27
Dec
2012

კორპორაციული პასუხისმგებლობა და პიარი

27 Dec 2012

სოციალური პასუხისმგებლობა კორპორაციული თვითრეგულაციის ფორმაა, რომელიც ბიზნეს მოდელშია ინტეგრირებული.

ტერმინი “ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა” 1960-იანების ბოლოსა და 70-ანების დასაწყისში დამკვიდრდა. ის ძირითადად სამ კომპონენტს, კომპანიას, მომხარებელსა და დაინტერესებულ პირებს, ანუ “სტეიკჰოლდერებს” აერთიანებს.

“სოციალური პასუხისმგებლობა არის პიარ სუბიექტის ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება დააკმაყოფილოს კახა მაღრაძეპრობლემები და გამოწვევები საკუთარი ფუნქციის გარეთ. აქ არ იგულისხმება საზოგადოებისთვის  პროდუქტის შეთავზება ან გადასადახდების გადახდა. ამას ხომ ისედაც აკეთებს კომპანია. არამედ, ისეთი რამის გაკეთება, რაც კანონით არ ევალება, ანუ ის, რასაც საკუთარი ნებითა და რესურსებით გააკეთებს,“ – ამბობს “ჯეპრას” უფროსი კონსულტანტი და კახა მაღრაძე .

სოციალური პასუხისმგებლობა მნიშვენლოვანია ნებისმიერი კომპანიისთვის.ეს განსაკუთრებით დიდი ბიზნესის წარმომადგენლების პრ საქმიანობას ეხება. უფრო პატარა კომპანიები ხშირად მთელი პროცესის მაგივრად მხოლოდ ცალკეულ საქველმოქმედო აქციებს მიმართავენ.

ზოგადად, სოციალური პასუხისმგებლობის არსი , შეიძლება ითქვას , თავისებურად ვლინდება ქართულ რეალობაში. ხშირ შემთხევაში კომპანიები არანაირ აქტივობას არ

[pullquote]“უკეთესია თევზის ჭერა ასწავლო, ვიდრე თევზი მისცე”[/pullquote]

ახორციელებენ ამ მიმართულებით, ან მხოლოდ ერთჯერადი საქველმოქმედო აქციებით შემოიფარგლებიან. თუმცა, არიან კომპანიები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით.

კახა მაღრაძის თქმით, პროცესი რომ წარმატებული იყოს შემდეგი კომპონენტებია საჭირო: აქტიური რეჟიმის არჩევა, მოლოდინების სწორი მართვა, ადექვატური კომუნიკაცია და კომპეტენტური კომპანიების მხარდაჭერა.

“ვერ გეტყვით, რომელი უფრო ადრე გაჩნდა. სოციალური პასუხისმგებლობა გამოიყენეს კომუნიკაციისთივს, თუ პირიქით, ვინმე ჭკვიანმა ადამიანმა გადაწყვიტა პიარში გამოეყენებინა ეს მიმართულება. ნებისმიერ შემთხვევაში, ორგანიზაციის ფუნქციაზე გაჩნდა საზოგადოებაში მოთხოვნა. უხეშად რომ ვთქვათ, თუ ვინმე ფულს შოულობს, გაჩნდა მოთხოვნა საზოაგდების დამხარებისა.

სოციალური პასუხისმგებლობა ორგანიზაციების მუშაობის ერთ-ერთი მასშტაბური საქმიანობაა. ზოგიერთ ქვეყანაში კანომდებლობითაა განსაზღვრული საგადასახადო შეღავათები.ამიტომ, სოციალური პასუხისმგებლობა დამატებითი მოტივაციაა კომპანიებისთვის. ჩვენთან არ არსებობს შესაბამისი კანონმდებლობა. საქართველოში ბოლო პერიოდში სულ უფრო მოდური ხდება სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულება. პრინციპში, ტენდენციების აყოლაა, ასე ყალიბდება ქველმოქმედის იმიჯი და ხდება რეპუტაციის გაძლიერება- ამბობს კახა მაღრაძე.

