შესახებ პირველი დეტალები გახდა ცნობილი