in

CSR Awards 2020-ის ჯილდო  – „კრისტალი“ გარემოზე ზრუნვას აგრძელებს

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაციაკრისტალი“ „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2020″-ის გამარჯვებულია. CSR Award 2020-ის წლევანდელ კონკურსზე, კატეგორიაშიმდგრადი განვითარების მიზანი #12“ მათ წარდგენილი ჰქონდათ პროექტიმწვანე დაფინანსება“. 

გარემოზე ზრუნვა „კრისტალისთვის“ სიახლეს არ წარმოადგენს – „მწვანე დაფინანსების“ მიმართულება ორგანიზაციაში ჯერ კიდევ 2017 წელს გაჩნდა. პროექტი გულისხმობს მომხმარებლებისთვის მწვანე ალტერნატივების შეთავაზებას და ეკომეგობრული, გარემოსთვის ნაკლებ საზიანო პროდუქტების დაფინანსების ხელშეწყობას. როგორც კომპანიაში ამბობენ, ამით ცდილობენ, საკუთარი წილი პასუხისმგებლობით და მზრუნველობით, გარემოზე მავნე ზემოქმედება შეამცირონ.

რეალობაზე მორგებულ საკრედიტო შეთავაზებასთან ერთად, „კრისტალი“ ინფორმაციას აწვდის მოხმარებელს მწვანე პროდუქტების ეკონომიური და ეკოლოგიური სარგებლის შესახებ, ხელს უწყობს მწვანე პარტნიორების ქსელის განვითარებას, უბიძგებს მოსახლეობას გონივრული მოხმარებით ენერგიის და ფინანსების დაზოგვისკენ და მოუწოდებს მათ,  გახდნენ უფრო ეკო-მეგობრულები.

კრისტალისუფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ილია რევია: „ჩვენი სტრატეგია ემყარება 3P-ის (People, Planet, Profit) პრინციპს, რომელიც გულისხმობს ფოკუსს ადამიანებზე, პლანეტასა და კომპანიის ფინანსურ მოგებაზე. ჩვენს ასევე შერჩეული გვაქვს მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან 6 მიზანი, რომელიც ინტეგრირებულია „კრისტალის“ სტრატეგიის დოკუმენტში.

კრისტალი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, გარემოსდაცვითი და კორპორაციული მიმართულებით სისტემატურად მუშაობს. ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ ახალგაზრდები ფინანსური განათლებით, სამეწარმეო უნარ-ჩვევებითა და ცოდნით, გავაძლიეროთ ქალი მეწარმეები და ქართველი ემიგრანტი ქალები, ამავე დროს უზრუნველვყოთ ჩვენი საქმიანობით გამოწვეული შესაძლო ნეგატიური ზემოქმედების შემცირება გარემოზე.

მიხარია, რომ წელსაც მნიშვნელოვანი აღიარება მოვიპოვეთ, CSR Award 2020-ის ჯილდო ამ მიმართულებით, ჩვენი საქმიანობის და მიღწევების ერთგვარი აღიარება იყო. რაც კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს ჩვენს გუნდს, განაგრძოს განვითარება ამ მიმართულებით და ხელი შეუწყოს გაეროს მდგრადი მიზნების მიღწევას“.

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით გამართულ ყოველწლიურ ღონისძიებაზე „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2020 – ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის’’, კრისტალმა გამარჯვება მოიპოვა კატეგორიაში „მდგრადი მოხმარება და წარმოება“  პროექტისთვის „მწვანე დაფინანსება“.

კრისტალის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის სამსახურის ხელმძღვანელი მაია ქობალია: „პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს კონკურსის ამ კონკრეტული კატეგორიის მიზნობრიობა: ეს იყო კატეგორია, რომელსაც უნდა გამოევლინა ისეთი კომპანია, რომელიც თავისი საქმიანობით ხელს უწყობს მდგრად განვითარებასა და გრძელვადიანი სარგებლის მოტანას, როგორც თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ კონკურსში მონაწილეობას იღებდა საქართველოში მოქმედი, თითქმის, ყველა მცირე, თუ დიდი ბიზნესი. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის ჟიური დაკომპლექტებული იყო ისეთი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებით, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერაში. შესაბამისად, ასეთი პროფესიონალებისგან მიღებულმა მაღალმა შეფასებამ და აღიარებამ ერთიორად გაზარდა ჩვენი სიხარულიც და პასუხისმგებლობაც“.