თვლის, რომ მთავარი პრობლემაა რამდენად პროაქტიურები არიან კომპანიები და რამდენად კომპეტენტურად ახორციელებენ სოციალურ პასუხისმგებლობას.

“როგორც წესი, არ ხდება საკუთარი ინიციატივით პრიორიტეტის შერჩევა. უფრო რეაქტიული რეჟიმია . თუ ვინმე სთხოვს დახმარებას ამა თუ იმ კომპანიას, ასეთ შემთხვევას განიხილავს და წყევტს დაეხმაროს, თუ არა. რეალურად უნდა იყოს ასე, რომ კომპანია თავად ირჩევდეს პრიორიტეტს. დავუშავთ, მხარს უჭერ განათლებას, ან ტრადიციების შენარჩუნებას და ა.შ. ანუ არჩევ სოციალური პასუხისმეგბლობის ფორმებს. შემდეგ ამ მიმართულებით ავითარებ გრძელვადიან პროგრამას. პროგრამული მიდგომის უპირატესობა სწორედ ისაა, რომ სჭრიდრება გრძელვადიანი გეგმა და ასეთი პროგრამული მიდგომის ნაკლებობაა საქართვლოში, დიდმა კომპანიებმა უკვე დაიწყეს სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით გარკვეული პრიორიტეტების გამოყოფა.

რაც შეეხება სოციალური პასუხისმგებლობის კომპეტენტურად განხორციელებას. როგორც წესი ასე ხდება : კომპანია თავად ახრციელებს მას. არის ორი მხარე, თავად პროდუქტის შემქმნელი, და მომხარებელი. ჩართული არ არის მესამე დაინტერესებული პირი. ძირითადად ეს უნდა იყვნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობოები, ვისაც აქვთ ამ მიმართულებით გამოცდილება. სამწუხაროდ, კომპანიებს ამის ინტერესი ნაკლებად აქვთ, ურჩევნიათ საკუთარი რესურსებითა და სტაფით იმუშაონ. ვიდრე ტენდერი გამოაცხადოს, შეარჩიოს ეს მესამე მხარე, დაიქირაოს მათი მოსმახურება და ა.შ. არა და სწორედ იმ ხალხსი მომსამხურებაა ეფექტური, ზოგადად “აუთსორსინგის” უგულებელყოფა ხდება და ეს მცდარი მიდგომაა. ბიზნესი და სამოქალაქო სექტორი არ თანამDრომლობს. ხდება ხოლმე ისე, რომ ბიზნესი თვითონ ქმნის ასეთ ორგანიზაციებს, ვინც სოციალური პასუხისმგებლობი მიმართულებით იმუშავებს. თუცმა, რა განდხვავებაა, რესურსი მაინც ბიზნესისაა.”

მისი აზრით, პიარ მენეჯერებმა კარაგდ უნდა აუხსნან ხელმძღვანელობას, რომ ერთჯერად დახამრებას არ მოაქვს შედეგი და ეს მხოლოდ გრძლევადიან პერსპექტივაშია შესაძლებელი. ამბობს, რომ პრობელმა სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით გრძელავდიანი მიდოგმის არ არსებობაა.

“ასვე აუცილებელია მოლოდინის მართვა. ყოველთვის სჯობს, ისეთი კუთხით წარმართო სოციალური პასუხისმგებლობა, არსებული საჭირობების მიღწევაში დახმარება იყოს მთავარი. მარტივად რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში, უკეთესია თეევზის ჭერა ასწავლო, ვიდრე თევზი მისცე.

კიდევ ერთი პრობლემაა, ეს არაადექვატური კომუნიკაციაა. დავუშვათ, ვიღაცას ჩუქნი კამპეტებს, ამაზე იწერება ყველგან, შუქნდება სხავდასხვა არხებით. მუდმივად ხდება ამის ტირაჟირება, რაც გაღიზიანებას იწვევს”,_ამბობს კახა მაღრაძე.

განხილვა

Leave a Reply

Your email address will not be published.