კრისტალის „მწვანე დაფინანსების“ ფარგლებში, ფინანსდება ისეთი მწვანე ალტერნატივები, როგორიცაა ენერგოეფექტური საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ეკო-მეგობრული სამშენებლო მასალები, განახლებადი ენერგოტექნოლოგიები (მზის წყლის გამათბობელი; მზის პანელები), გათბობის ენერგო ეფექტური საშუალებები, ჰიბრიდული და ელექტრო ავტომანქანები, CNG სისტემები, სარწყავი სისტემები და სხვა.

ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების უპირატესობების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა საზოგადოებაში, კომპანიის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომლის საპასუხოდ,  ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის არის მინი პროექტი „გაუტყევების წინააღმდეგ”. პროექტის ფარგლებში, შეირჩა კლიენტის 4 მომხმარებელი, რომლებიც გასათბობად იყენებდნენ შეშას. მათ საჩუქრად გადაეცა ალტერნატიული საწვავი საშუალება – თხილის ნაჭუჭის ბრიკეტი და ენერგოეფექტური ღუმელი. შედეგად მიღებული სარგებელი კი მათ სხვა მომხმარებლებსაც გაუზიარეს, რამაც კიდევ უფრო გაზარდა კრისტალის მწვანე პროდუქტების მომხმარებელთა რაოდენობა.

ამას გარდა, კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და ყოველწლიურად აფასებს, თუ რა ზეგავლენას ახდენს მწვანე დაფინანსება გარემოზე. ამისთვის „საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრის დახმარებით” შემუშავდა  „ენერგოდანაზოგებისა და CO2 კალკულატორი.” თვალსაჩინოებისთვის – 1 ხე წელიწადში ასუფთავებს საშუალოდ 25 კგ CO2-ს, ამ მაგალითის მიხედვით, კრისტალმა  მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ხელი შეუწყო 2,7 მლნ kWh ენერგიის დაზოგვას და გარემოს აარიდა 417 ტ. ნახშირორჟანგის გაფრქვევა. შესაბამისად, „კრისტალმა“ შეასრულა 16,600 ხის საქმე.

კრისტალის მწვანე პროდუქტების განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი ანა გეწაძე: „ჩვენ გვჯერა, რომ პლანეტის გადარჩენაში თითოეული ადამიანის წვლილი მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა შევძლოთ გარდამტეხი ცვლილებების შეტანა, როგორც ბიზნესში, ასევე ყოველდღიურ საქმიანობაში, რათა შევამციროთ გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა და ჩვენი წილი მზრუნველობა შევიტანოთ პლანეტის დაცვაში. ამიტომ „კრისტალი“, როგორც ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია და ერთ-ერთი პიონერი ბაზარზე, მწვანე დაფინანსებით მომხმარებლების ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად სუფთა გარემოზე და უსაფრთხო მომავალზე ზრუნავს“.

როგორც „კრისტალში“ ამბობენ, მწვანე დაფინანსების განვითარება მათთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. კომპანიამ 2025 წლისთვის მიზნად დაისახა მწვანე პორტფელის არსებითი ზრდა, რითიც შინამეურნეობების ენერგო ეფექტიანობაზე დიდ გავლენას მოახდენს, რაც დადებითად აისახება კლიმატის ცვლილებასა და GHG ემისიაზე.

მდგრადი განვითარების მე-12 მიზნის მიღწევისთვის ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება კომპანიის მხრიდან.

 

[R]

იმისათვის, რომ დაინახო მომავალი, შეხედე Netflix-ს

იაპონიამ ასტეროიდ რიუგუს მტვრის პირველი ფოტო გამოაქვეყნა